შაბათი, 2024-04-27, 2:16 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საიტების კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია საიტი: 81-100
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები

რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი ხაშურის ტერიტორიაზე არის შემჩნეული. როგორც ”პრესა.გე”-ს კორესპონდენტი ხაშურიდან გადმოგვცემს, ქალაქის გზაგასაყარზე, ცენტრში 3 რუსული ტანკი და ერთი სამხედრო ”ურალი” არის განლაგებული.

ხაშურში განლაგებულ რუს ჯარისკაცთა ოდენობა 20-30 ერთეულია. ქალაქში სიწყნარეა და ამ დროისთვის არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

- ”რაღაცა გაუფუჭდათ და ისინი ამჟამად ამ ტანკის შეკეთებით არიან დაკავებულნი. ვიღაც სამხედრო პირები ცენტრალურ მოედანზე მდგომი ”სახალხო ბანკის” შენობის თავზე შევნიშნე. არ ვიცი, შეიძლება სნაიპერები არიან. ქალაქში სიწყნარეა. პანიკას ადგილი არა აქვს, თუმცა დაძაბულობა იგრძნობა”, - გვატყობინებს კორესპონდენტი ხაშურის ავტოსადგურის ტერიტორიიდან.

ტრანსპორტი ხაშურიდან დასავლეთის მიმართულებით არ მოძრაობს. როგორც გაირკვა, დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მატარებლით შეიძლება, რომელიც მოგვიანებით შეასრულებს რეისს.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაუმოწმებელი მონაცემებით, გუშინ ღამე რუსეთის ჯარის 50 ტანკი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ასევე, რუსული ტანკები დგანან ჩუმათელთან და რიკოთთან. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის გადამოწმება სამწუხაროდ ჯერ ვერ ხერხდება.

პრესა.გე-ს კორესპონდენტი გაესაუბრა ერთ-ერთ რუს ჯარიკაცს: ”ჩვენ გვიბრძანეს აქ ყოფნა. არანაირი ბრძანება ბრძანება ჯერ არ მიგვიღია. აქ დარჩენა გვიბრძანეს”.

GeoNews | Переходов: 425 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-17

შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობის დროებით თავშესაფრებში განთავსების პროცესი გრძელდება. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის შენობაში კონფლიქტის დროს დაზარალებული 500-მდე მოქალაქე განათავსეს. მათი უმეტესობა ფრონის ხეობიდან, გორიდან, სოფელი ავნევიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან არიან.

უკვე მეორე დღეა, რაც საომარი მდგომარეობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, დახმარებას ითხოვს და ხელისუფლებისგან ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ ელის ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას. დევნილი მოსახლეობა დღემდე კერძო შემოწირულობებით არსებობს, რაც საკმარისი არ არის.

სკოლის შენობაში არ არის საკმარისი ოთახები, არ დგას საწოლები, დევნილებს არ გააჩნიათ ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. მოსახლეობას მერხებზე სძინავს და კერძო შემოწირულობების იმედაა დარჩენილი. დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას და მათთან შეხვედრას ითხოვს.

ქალაქ გორიდან დევნილმა ქალბატონმა რუსუდან ბუჩუკურმა პრესა.გე-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მის 14 დღის ვაჟს, რონალდ ჩანადირს, რომელიც საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა, არსებობისთვის ელემენტარული ბავშვის საკვები და ჰიგიენური პირობები არ გააჩნია.

სკოლის შენობაში შიდა ქართლიდან დევნილი რამდენიმე მეძუძური დედა ცხოვრობს, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. გარდა ამისა, დევნილებს შორის არიან მოხუცები, რომლებიც ექიმის მეთვალყურეობას და მედიკამენტებს საჭიროებენ.

- ”ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კორესპონდენციის, განხილვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსს, ვინმე რუსლან საჯაიას შევხვდით, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა და არც ტელაფონს პასუხობსო”, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა დევნილმა.

შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას საინფორმაციო საშუალებებისგანაც ითხოვს. ერთ-ერთი დევნილის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ახრასში, დღემდე რამდენიმე ოჯახია ჩარჩენილი. ისინი სრულ ბლოკადაში იმყოფებიან და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.

GeoNews | Переходов: 468 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-17

აქ არის 50 შემზარავი სურათი გირჩევთ სუსტი გულის პატრონებმა არ გადმოიწეროთ

DONWLOAD

GeoNews | Переходов: 507 | Рейтинг: 1.0/1 | Добавил: dato | Дата: 2008-08-17

ცხინვალში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების სურათები

არქივში შესულია ცხინვალში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების სურათები.... :(

                                             DownloaD
GeoNews | Переходов: 523 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-17

ეს ყველამ უნდა ნახოს!!


ეს არის ვიდეო რომელშიც არის სურათები ომთან დაკავშირებით. და ძალიან ლამაზად არის ყველაფერი. გირჩევთ გადაწწეროთ (მაგრად დაიგრუზებით) !!!


ყველა დაღუპული ბიჭის სული ნათელში ამყოფოს ღმერთმა.

                                         DownloaD
GeoNews | Переходов: 455 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-17

საქართველო-რუსეთის ომის მთავარი მოვლენები 11 აგვისტოს განვითარდა, როდესაც ოკუპანტებმა ქართულ არმიაზე მასირებული შეტევა წამოიწყეს. გაარღვიეს ცხინვალისა და ზუგდიდის დაცვითი რკალი და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ბლოკადა მოახდინეს.

პარალელურად, ფოთის პორტს მოადგა ორი რუსული სადესანტო გემი, საიდანაც ჩამოყვანილმა ტანკებმა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოსულ მძიიმე ტექნიკასთან ერთად, 1000 ერთეული შეადგინა.

ამ დროს საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო დოკუმენტის თანახმად, ქართული ჯარის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონებიდან უკვე გამოსული იყო და რუსებმა ფაქტობრივად უპრობლემოდ დაიკავეს ქალაქები: გორი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და ქარელი.

რუსული ჯარის ნაწილმა დასავლეთ საქართველოს ნახევარი გაიარა და შეუერთდა გორში ბაზირებულ ნაწილებს. 11 აგვისტოს ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს ღამის 2 საათისათვის თბილისში შემოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ისინი იმ მომენტში თითქოს უკვე მცხეთასთან იდგენენ, მაგრამ ჩვენმა ინფორმატორებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და გაირკვა, რომ რუსები ძირითადად კასპის, გორის და ქარელის მაგისტრალებზე და ხიდებზე იყვნენ გამაგრებულნი და წინ გადაადგილებას არ აპირებდნენ.

ღამით თბილისის დიდი ნაწილი პანიკამ მოიცვა და ბევრი ცდილობდა ქალაქიდან თიანეთისა და კახეთისაკენ გაღწევას. ამის გამო, თბილისის გზებზე საცობებიც შეიქმნა, მაგრამ დაახლოებით ღამის 3 საათისათვის ეს პანიკა თანდათან ჩაცხრა

GeoNews | Переходов: 405 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-13

კასპის რაიონულ ცენტრში რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სარკინიგზო მაგისტრალის ერთ-ერთ ხაზი. მიუხედავად ამისა რკინიგზა ფუნქციონირებას მაინც განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კახა ხაჩირაშვილმა.

- ”მდინარე ლეხურას ხიდთან მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი დაზიანებები და ამ დროისათვის ხიდზე გადაადგილება მიმდინარეობას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე”, - განაცხადა კახა ხაჩირაშვილმა.

ოფიციალური ცნობების თანახმად, კასპის დაბომბვის შედეგად დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

12 აგვისტოს 13:00 საათზე კასპის სხვადასხვა რაიონში რუსეთის ფედერაციის ”Су-25”-ის მიერ ჩამოგდებულ იქნა ხუთი ჭურვი, მათ შორის ცემენტის ქარხნის ტერიტოარიაც.

GeoNews | Переходов: 460 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-13

მოსკოვი თბილისს ხელმოსაწერად ახალ დოკუმენტს სთავაზობს...
მოსკოვი თბილისს ხელმოსაწერად ახალ დოკუმენტს სთავაზობს, რომელიც ექვს პრინციპს ეფუძნება:

1. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება.
2. ცეცხლის შეწყვეტა.
3. ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შესვლა.
4. ქართული ძალების მიერ დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება.
5. საერთაშორისოდ აღიარებული მანდატით გათვალისწინებულ ადგილზე რუსეთის სამშვიდობო ძალების დაბრუნება.
6. საერთაშორისო დონეზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის შემდგომ სტატუსზე მსჯელობა.


ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნოკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა...
GeoNews | Переходов: 433 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-13

es aris simgera dgevandel omze gadaweret dzaan magaria

DOWNLOAD

GeoNews | Переходов: 364 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-13

GeoNews | Переходов: 400 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-13

15 wlis gogos esawiroeba 3 dadebi jgufis sisxli gtxovt visac shegidzliat daexmarot 855551239

GeoNews | Переходов: 346 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-12

GeoNews | Переходов: 407 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-12



გორში პრეზიდენტზე თავდასხმის განხორციელების მცდელობა იყო. გთავაზობთ ვიდეომასალას!!!

                                           
DownloaD

GeoNews | Переходов: 486 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12

ილია II - განხცხადება

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს დიდ შეცდომად მიიჩნევს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
"მართალია, დღეს ჩვენ განსაცდელში ვიმყოფებით, მაგრამ ნურაფრის ნუ გეშინიათ, ღმერთი მფარველია და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა. სამწუხაროა, რომ ერთმორწმუნე, მართლმადიდებლური რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს. ეს არის პირველი შემთხვევა ასეთი დამოკიდებულებისა. ღვთის მადლი გადაარჩენს საქართველოს. რუსეთის ასეთი მოქმედება არის დიდი შეცდომა. ძველად ამბობდნენ, წყალი მიდგებ-მოდგება, თავის საგუბარში ჩადგებაო", _ ბრძანა პატრიარქმა. ქადაგების დასრულებისას უწმინდესმა ერი დალოცა.
GeoNews | Переходов: 435 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12



საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამ დოკუმენტის მიზანია უპირობოდ შეწყდეს ცეცხლი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეძლონ დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

დოკუმენტის პროექტი სამი ქვეყნის – საქართველოს, საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეიმუშავეს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ფრანგი და ფინელი დიპლომატები მოსკოვში დიმიტრი მედვედევს წარუდგენენ და შეეცდებიან დაარწმუნონ ცეცხლის დაუყივნებლივ შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღის მეორე ნახევრში დატოვებენ. პირველ ოფიციალურ შეხვედრას რუსეთში რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან გამართავენ.
 


                                       DownaloD
GeoNews | Переходов: 475 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12

ძალა ერთობაშია !
დღეს საგამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხელი სააკაშვილმა მიმართა ქართვლე ერს რომ ხვალ 12 აგვისტოს 15:00 საათზე ქართველი ერი შეიკრიბოს პარლამენტის წინ რათა დავანახოთ მტერს თუ რა ძლიერია და რას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო საქართველო !!! მიმართვა ეხება ყველას ქალებს,კაცებს და ბავშვებს !! იმედია ხალხი გვერდში დაუდგება საქართველოს ასეთ მძიმე მომენტებში !! უფალი შეგვეწიოს !!!!
GeoNews | Переходов: 397 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12

რუსული ავიაგამანადგურებელი

რუსული ავიაგამანადგურებელის მიერ ჩამოგდებული ჭურვები შარაბიძეებში, მახვილაურსა და დაბა ხელვაჩაურში აფეთქდა


აჭარაში რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ერთი საათის წინ ჩამოგდებული ჭურვები ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში – შარაბიძეებში, მახვილაურში და დაბა ხელვაჩაურში აფეთქდა.
მახვილაურში აფეთქება საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა. მოსახლეობამ ჭურვის ნამსხვრევებიც იპოვა. ეს სოფელი თურქეთის საზღვრიდან 14 კილომეტრში მდებარეობს.
დაბა ხელვაჩაურში დაზიანებულია რამდენიმე ავტობუსი და ერთი საცხოვრებელი სახლი. აფეთქებების შედეგად არავინ დაჭრილა.
GeoNews | Переходов: 411 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12

თბილისს უტევენ
რუსულმა ბომბდამშენებმა დღეს, 11 აგვისტოს, 04.30 საათზე იერიში თბილისზე მიიტანეს. პირველი ჭურვი მახათას მთაზე ჩამოვარდა სადაც ცენტრალური სარადარო მართვის პუნქტია . ჭურვების ჩამოყრიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ რუსულმა ავიაციამ შეტევა განახორციელა პატარა ლილოს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით უცნობია დაზარალებულთა რიცხვი !!!!
GeoNews | Переходов: 417 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12

ქართული ჯარი თბილისშია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება უკან დაეხია ქართულ ჯარს და განელაგებინეთ თბილის შემოსასვლელებში რათა რუსეთისგან უფრო მეტად დავიზღვიოთ თავი . მიხეილ სააკაშვილმა 100 % უსაფრთხოების გარანტია მოგვცა ქართველ ხალხს მინიმუმ ხვალამდე ,და ის ჭორი რო თბილისში რუსული ჯარი შემოვიდა სასტიკად უარყო და ხალხს თხოვა თავი შეეკავებინათ უაზრო ჭორების გავრცელებისგან !!!!
GeoNews | Переходов: 475 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-12

ეს ყველამ უნდა ნახოს!!

დღევანდელი შემაშფოთებელი და კატასტროფული სურათები, (სურათზე ქართველი ჯარისკაცია მკვდარი) ამ სურათებს შეგნებულად არ დავადე საიტის ლოგო, რადგან ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ვთხოვ ყველა საიტის წევრებს ვინც აქ შემოვა განათავსონ ეს სურათები საკუთარ პორტალებზე!!!!!

არქივში არის 100 ფოტო!!!

DownloaD

GeoNews | Переходов: 408 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: DeSPeRaDo | Дата: 2008-08-11

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz