შაბათი, 2024-04-27, 2:54 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საიტების კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია საიტი: 61-80
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები
რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ შპს ”საქართველოს ტელე-რადიოცენტრის” მძიმედ დაჭრილი სამი თანამშრომელი თბილისში გადმოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ტელე-რადიოცენტრის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი დეკანოსიძემ განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, 10 აგვისტოს დილით ანძის სამი თანამშრომელი რუსმა ჯარისკაცებმა მძიმედ დაჭრეს, ერთი კი მანქანაში ჩაცხრილეს. ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა შტურმით აიღეს გორის სატელევიზიო ანძა. 

ანძის დაჭრილი თანამშრომლები, რომელთაგან ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა სოფელ ახალდაბაში სახლის პირობებში მკურნალობდნენ. მათი გადმოყვანა თბილისში ვერ ხერხდებოდა. 

შემთხვევა 10 აგვისტოს დილით, გორთან მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომლები გორის ანძიდან ბრუნდებოდნენ.

GeoNews | Переходов: 385 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონი, ხაშური, აგარა, ქარელი, იგოეთი, ცხინვალის რეგიონი ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შპს ”საქართვლოს ტელე-რადიოცენტრის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი დეკანოსიძემ აცნობა, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ 10 აგვისტოს რუსულმა საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა შტურმით აიღეს გორის სატელევიზიო ანძა, სადაც სხვადასხვა ტელე და რადიოკომპანიების გადამცემი აპარატურა იყო დამონტაჟებული. 

მისივე ცნობით, ანძაზე რადიოების ”მწვანე ტალღა”, ”იმედი”, ”პირველი რადიო”, ”ფორტუნა”, ”ფორტუნა პლიუსი”, ”არ დაიდარდო”, ”ალანია”, ”აფხაზეთი”, ”ავტორადიო”, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” I და II არხი, ”თრიალეთი”, ”საპატრიარქოს რადიო”, ”მუზა” და ტელევიზიების ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” I და II არხი, ”პირველი სტერეო”, ”ალანია” ”საქართველო”, ”იმედი”, ”თრიალეთი”, ”აჭარა” გადამცემები იყო დამონტაჟებული. მისი თქმით, ყველა ეს გადამცემი განადგურებულია. 

დაზიანებულია ”მაგთისა” და ”ჯეოსელის”, ასევე გაერთიანებული ტელეკომის სარელეო აპარატურაც. 

როგორც ”ტელე-რადიოცენტრში” აცხადებენ, მათ აღდგენას ძალიან დიდი დრო, ენერგია და ფინანსები დასჭირდება. 

- ”გასარკვევია ზუსტად რა დაზიანდა. შესაძლოა, რაიმე გადარჩა კიდეც. თუ ანძაზე დამაგრებული ანტენები არ არის მწყობრიდან გამოსული, შესაძლოა, გადამცემები უფრო სწრაფად აღდგეს. ჩვენ ჩავედით გორში ტექნიკურ პერსონალთან ერთად, თუმცა ანძის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება ვერ მოხერხდა. 

მონიტორინგის ჩატარების საშუალება მაშინ მოგვეცემა, როდესაც დაგვრთავენ იქ შესვლის ნებას. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში შევალთ გორში და მიყენებული ზიანის ოდენობაზე ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ. წინასწარი მონაცემებით კი, მიყენებულმა ზარალმა ორი მილიონი ლარი შეადგინა”,- განაცხადა ”საქტელე-რადიოცენტრის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი დეკანოსიძემ.

GeoNews | Переходов: 342 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

გორისა და ცხინვალის რეგიონებიდან 200 ათასი დევნილია რეგისტრირებული. დევნილების უმეტესობა თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებშია შესახლებული. თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში 273 დევნილი ცხოვრობს. ისტორიები, რომლებიც მათ “ფაქტს” უამბეს, რუსი სამხედრო ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ქართველთა გენოციდის უტყუარი მასალებია. 

ელენე გელაშვილი, 21 წლის, დევნილი ნიქოზიდან: - ცხინვალში სროლები რომ დაიწყო, ყველა “პადვლებში” ვიმალებოდით... ჩემს სახლს ბომბი არ დასცემია, მაგრამ ყველა მხრიდან მკვდრები და დაჭრილები მოჰყავდათ. იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ფეხით წავედით გორისკენ. გზაში კაცი შეგვხვდა, რომელსაც ოჯახი “მარშუტკით” მიჰყავდა გორში და ჩვენც ავედით მანქანაში. 

ახალგაზრდა გოგოებს გვითხრეს, თავზე ჩადრი დაიფარეთ და ბებრებს დაემსგავსეთ, თორემ ის რუსები და ოსები ყველგან არიან, ტრანსპორტს აჩერებენ და თუ გოგო მოეწონათ, მიჰყავთო. ყველა მაშინვე :დავბერდით”, მაგრამ ჩემმა დაქალმა, მარიმ თქვა, რა სისულელეა, ვინ უნდა წაგვიყვანოს? სიბერე თავის დროზეც მეყოფაო. ვეხვეწეთ, მაგრამ გაჯიუტდა... 

კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ 30-მდე შეიარაღებულმა რუსმა გაგვაჩერა. ერთმა გამხდარმა ჯარისკაცმა თავი შემოყო “მარშუტკაში”. მარი სკამს ეფარებოდა, მაგრამ იმ დამპალმა მაშინვე დაინახა და გარეთ გაათრია. მანქანაში სულ სამი კაცი იყო და სამივეს ავტომატის კონდახები ურტყეს. მერე, მძღოლს ანიშნა, გზა განაგრძეო. არ დამავიწყდება მარის გაფითრებული სახე... 

ორი დღის მერე, გორში ვიყავით და თბილისისკენ ვაპირებდით წამოსვლას, როცა თქვეს, ჯარისკაცებს ნაწამები ახალგაზრდა გოგო მოჰყავთო. ფერი დავკარგე... თუმცა, ვიფიქრე, იქნებ მართლა მარია და ცოცხალი მაინც გადარჩა-მეთქი. ჯარისკაცებს გავყევი და რომ დავინახე, კინაღამ ცუდად გავხდი... ძლივს ვიცანი მარი... სულ დასისხლიანებული და გაწეწილი იყო. თურმე, ცხინვალის რომელიღაც სოფელში წაუყვანიათ და 50-მდე კაცს გაუუპატიურებია. მერე, აწამეს, დანით დასერეს და დაასახიჩრეს. მარი მხოლოდ ერთს გაიძახოდა, მომკალით, მადლი ქენითო... 

ალეკო გულიაშვილი, 75 წლის, დევნილი სოფელ ერედვიდან: - ძალიან მიჭირს ამ ამბის მოყოლა, მაგრამ უნდა მოვყვე, რომ ყველამ დაინახოს, როგორი არაადამიანები და სადისტები არიან რუსები... განსაჯეთ, აზრი აქვს თუ არა ჩემს სიცოცხლეს... 

ჩემი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ეს ტკივილი ტყუპმა შვილმა გადამატანინა. შვილიშვილების გაზრდაც მარტოს მომიწია. ეს უსახელო ომი რომ დაიწყო, ჩემი შვილიშვილი ანი 17 წლის იყო, ლევანი - 15-ის. ლევანი ჩემს თვალწინ გახლიჩა ბომბმა, ტანი ცალკე ეგდო და ფეხები - ცალკე. ანა კი დაიჭირეს კაცის მკვლელმა “სალდათებმა” და სახლში შეათრიეს. მესმოდა მისი წივილ-კივილი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ნაცემი და დაბეჟილი ვეგდე მიწაზე... 

იმ დამპლებმა ბავშვის გაუპატიურება არ იკმარეს და უთხრეს, გაიქეცი, 10 წამში თუ გაგვასწრებ, თავისუფალი იქნებიო. დაბნეული და ატირებული ბავშვი გაიქცა... არამზადებმა სამამდე დაითვალეს და ყველამ ერთად ესროლა... ჩემი საწყალი შვილიშვილი მოცელილივით დაეცა...

GeoNews | Переходов: 375 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

რუსი ოკუპანტები საქართველოს დატოვებას არ ჩქარობენ. მედვედევის დანაპირები და ხელმოწერილი დოკუმენტი ჯერჯერობით, ისეთივე ფიქცია აღმოჩნდა, როგორც მისი პრეზიდენტობა რუსეთში.


დღევანდელი დღე, რუსის ჯარის საქართველოში ბოგინის, თითქოს, დასასრულის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სხვაგვარია. დღეს დილით რუსებმა ბორჯომის დალაშქვრა განიზრახეს, რაც არ გამოუვიდათ და უკან, გორი ხაშურის მიმართულებით გაბრუნდნენ. 

არსებული ინფორმაციით, 58-ე არმიის ნაწილი ვლადიკავკასისკენ დაიძრა, მაგრამ რუსი ოკუპანტების ალყაში კვლავაც რჩება დასავლეთ საქართველო. 

დღეს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის აფეთქება მოხდა სენაკის ძველ აეროპორტში, რომელიც დიდი ხანია არ მოქმედებს. რადიო თავისუფლების ზუგდიდის ფილიალის კორესპოდენტის გერონტი ყალიჩავას მიერ პრესა.გე-სთვის მოწვდილი ინფორმაციის თანახმად, აფეთქებები რამდენიმე საათის განმავლობაში, ყოველ 10 წუთში მიმდინარეობს.

- ”ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, აფეთქებების ხმა ისევ ისმის. როგორც ჩანს, რუსებს ეს ტერიტორია დანაღმული ჰქონდათ და მათ აფეთქებენ. შესაძლოა აფეთქებები ტანკებიდანაც ხდება. ყოველ შემთხვევაში, საჰაერო შეტევები არ განხორციელებულა. ჯერჯერობით, დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს”.

სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, რუსებმა ტერიტორიაზე დარჩენილი ჭურვები და სხვა სამხედრო მასალა ააფეთქეს, რომლის გატანაც თან ვერ მოახერხეს. აფეთქების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული და ამიტომ, პანიკა არ შექმნილა.

ამ დროისთვის, ფოთშიც სიმშვიდეა, თუმცა რუს ოკუპანტებს ჩვეულებისთვის არც ამჯერად უღალატნიათ და დღეს, ქალაქი კიდევ ერთხელ მოინახულეს. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ წურწუმიას თქმით, დილით რუსები ნაბადის სამხედრო ბაზაზე მივიდნენ. აღნიშნული ბაზა, საბჭოთა დროს ერთ-ერთი ძლიერ ბაზად ითვლებოდა, მაგრამ ამჟამად იგი დანგრეულია. 

-”როგორც ჩანს რუსები საბჭოთა რუკებით სარგებლობენ და რაც ამ რუკაზეა აღნიშნული იმ ბაზებს სტუმრობენ. როდესაც ნაბადის ბაზაზე მივიდნენ, იქაურობა დაათვალიერეს, დაასურათეს და რამდენიმე საათში ტერიტორია დატოვეს. იმის მიუხედავად, რომ მარადიორობის და ძარცვის ფაქტებს თითქმის ყოველდღე ვუყურებდით, დღეს მაინც არ მოველოდით რუსი სამხედროების ქალაქში გამოჩენას”, - ამბობს წურწუმია.

GeoNews | Переходов: 320 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

რაინერ შტინერი, გერმანიის ფედერაციულ-დემოკრატიული პარტიის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და ნატოს საპარლამენტო კრების წევრი ამ ცოტა ხნის წინ სტუმრობდა საქართველოსა და აფხაზეთს. “გერმანულ ტალღასთან” ინტერვიუში იგი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

- ბატონო შტინერ, რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი თბილისსა და სოხუმში? 

რაინერ შტინერი: ევროკავშირს და გერმანიას სურთ კონფლიქტის მონაწილეებს აჩვენონ, რომ ჩვენგან ექნებათ მხარდაჭერა, თუ მუშაობა წარიმართება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ და იმ პირობებში, როცა მილიტარიზება და შეიარაღების ზრდა ხდება ორივე მხრიდან, რაც არა მარტო სიტყვიერად, საქმითაც გამოიხატება, მაშინ ეს მხარდაჭერა ბუნებრივია აღარ იქნება. ევროკავშირმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ რეგიონის დაახლოება ევროპასთან და ნატოსთან იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ აჩვენებენ ეს ქვეყნები, რამდენად მზად არიან იცხოვრონ კარგი მეზობლური ურთიერთობებით, რაც ევროპულ კონცეფციას შეესაბამება. სამწუხაროდ, ამგვარი მზაობისგან ჯერ საკმაოდ შორია.

- და არსებობს კი ნება, მშვიდობიანად მოგვარდეს კონფლიქტი?

- ეს ნება არც ერთი მხარისგან არ იგრძნობა, არც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან და არც იმ საუბრებიდან, რომელიც მე სოხუმში, აფხაზეთში მქონდა. ისინი მყარად დგანან თავიანთ პოზიციებზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე საკუთარ თავს უყურებს, როგორც ვიღაცის წარმომადგენელს და ჯერათ, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მოხდება მესამეს მიერ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველოს ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეიმედებათ, აფხაზებს კი რუსეთის. ეს ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელი სიტუაციაა.

-ამ შემთხვევაში უიმედოა საქართველოს შანსი დაუახლოვდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს?

- ვერ ვიტყვი, რომ უიმედოა, მე ვთვლი რომ ეს პრობლემატურია. ვხედავ, რომ საქმისადმი მიდგომა ნატოს ფარგლებში უფრო მარტივი გახდა. ვცდილობ თავშეკავებული ვიყო, რადგანაც ვფიქრობ, ჩვენ, გერმანელებმა უნდა დავსვათ კითხვა, ახალი კანდიდატის შემოსვლით ალიანსში გაძლიერდება თუ არა ჩვენი ინტერესები, გაიზრდება თუ არა ჩვენი უსაფრთხოება, და თავად ალიანსი გაძლიერდება თუ შესუსტდება ახალი წევრის მიღებით. ეს არის უპირველესი კრიტერიუმები. შემდეგი შეიძლება იყოს: რას ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნისათვის ალიანსში შესვლა ან არ შესვლა? მე პირადად ამასაც გავითვალისწინებდი, ასევე გასათვალისწინებელია, თუ რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება რეგიონში კონკრეტული ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. ჩემი აზრით ჯერ-ჯერობით ჩვენ შორს ვართ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღოთ.

GeoNews | Переходов: 334 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

     DONWLOAD

es aris chems mier sheqmnili klipi

GeoNews | Переходов: 315 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ იმ პირებს, რომლებსაც ბანკებიდან კრედიტი აქვთ აღებული, შესაბამისი ყველთვიური საპროცენტო თანხის გადახდა შესაძლოა, დროებით შეუჩერდეთ. შესაბამისი ინიციატივით დღევანდელ ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე გამოვიდა. "დევნილებს, რომლებსაც ბანკებიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი, რა თქმა უნდა, მათი დაფარვის პროცესში პრობლემები ექნებათ. ამიტომ სახელმწიფო ამ საქმეში როგორმე უნდა ჩაერიოს", - განაცხადა ვეფხვაძემ. აღსანიშნავია, რომ საკითხის შესწავლა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ მელიქიშვილს დაავალა.
GeoNews | Переходов: 348 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

რუსული მხარის მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენაში საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი დაეხმარება  
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენით სამუშაოებში ქართულ მხარეს სომხეთი და აზერბეიჯანი დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან სამშენებლო მასალებით დატვირთული მატარებელი უკვე შემოვიდა, ხოლო ერევნიდან სპეცმატარებელს, რომელიც ასევე სამშენებლო მასალებს ჩამოიტანს, თბილისში დღეს ელოდებიან. როგორც "პირველს" საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა განუცხადა, ერევნიდან სულ 5 სატვირთო ვაგონი სამშენებლო მასალა ჩამოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტვირთი სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას წარმოადგენს, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდისა და გორში რამდენიმე ობიექტის მშენებლობას მოხმარდება. თბილისში ტვირთს ქართულ-სომხური ასოციაციის თავმჯდომარე, პარლამენტარი ვლადიმერ ბადალიანი ჩამოჰყვება. 

 

GeoNews | Переходов: 396 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

ნაციონალების” “რუხ კარდინალად” მონათლული ლევან რამიშვილი გამწვავებულ ქართულ-რუსულ კონფლიქტში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს. თუმცა, “ვერსიასთან” საუბრისას, ცალსახად პროამერიკული განწყობით, ბევრ მინიშნებას აკეთებს დასავლეთის უმოქმედობაზე და მიიჩნევს, რომ აგრესორი ქვეყნის ნაბიჯებს ევროპის რამდენიმე ლიდერი საქართველოზე ბევრად მოუმზადებელი შეხვდა. 

რამდენად მოსალოდნელი იყო რუსეთისგან ამგვარი აგრესია? 
- ვფიქრობ, ეს სიურპრიზი არ ყოფილა არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს რუსეთის ისტორიაზე და, განსაკუთრებით მის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაზე, ხელმძღვანელობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, სიურპრიზი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ლიდერისთვის. 

მაშინ რატომ შეხვდა საქართველო ასეთი მოუმზადებელი მეზობელი ქვეყნის აგრესიას? 
- მე მგონია, საქართველო, მაინც, საბოლოო ჯამში, მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ რაღაც დონეზე მოეგერიებინა ეს შემოტევა. ამის შედეგია, რომ რუსეთმა საკუთარი ბლიც-კრიგი ბოლომდე ვერ განახორციელა, ვერ მოახერხა, თბილისის თავზე წითელი დროშა აეფრიალებინა. ანუ, ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა იქამდე გაეწია წინააღმდეგობა რუსეთისთვის, სანამ დანარჩენი მსოფლიო გამოფხიზლდებოდა, რეალისტურად შეხედავდა, რა ხდება კავკასიაში და დაიწყებდა ადექვატურ მოქმედებას.

GeoNews | Переходов: 443 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცხინვალის ტერიტორიიდან საბრძლო ტექნიკის ნაწილი გაიყვანეს. ამ დროისათვის რამდენიმე ტანკმა უკვე დატოვა დანგრეული ქალაქი და როკის გვირაბის მიმართულებით მიემართება. 

პრესა.გე დაუკავშირდა უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებმაც დაადასტურეს ინფორმაცია 58 არმიის გარკვეული ნაწილის გადაადილების შესახებ ვლადიკავკაზის მიმართულებით. 

ანალოგიურ ინფორმაციას რუსული სააგენტოებიც ავრცელებენ, თუმცა ჯერ კიდევ ორი დღის წინ ამავე სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი იყო. 

საოკუპაციო ჯარის გადაჯგუფება გორის და კასპის რაიონის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს, დაახლოებით 8 საათის შემდეგ დაიწყო. 

ამავდროულად, ”რუსთავი 2” გადმოსცემს ინფორმაცის, რომ რუსული ჯავშანტექნიკა ”შემთხვევით ბორჯომს მიადგა”. 

ბორჯომიდან სატელეფონო ჩართვის დროს გაირკვა, რომ საოკუპაციო ჯარს ბორჯომში შესვლის საშუალება არ მისცეს. 

ამჟამად, საოკუპაციო ჯარი ხაშურში და გორის შემოგარენში იმყოფება. 16 აგვისტოს მოვაცემებით, ხაშურში განლაგებული რუს ჯარისკაცთა რაოდენობა 20-30ს შეადგენდა და ქალაქის გზაგასაყარზე იმყოფებოდნენ. ხაშურში სიწყნარეა და ამ დროისთვის არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

GeoNews | Переходов: 334 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი

ბალახაძე მამია ვლადიმერის ძე

დაბადების თარიღი: 24 მაისი, 1977 წელი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული 
უცხო ენები: გერმანული, ინგლისური, რუსული


განათლება:

სამხედრო განათლება:

1994-1999 გაერთიანებული სამხედრო აკადემია, თბილისი, საქართველო

1995-1998 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებლები; ოფიცრის სრული პროგრამა

კურსები:

1995 გერმანული ენის კურსი, ბუნდესვერის სამხედრო ენის სკოლა.

1999 საქართველო, სადესანტო კურსი

1999 კანადა სადესანტო კურსი

1999 საშტაბო კურსები (ბატალიონის დონე) -ქ. თბილისი

2000 შვეიცარია, სამთო სათხილამურო მომზადების კურსი

2000 შვეიცარია, ზვავსაწინააღმდეგო კურსი

2002 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, სამხედრო სასწავლებელი. სამთო ასეულის მეთაურის კურსი

2004 სამშვიდობო ოპერაციები საწვრთნელი კურსი საშტაბო მომზადება.- ქ. თბილისი

2005 ბრიგადის საშტაბო მომზადების კურსი (SOC) ქ. თბილისი

2006 საშტაბო და საბრძოლო მომზადების დაგეგმარების კურსი

სამოქალაქო განათლება:


1999 წელს მიენიჭა ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია 

2007 დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

სამუშაო გამოცდილება: 


1999 ოცეულის მეთაური, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრი

1999-2000 ინსტრუქტორთა ჯგუფის, მე-2 ქვეჯგუფის მეთაური

2000 ოცეულის მეთაური კოსოვოს სამშვიდობო რეგიონში

2000 ასეულის მეთაური, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრი

2000 S-3 ოფიცერი, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრი

2001-2002 მე-11 ბრიგადის "კომანდო"-ს ბატალიონის მეთაურის მოადგილე 

2002-2004 მე-11 ბრიგადის "კომანდო"-ს ბატალიონის მეთაური

2004-2006 I ქვეითი ბრიგადის მეთაური 

2006 სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსი

2006 სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი

2008 სახმელეთო ჯარების სარდალი

ჯილდოები:


2000 ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 

2000 ნატოს (NATO) მედალი

2008 მედალი “საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკლო სამსახურისათვის” II ხარისხის
სახელობითი "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტი 

სამხედრო წოდება: ვიცე-პოლკოვნიკი

GeoNews | Переходов: 410 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

უფლებები

1) მივლინებისას, შვებულებისას, სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას არჩეულ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისას საგზაო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლება. 

2) პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხოლო სამხედრო შეკრების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან სასწავლებლიდან ადგილის შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში პირს უხდიან სამხედრო თანამდებობის ან სამხედრო წოდების ფულად სარგოს. 

3) პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. 

4) მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, საცხოვრებელი ბინის მიღებამდე ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი სასამსახურო შენობები ან ოთახები საერთო საცხოვრებელში. 

5) იღებენ სოციალურ გარანტიებს 

6) კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ შვებულებით. 

7) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაჭრის შემთხვევაში, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში ოჯახისათვის დახმარების გაცემა. 

8) უფასო მკურნალობა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ჰოსპიტალში. 

9) უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან შესაბამისი კომპენსაცია და სამხედრო ფორმის ტანსაცმლი. 

10) სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. 

11) სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდგომ პირს უფლება აქვს გააგრძელოს სამსახური საკონტრაქტო (პროფესიულ) სასამხედრო სამსახურში სადაც იგი გაივლის წინამოსამზადებელ წვრთნებს. 


  



მოვალეობები

1) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებათა მოთხოვნები.
2) ერთგულად ემსახუროს საქართველოს.
3) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას.
4) გაუფრთხილდეს სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას.
5) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოება.
6) დაემორჩილოს მეთაურს, შეასრულოს ბრძანებები.


  



აღრიცხვა

1) ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. 

2) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ სამხედრო განყოფილებები. 

3) რეზერვისტების აღრიცხვას ახორციელებენ სამობილიზაციო განყოფილებები. 

4) პირველად სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მოქალაქეს უსრულდება 17 წელი. 

5) სამხედრო სამსახურში გაწვევამდე, მოქალაქე გადის სამედიცინო შემოწმებას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. 

6) გაწვევის განყოფილება გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 

7) რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ქალაქებისა და რაიონის სამობილიზაციო შტაბების მეშვეობით. ყველა რეზერვისტი ვალდებულია იდგეს სამხედრო აღრიცხვაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 

მოქალაქე, სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით, ვალდებულია ადგილობრივი მმართველობის სამხედრო განყოფილებაში გამოცხადდეს იმ რაიონის ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) კომისიის თავმჯდომარის გამოძახებით, სადაც იგი მუდმივად( 3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობს. თან უნდა იქონიოს 4 ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ, დახასიათება და ავტობიოგრაფია. 

ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას მოქალაქე ვალდებულია ორი კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხოლო საზღვარგარეთ საცხოვრებლად მყოფი პირები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ საელჩოში ან წარმომადგენლობებში. 

მოქალაქემ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.

GeoNews | Переходов: 365 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

გაერთიანებული შტაბის უფროსი 
ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა 
91 00 74  
91 00 74
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 
ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ ტატიშვილი  
91 01 67  
91 01 67 
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ოსეფაიშვილი  
91 13 25  
91 13 25 
გაერთიანებული შტაბის უფროსი მოადგილე
ვიცე-პოლკოვნიკი შმაგი თელია  
91 08 58  
91 08 58 
გაერთიანებული შტაბი  

J1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი
გენერალ მაიორი გივი რევაზიშვილი 
91 13 69  
91 13 69 

J2 – დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი 
მ.შ. პოლკოვნიკი შალვა ტურაშვილი  
91 05 43 
91 05 43

J3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი 
ვიცე-პოლკოვნიკი ლევან კაპანაძე  
91 20 n9  
 

J4 – ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი 
ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი  
91 19 95 91 19 95

J5 – სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი 
პოლკოვნიკი ირაკლი ბატკუაშვილი  
91 20 72  

J6 – კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი 
ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ქავთარაძე  
91 06 26 
91 06 26 

J7 – საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი
პოლკოვნიკი ნოდარ ქვილითაია  
91 19 83 91 19 83

გენ. შტაბის ადმინისტრაციის უფროსი 
მაიორი რამაზ ბუზიაშვილი 
91 03 75  

ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი 
პოლკოვნიკი ზურაბ ტატიშვილი 
91 06 58 91 06 58

შეიარაღების კონტროლის სამმართველოს უფროსი 
პოლკოვნიკი ნოდარ დემეტრაძე 
99 04 04 99 04 04
სახეობები  

სახმელეთო ძალების სარდალი 
ვიცე-პოლკოვნიკი მამია ბალახაძე 
91 16 01 91 16 01

საჰაერო ძალების სარდალი 
პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი 
40 07 96  
40 07 96 

საზღვაო ძალების სარდალი 
I რანგის კაპიტანი ბესიკ შენგელია 
(8 293) 7 20 21  
დეპარტამენტები  

ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი 
პოლკოვნიკი დავით აფციაური 
91 19 01 91 13 51

ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი 
მაიორი ნიკოლოზ ძებნიაური  
91 01 39  

განათლების დეპარტამენტის უფროსი 
ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია 
95 53 68 95 53 68

GeoNews | Переходов: 426 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

საჰაერო ძალების სარდალი


დავით ნაირაშვილი

დაბადების თარიღი: 24 ოქტომბერი, 1964 წელი
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული


განათლება:

1981-1986 სამხედრო კოსმოსური საინჟინრო აკადემია, ლენინგრადი, სსრკ 

1994- სტრატეგიული კვლევების და თავდაცვის ეკონომიკის კოლეჯი, ჯ. მარშალის ცენტრი, გარმიში, გერმანია

1997-1998 ა.შ.შ-ს სახმელეთო ჯარების სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, ფორტ ლევენვორტი, კანზასის შტატი

1999-2000 ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი, რომი, იტალია 

სამუშაო გამოცდილება: 


1981-1986 სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტა”, დირექტორი 

2004-2005 გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

2000-2004 საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-ში

1999-2000 გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

1998-1999 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევის დეპარტამენტის მრჩეველი

1995-1997 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1993-1994 საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე

1993 თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1993 ეროვნული გვარდიის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსი

1992 ეროვნული გვარდიის საბრძოლო მომზადების განყოფილების ოფიცერი

1986 – 1989 ინჟინერი, სამხედრო ნაწილი # 14038, საბჭოთა სამხედრო კოსმოსური ჯარები, უსურიისკი, შორეული აღმოსავლეთი, სსრკ 



სამხედრო წოდება: პოლკოვნიკი

GeoNews | Переходов: 464 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

GeoNews | Переходов: 366 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

ეს განცხადება გემრანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

“ის გადაწყვეტილება, რომ საქართველო შევა ნატოში, ჩვენ 2008 წლის აპრილში მივიღეთ და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამ ეტაპზე მთავარია, რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა. გერმანია აუცილებლად დაეხმარება საქართველოს სამხრეთ ოსეთში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში,” _ აღნიშნა მერკელმა. მისივე თქმით, რუსული სამხედრო ნაწილები საქართველოდან სამშაბათამდე უნდა გავიდნენ. 


GeoNews | Переходов: 385 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

დღეს, საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს. შესაბამისი "პირობა" რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, როგორც "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" გარანტორ მხარეს მისცა. 


"18 აგვისტოდან რუსეთი საქართველოდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას დაიწყებს, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ზონაში დამატებით იქნა შეყვანილი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო", _ იუწყება კრემლის ინტერნეტსაიტი. 


ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტმა ქართული მხარისგან მისი სამხედრო ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

GeoNews | Переходов: 348 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაციის შეფასებას ელოდება. დიმიტრი მედვედევი საქართველოს მიმართულებით ხელს იშვერს და ანგელა მერკელს ”ოსების გენოციდზე” ესაუბრება. 

- ”ჩვენ ვსაუბრობდით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ობიექტური შეფასების აუცილებლობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ - ობიექტურ, და არა ცალმხრივ შეფასებაზე, როგორი ინფორმაციაც არ უნდა იყოს”, - ამბობს რუსეთის პირველი პირი. 

რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 12 აგვისტოს შეათანხმა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან კონფლიქტების მოგვარების ძირითადი პრინციპები. ახლა კი, როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან ამ პრინციპების უვადო ”განხილვის პერიოდი” დადგა. 

- ”ახლა ეს პრინციპები უნდა იქნას მიღებული ქართული და რუსული მხარეების მიერ, ევროსაბჭოსა და ეუთოს საგარანტიო ფუნქციებით”, - ახდენს რუსეთის პრეზიდენტის ციტირებას სააგენტო ”რია-ნოვოსტი”. 

თუმცა, მერკელმა თბილისში ჩამოსვლისთანავე აღნიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს არა რამდენიმე კვირის შემდეგ, არამედ რამდენიმე დღეში. კერძოდ, სამშაბათს დანიშნულია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი და ამ დროისთვის საქართველოდან რუსული სამხედრო ნაწილები უკვე გაყვანილი უნდა იყოს. 

თავის მხრივ, არსებულ საკითხთან მიმართებაში მედვედევი აცხადებს: “ვიმედოვნებ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ჩვენ ველოდებით შესაბამის ინფორმაციას”. რა ინფორმაციაზე საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტი, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

რუსეთს რაც უნდოდა,უკვე მიაღწია. ამ ეტაპზე მაინც. ”მათი მოქალაქეების უსაფრთხოების” დირექტივა მიღწეულია, მაგრამ რუსი სამშვიდობო ძალები რჩებიან საქართველოში. როგორც თვითონ აცხადებენ - მშვიდობის გარანტად.

GeoNews | Переходов: 329 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე რუსული რეგულარული არმიის ჯარისკაცები ხელახლა შესვლასთან დაკავშირებით სააზღვრო პოლიციის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა. -”მიუხედავად რუსულ მხარესთან მიღწული შეთანხმებისა, ვანდალური ფაქტები დღესაც გრძელდება. დილიდან რუსი ჯარისკაცები ხელმეორედ შეიჭრნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის სამმართველოს ფოთის ბაზის ტერიტორიაზე და მოროდიორობას განაგრძობენ. დაზიანებულია და იძარცვება ფოთის ბაზის შენობა, ბოლომდე ნადგურდება პირველ დაბომბვას გადარჩენილი ინფრასტრუქტურა, სარადარო დანადგარები”, - აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შესულია, როგორც რუსული რეგულარული არმიის ცოცხალი ძალა, ასევე სამხედრო ტექნიკა. დადასტურებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ანადგურებდნენ მატერიალურ ფასეულობას, რის გატანასაც ტერიტორიიდან ვერ ახერხებდნენ. პირველად რუსი სამხედროები სანაპირო ბაზის ტერიტორიაზე 12 აგვისტოს გამოჩნდნენ. ისინი ცდილობდნენ გაეტანათ ბაზაზე არსებული კომპიუტერული ტექნიკა, საკომუნიკაციო-კავშირგაბმულობის აღჭურვილობა. 13 აგვისტოს, ფოთში 7 ჯავშანსატრანსპორტო მანქანით ხელახლა შესულმა სამხედროებმა ვანდალურად, პირდაპირ სანაპიროზე ააფეთქეს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები. განადგურებულია 4 მცურავი საშუალება: სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი ”აიეტი”, რომელიც გერმანელებმა გადმოსცეს ქართულ მხარეს. თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილი საპატრულო კატარღა ”ორბი”, P -205, რომელიც 2007 წელს აშშ-ის მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სრულად იქნა მოდერნიზებული; საპატრულიო კატარღა ”გრიფი” P- P-204 (უკრაინის მთავრობის მიერ გადმოეცა ქართულ მხარეს); და საპატრულო კატარღა P-01 (აშშ-ს მთავრობის მიერ გადმოცემული).[/img]

ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე რუსული რეგულარული არმიის ჯარისკაცები ხელახლა შესვლასთან დაკავშირებით სააზღვრო პოლიციის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

-”მიუხედავად რუსულ მხარესთან მიღწული შეთანხმებისა, ვანდალური ფაქტები დღესაც გრძელდება. დილიდან რუსი ჯარისკაცები ხელმეორედ შეიჭრნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის სამმართველოს ფოთის ბაზის ტერიტორიაზე და მოროდიორობას განაგრძობენ. დაზიანებულია და იძარცვება ფოთის ბაზის შენობა, ბოლომდე ნადგურდება პირველ დაბომბვას გადარჩენილი ინფრასტრუქტურა, სარადარო დანადგარები”, - აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შესულია, როგორც რუსული რეგულარული არმიის ცოცხალი ძალა, ასევე სამხედრო ტექნიკა. დადასტურებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ანადგურებდნენ მატერიალურ ფასეულობას, რის გატანასაც ტერიტორიიდან ვერ ახერხებდნენ.

პირველად რუსი სამხედროები სანაპირო ბაზის ტერიტორიაზე 12 აგვისტოს გამოჩნდნენ. ისინი ცდილობდნენ გაეტანათ ბაზაზე არსებული კომპიუტერული ტექნიკა, საკომუნიკაციო-კავშირგაბმულობის აღჭურვილობა.

13 აგვისტოს, ფოთში 7 ჯავშანსატრანსპორტო მანქანით ხელახლა შესულმა სამხედროებმა ვანდალურად, პირდაპირ სანაპიროზე ააფეთქეს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები. განადგურებულია 4 მცურავი საშუალება:

სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი ”აიეტი”, რომელიც გერმანელებმა გადმოსცეს ქართულ მხარეს. თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილი საპატრულო კატარღა ”ორბი”, P -205, რომელიც 2007 წელს აშშ-ის მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სრულად იქნა მოდერნიზებული; საპატრულიო კატარღა ”გრიფი” P- P-204 (უკრაინის მთავრობის მიერ გადმოეცა ქართულ მხარეს); და საპატრულო კატარღა P-01 (აშშ-ს მთავრობის მიერ გადმოცემული).

GeoNews | Переходов: 388 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-17

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz