ხუთშაბათი, 2024-03-28, 2:20 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საიტების კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია საიტი: 101-120
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები
GeoNews | Переходов: 372 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT | Дата: 2008-08-11

GeoNews | Переходов: 398 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SWeeT | Дата: 2008-08-11

ცხინვალის დაკარგვა  
GeoNews | Переходов: 459 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT | Дата: 2008-08-11

GeoNews | Переходов: 393 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT | Дата: 2008-08-11



რუსეთ საქართველოს კონფლიქტი უცხოური ტელეარხების თვალით!
 
GeoNews | Переходов: 428 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-11



საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზოგადოებას მიმართა. გთავაზობთ ვიდეომასალას.
 
GeoNews | Переходов: 498 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-11



[თემურ დოლიძე]
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზეთის რამდენიმე რაიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ბაღაფშის ბრძანებულებით, 10 დღის ვადით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში და სოხუმის რაიონის ნაწილში, კერძოდ, სოფლების – ფსხუს, აგრას, გუმას, აკაფას, ძიგუთასა და ზემო კელასურის საზღვრებთან.

გალის რაიონის სოფლებში – ფიჩორაში, გაგიდასა და ბარღებში რუსული შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შევიდა. რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი შტაბი გაგიდას საშუალო სკოლაშია განთავსებული.

”ტექნიკა, უმთავრესად, განმუხურის მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზეა განლაგებული. რუსულმა მხარემ ძალიან დიდი დამატებითი ძალა შემოიყვანა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ მიზანი მხოლოდ გალის რაიონში პოზიციების გამაგრებაა და ზუგიდიდს რაიონის მიამრთულებით გადაადგილებას არ აპირებენ”, - აცხადებს გალის რაიონის მოსახლეობა.

სამი საათისთვის აფხაზურმა და რუსულმა ძალდებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის შტურმი დაიწყეს, რასაც წინ ინტენსიური საჰაერო თავდასხმა უძღვოდა. განსაკუთრებული სისასტილით დაიბომბა სოფლები აჟარა და გენწვისი.

მიუხედავად გააფთრებული სეტევებისა ქართულმა სამთავრობო ძალებმა ზემო აფხაზეთზე რუსული და აფხაზური მხარეების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილი თქმით, მიუხედავად ქართველების მოწოდებისა, აფხაზები რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და კოდორის ხეობაზე მიიტანეს შეტევა. იაკობაშვილი აცხადებს, რომ ქართველებს არანაირი იერიშის არ ეშინიათ და ქართულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ დაიცვან კოდორის ხეობა.
GeoNews | Переходов: 431 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10



[ლევან სეფისკვერაძე]
9 აგვისტოს ღამეს და 10 აგვისტოს დილით, კონფლიქტის ზონაში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა. ცხინვალი 2-ჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში და ამ ბრძოლებს საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

10 აგვისტოს დილით ქართველები ტაქტიკურად გაადადგილდნენ უკან და ამჟამად ქალაქ ცხინვალს კვლავ აგრესორები აკონტროლობენ, თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ამჟამად პრაქტიკუულად დანგრეულია და მიწასთან გასწორებულია დიდი და პატარა ლიახვის როგორც ქართული, ასევე - ოსური სოფლების დიდი ნაწილი. ქალაქ ცხინვალის გარდა, დანგრეულია სოფლები: ნიქოზი, ფრისი, თამარაშენი, ხეთაგუროვო, ძარწემი, ავლევი, ნული და სხვა... რუსი აგრესორების ბომბები გორის რაიონის უკიდურეს სამხრეთით მდებარე სოფლებსაც გადასწვდა.

ჭურვები და რაკეტები ჩაცვივდა სოფელ მეღვრეკისში, ვარიანში, შავშებში.

ქარელის რაიონის სოფლებში: აბანო, ატოცი, აბისი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამპრობლების “შავი ხელები” ხაშურის რაიონსაც კი მისწვდა და ნასროლმა ბომბებმა ქალაქ ხაშურთან ახლოს მდებარე სოფლის მეურნეობის სავარგულები გაანადგურა. ასევე დაიბომბა ონისა და ამბროლაურის რაიონებიც.

რაჭაში ბომბები მაშინ ჩაცვივდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა და მათი სიცოცხლე მხოლოდ რუსების უზუსტობამ იხსნა. ბომბების უმეტესობა ტყიან მასივში ჩავარდა.

როგორც საქართველოს რეინტეგრაციის მინიტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რუსების მხრიდან მსხვერპლი რამდენჯერმე მეტი იყო. დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცებიც, თუმცა დაღუპულთა რაოდენობის გამხელისაგან როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე თავს იკავებს.

რუსულ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველბის მხრიდან რამდენიმე ათასი დაღუპული იყო, მაგრამ საბრძოლო ოპერაციების პირობებში, ამ ციფრების ელემენტარული გადამოწმებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსებმა დაბობმვითი ოპერაციები 9 აგვისტოს ღამით კვლავ განაახლეს. ამჯერად მათი სამიზნე თბილისის ავიამშენებელი ქარხნისა და ზემო აფხაზეთის აეროდრომები გახდა.

თბილისში განხორციელებული დაბომბვების დროს, აეროდრომი მსუბუქად დაზიანდა, რადგან ბომბების უმეტესობა არ აფეთქდა. აეროდრომიდან სამოქალაქო დასახლებები საკმაოდ მოშორებითაა და ამ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება კონფლიქტის საერთაშორისო გამოხმაურებას, დასავლეთის ქვყნების უმეტესობა ტრადიციულად “შეშფოთებოითა და აღშფოთებითაა” დაკავებული.

ერთადერთი რეალური წინადადება საფრანგეთის მთავრობამ შემოგვთავაზა, რომელიც სამპუნქტიანი სამშვიდობო წინადადებების წამოყენებას აპირებს. საქართველოში ამერიკის თანადგომის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.
GeoNews | Переходов: 411 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10



[დავით კირვალიძე]
რუსული ავიაციის მიერ თბილისზე მიტანილი იერიშის შედეგად დაბომბილია ”თბილავიამშენის” ტერიტორია. თავდაპირველად ითქვა, რომ ჭურვები აეროდრომის ასაფრენი ბილიკზე ჩამოვარდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭურვები ტერიტორიაზე აფეთქდა და საფრენი ბილიკი არ დაზიანებულა. მის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მისულმა სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალი ”არსენალის” წარმომადგენელმა გიორგი ჟორჟოლიანმა აცნობა.

მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა ერთი თვითმფრინავიდან განხორციელდა, რომელმაც 500 კგ-იანი რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდო.

დამობმვის შედეგად ჭურვების ნამსხვრევებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ტერიტორიის დაცვის თანამშრომლებმა. დამომბვის ფაქტი უკვე დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

გამთენიისას რუსულმა ბომბდამშენებმა ზემო აფხაზეთის სოფელი აჟარა დაბომბეს. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

დაბომბვის ხმა ისმის ასევე ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თუმცა მოსახლეობა ჯერჯერობით ვერ არკვევს, სად ხდება ჭურვების ჩამოყრა.

რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა აგრეთვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასა და ზუგდიდიდან 6 კმ-ით დაშორებულ სოფელ ძველ აბასთუმანზე. სოფელ ურთაში დაბომბილია ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი.

რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა სოფელ ძველს აბასთუმანშიც. ეს სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და იქ რუსი სამშვიდობოების ბაზაც არის განთავსებული.

ქართულმა მხარემ საზენიტო ცეცხლი გახსნა, თუმცა მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ არაფერს იტყობინებიან. არ ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებაც.

ამასობაში, როგორც იქნა, რუსეთმა შეიმუშავა თითიდან გამოწოვილი ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ბომბავს ქართულ სოფლებს და ქალაქებს.

გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი 60 წელია მშვიდობისმყოფელია, - ასეთი პასუხი გასცა ჩურკინმა ”სი-ე-ენის” ჟურნალისტის შეკითხვას - ”რატომ ებრძვის რუსეთი საქართველოს, როცა ის მედიატორის როლს უნდა თამაშობდეს?”.

ჩურკინის განცხადებით, ამ დღეებში მიმდინარე კონფლიქტის დროს 50 სამშვიდობო დაიღუპა და 150 დაშავდა. ”საქართველო არღვევს სამშვიდობო ხელშეკრულებებს და ებრძვის სამშვიდობო ძალებს. ჩვენ არ დაგვიკარგავს მოთმინება, ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს”, – აღნიშნა მან.

- “ჩვენ ვახშობთ საქართველოს აგრესიას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რაც აგრეთვე გულისხმობს ქართველების სამხედრო ინფრასტრუქტურების განადგურებას” - დასძინა ვიტალი ჩურკინმა.

 

GeoNews | Переходов: 447 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაავრცელეთ ეს ლოცვა:

ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა. სამებაო წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!!!
 
GeoNews | Переходов: 461 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10

ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში. გვბომბავენ ყველგან სადაც ხელი მიუწვდებათ.

ერთს გთხოვთ, წავიდეთ ყველა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩავაბაროთ სისხლი, იგი ძალიან სჭირდება ახლა ჩვენ გმირებს. 
აქედან ვერაფრით ვეხმარებით და იქნებ ასე გამოვუცხადოთ თანადგომა ჩვენს საყვარელ საქართველოს.

შენ როცა ამ სიახლეს კითხულობ, შეიძლება ვიღაცას ძალიან ჭირდება სისხლი, ამიტომ ვუთხრათ მეგობრებს და ერთად ჩავაბაროთ ჩვენი სისხლი საავადმყოფოებში.


როდესაც სამშობლოსათვის რამე კარგს გააკეთებ, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა გინდა ადამიანს


GeoNews | Переходов: 389 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT | Дата: 2008-08-10

საქართველოსა და რუსეთს სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტას თხოვს რომის პაპი და მსოფლიო ლიდერებს კონფლიქტის მშვიდონიანი გზით მოგვარებისთვის დახმარებისკენ მოუწოდებს. მან შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო და ვითარებას დრამატული უწოდა. ''ჩვენ ვუერთდებით მართლმადიდებლურ ეკლესიას და ვლოცულობთ მათთან ერთად მშვიდობისთვის''- თქვა ბენედიქტ მეთექვსმეტემ.
GeoNews | Переходов: 472 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT | Дата: 2008-08-10

გადმოწერეთ რუსების დამბომბის შედგები მე მაგათი დედა...... ნახეთ ხალხი რა დღეშია :(
GeoNews | Переходов: 388 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT.Jan | Дата: 2008-08-10

GeoNews | Переходов: 420 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: sweeT | Дата: 2008-08-10

გუშინ ღამე თბილიში აქცია გაიმართა რუსეთის საელჩოსთა და შემდეგ, მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყო თბილისის ქუჩებში.

http://files.ge/file/303961/aqcia-tbilishi-By-geonews-wmv.html

GeoNews | Переходов: 433 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT | Дата: 2008-08-10

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს აფრთხილებს. თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა უარყოფითად აისახოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაზე. ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის ქმედებებს საშიშსა და არა-ადეკვატურს უწოდებს. დანა პერინომ ბუშის პოზიცია სიენენის პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. მისი თქმით, ბუში მუდმივად იღებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბუში პუტინსაც შეხვდა და სეპარატისტულ რეგიონში არსებულ კრიზისზე ესაუბრა.
GeoNews | Переходов: 428 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: SweeT. | Дата: 2008-08-10

რუსებმა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა აღიარა, რუსებმა პირველად აღიარეს ოფიციალურად რო საქართველოს ბომბავდნენ, მათ ასევე დაადასტურეს ჩამოგდებულია თვითმფრინავები!!!
GeoNews | Переходов: 436 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: levani | Дата: 2008-08-10

CNN-ის მიერ გავრცელებული კადრები
არქივში არის CNN-ის მიერ გავრცელებული კადრები, ცხინვალის რეგიონზე!!!

                                      DownloaD

GeoNews | Переходов: 407 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10

მწარე რეალობა!!!
არქივში არის საზარელი სურათებიც, სუსტი გულის ხალხმა გთხოვთ თავი შეიკავოთ!!!
 
                                              DownloaD
GeoNews | Переходов: 448 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10

უცხოური პრესა დეტალურად აშუქებს საქართველოში მომხდა მოვლენებს.
უცხოური პრესა ტელევიზია და onnline პრესა დეტალურად აშუქებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
 
                                                DownloaD
GeoNews | Переходов: 469 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-10

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz