ხუთშაბათი, 2024-11-21, 8:12 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საიტების კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია საიტი: 1-20
გვერდები: 1 2 3 ... 6 7 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები
GeoNews | Переходов: 686 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: lojkee | Дата: 2008-08-23

           

დედაქალაქისგან რუსული ბლოკ-პოსტებით მოწყვეტილი დანარჩენი საქართველო, რუსი სამხედროების პარპაშისა და მათი სამხედრო ტექნიკის გაუთავებელი გადაადგილებების ფონზე, ნაძალადევი სიმშვიდით ცხოვრობს. 


ხაშური 
ხაშური, რომელიც ორიოდე კვირის წინ საქართველოს რკინიგზის გზაჯვარედინი იყო, ახლა დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მიმავალი, შემოვლითი, გზების გამყოფია. 

ხაშურამდე მოსული სატრანსპორტო საშუალებები დედაქალაქის მიმართულებით ან პირდაპირ მიდიან, გორის უკან მდებარე სოფლებით, ანაც ბორჯომისკენ უხვევენ და წალკისკენ მიუყვებიან უსაშველოდ გრძელ გზას. 

ქალაქ ხაშურში შესულ მანქანებს რუსული მძიმე ტექნიკა ეგებება. ისინი იქ 15 აგვისტოს შევიდნენ და რამდენიმე ადგილას განლაგდნენ. პანიკის პირველმა ტალღამ მეორე დღესვე გადაიარა და დაცარიელებული ქალაქის ქუჩები, მოგვიანებით, კვლავ გაივსო. 

ახლა იქ მშვიდობიან მოქელაქეებთან ერთად, საპატრულო პოლიცია და იარაღგადაკიდებული რუსი სამხედროები მოძრაობენ. რუსები საკვებს, მოქალაქეების მსგავსად, მაღაზიებსა და ბაზარში ყიდულობენ. დროდადრო არც მდინარეში ჭყუმპალაობაზეც ამბობენ უარს. 

რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციის მიერ ბორჯომიდან უკან დაბრუნებული რუსი სამხედროების კოლონის ნაწილი, ხაშურის მახლობლად, სოფელ ტაშისკართან შეჩერდა. იქ მყოფ დამსვენებლებსა და ადგილობრივებს სანაპიროს დატოვება მოსთხოვეს და მტკვარში დედიშობილა გადაეშვნენ. 

ხაშურის ცენტრში, (შადრევანთან) ავტოსადგურსა და ბაზარს შორის, დაახლოებით 20-მეტრიანი დისტანციით 5 რუსული ტანკი დგას. ავტოსადგურთანვე მდებარე “პროკრედიტბანკის” თავზე სნაიპერებიც კი მოკალათნდენ და ზემოდან აკვირდებოდნენ ქალაქს, მაგრამ 21 აგვისტოს ისინი უკვე შენობის სახურავზე არ ჩანდნენ და ბანკიც კი მუშაობდა.რუსები ქალაქში, შეიძლება ითქვას, თავისთვის დგანან, თუმცა არც სიტყვაძუნწობით გამოირჩევიან. ადგილობრივებს ხშირად ეკითხებიან, რას ამბობენ ტელევიზორში მათ გასვლაზე. 

19 და 20 აგვისტოს ხაშურის რაიონში კარგად ისმოდა ოსიაურის სამხედრო ბაზის აფეთქების ხმები, თუმცა მისი მოსალოდნელი დაბობმბვის შესახებ მთელმა ქალაქმა წინასწარ იცოდა. 

ბაზის აფეთქებამდე ერთი დღით ადრე არყით გაჭყეპილი რუსები ხაშურელებს გამოუტყდნენ, რომ ოსიაურის სამხედრო ბაზის განადგურებას გეგმავდნენ...შემოვლითი გზები 
ხაშურში შესული, აღმოსავლეთით მიმავალი მანქნები ორი მიმართულებით მიდიან – ბორჯომისკენ საიდანაც გზას წალკისკენ აგრძელებენ და ცენტრალური ტრასის მიმართულებით, გორის სოფლებისკენ. 

წალკის გზაზე ახალქალქიდან და ბაკურიანიდან გადიან. დაბა ბაკურიანიდან თბილისამდე ამ მოუასფალტებელ, ზოგგან გადათხრილ გზაზე მანქანები 7-დან 9 საათამდე დროს ანდომებენ. 

სუბალპურ ზონაში, მთების ფერდობებზე მიმავალ ცუდ გზებზე ჯიპები მეფობენ. ამ გზაზე, წალკისა და რამდენიმე სოფლის გარდა, სასაუზმეს თუ ბენზინგასამართ სადგურს ვერსად შეხვდებით. 

მძღოლები იქ ღამით სიარულს თავს არიდებენ. სამარშრუტო ტაქსები ამ გზით ბორჯომიდან თბილისში ჩასასვლელად 30-დან 40-ლარამდე, ტაქსები კი 350-იდან 400 ლარამდე თანხას ითხოვენ. მგზავრობის საფასურის გოთხმაგებულია. 

გორის ზედა სოფლები 
სამარშრუტო ტაქსით, ხაშურიდან თბილისში გორის სოფლებით მგზავრობისთვის მოქალაქეები 20 ლარს იხდიან. კერძო ტაქსების მძღოლები კი თითო მგზავრს 25 ლარს ართმევენ. 

ხაშურიდან გასვლისთანავე, იქ, სადაც ადრე ქართული სამხედრო ბაზა იყო და ახლა რუსები არიან, მანქანები ცენტრალური ტრასიდან მარჯვნივ უხვევენ. რუსული ტანკი ჩასახვევშივე დგას, მაგრამ სამხედროები მანქანების შემოწმებით ნაკლებად იწუხებენ თავს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამავალი ეს შემოვლითი გზა მოუასფალტებელია. 

შიდა ქართლის სოფლების შარაგზებით მანქანები თბილისში 3-4 საათში ჩადიან. სოფლებში დარჩენილმა მოსახლეობამ, იმისთვის, რომ მძღოლებს გზა არ აებნეთ, სახელდახელო ტრაფარეტები დადგეს. 

იქ მოსახლეობის დიდი ნაწილია დარჩენილი. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ქარელში იგრძნობა. ადგილობრივების განმარტებით, იქ პროდუქტების დეფიციტია, მაგრამ პური ჯერ არ ჭირს. ქარელის მახლობლად მდებარე სოფლებიდან გაქცეულთა უმრავლესობაც შინ დაბრუნდა. 

იქ რუსი სამხედროები არ დგანან. ამ შემოვლითი გზის დიდი ნაწილი რკინიგზის პარალელურად გადის. მანქანები რკინიგზის იმ მონაკვეთსაც გადიან, რომელიც რუსებმა ააფეთქეს. ახლა იქ ქართველი სპეციალისტები მუშაობენ. 



მოგვიანებით, გზა სოფელ დიდგორის მოასფალტებულ ტრასაზე გადის და მანქანები დედაქალაქში მცხეთის ქუჩების გავლით შედიან. 

P.S. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტს ფოტო და ვიდეო კადრების გადაღება ფარულად უხდებოდა, რაც აისახა გამოსახულების ხარისხზე.



GeoNews | Переходов: 1186 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-22

შუაზე გახლეჩილი საქართველოს მოსახლეობა ისე არ შფოთავს, როგორც სომხები და აზერბაიჯანელები. ამ ქვეყნების ხელისუფლება უკვე კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაშია.

ორივე სახელმწიფოს სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიადგა და თუკი საქართველოში სიტუაცია დროულად არ დარეგულირდა, შესაძლოა, მეზობლების ეკონომიკამ კრახი განიცადოს.

საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე შედეგები მოიტანა აზერბაიჯანსა და სომხეთში. აზერბაიჯანში დაგროვილია ტვირთები, რომელიც უნდა გასულიყო ევროპაში. გასაგები მიზეზების გამო, დღეს ეს ტვირთები არ გადის. აქედან გამომდინარე, დიდია დანაკარგი. სომხეთის თითქმის მთლიანად ფოთის პორტიდან მარაგდებოდა.

- ”რუსეთმა თავისი ქმედებებით სომეხი ერი, ფაქტობრივად, მშიერი დატოვა, რადგან სომხეთში ხორბლისა და საწვავის მიწოდება შეწყდა. თუ პროცესი გაგრძელდა, სამხერთ კავკასიის ქვეყანებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, მკვეთრი ეკონომიკურ ვარდნა გარდაუვალია. უპირველესად, შეიქმნება საწვავისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი”, - აცხადებს ექსპერტი კავკავსიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

სომხები დიდი ხანია საგონებელში არიან ჩავარდნილნი, მაგრამ ბოლო დღეებში აზერბაიჯანელებიც ხაფანგში აღმოჩნდნენ. ამ ქვეყნის საექსპორტო პროდუქცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვეღარ გადის, რადგან საქართველოს რკინიგზა დაზიანებულია.

ბოლო ინფორმაციით, კასპთან არსებული აფეთქებული ხიდის აღდენა 27 აგვისტომდე ვერ მოხერხდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სერიოზულად არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობით.

მისი თქმით, საომარმა მოქმედებებმა ზარალი მიაყენა აზერბაიჯანის საექსპორტო შესაძლებლობებს. სარკინიგზო ხიდის აფეთქებამ კი აზერბაიჯანული საექსპორტო ბრუნვა მნიშვნელოვნად შეკვეცა.

ალიევი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თვლის, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

- “ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველოში ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, დაისადგუროს სტაბილურობამ და ბოლო მოეღოს კონფრონტაციას. აზერბაიჯანს ორ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან - რუსეთთან და საქართველოსთან - მეგობრული ურთიერთობები აქვს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა ერთმანეთშიც იმეგობრონ”, - აცხადებს ალიევი.

აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზეც მსჯელობენ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ჰაიდარ ბაბაევის განცხადებით, საქართველოში შექმნილმა საომარმა ვითარებამ გარკვეული გავლენა აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც მოახდინა. განსაკუთრებული ცვლილებები შეინიშნა სამომხმარებლო ბაზარზე, სადაც ფასების საგრძნობი მატება აღინიშნება.

GeoNews | Переходов: 661 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

     

ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული, როგორიც დღესაა საერთაშორისო საზოგადოება, ალბათ, იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ მსოფლიო ლიდერების თავის ტკივილად რუსეთი იქცა. 


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, თითქმის მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და მხარდაჭერას უცხადებს კავკასიის რეგიონში ერთადერთ ”დემოკრატიის შუქურას” და ერთხმად დაგმეს რუსის ჯარის საქართველოში თარეში. 

თუმცა, დასავლეთის მხარდაჭერა ჯერჯერობით, განცხადებებით და ჰუმანიტარული მისიებით იფარგლება. საქართველოს ხელისუფლებას კი უკმარისობის გრძნობა აქვს და მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. 

დასავლეთი კი, არ ჩქარობს და ცდილობს ცივი ომისგან იხსნას მსოფლიო. ერთის მხრივ, ოფიციალურ თბილისს შეშფოთების მიზეზი მართლაც აქვს. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსის საოკუპაციო ჯარი არ ჩქარობს საქართველოს დატოვებას. უფრო მეტიც, რუსეთი კიდევ უფრო ღრმად ცდილობს ქვეყანაში გამაგრებას და დასავლეთის კატეგორიული ტონის პარალელურად, სულ უფრო მეტად ისმის აფეთქებები დასავლეთ საქართველოში.  

როგორც ჩანს, რუსეთი სულ უფრო გააღიზიანა ნატოს მინისტერიალმა და რუსეთის იზოლაციის მუქარას ძალის დემონსტრირებით პასუხობს. ეტყობა, პუტინი არც მიხეილ სააკაშვილის კომენტარებს ტოვებს უყურადღებოდ და დაბოღმილი გული უფრო მეტად ევსება ბოღმით.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია მოვლენათა შემდგომი განვითარება და საქართველოს დაბნეული ხელისუფლების მზერა კვლავ დასავლეთისკენაა მიმართული. რამდენად ადეკვატურია დასავლეთი და საით მიდის რუსეთი, ამ საკითხებზე პრესა.გე ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. 

მოვლენათა განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად საქართველოსთვის ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ხელისუფლება უკმაყოფილებას ვერ მალავს და მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან განცხადებებიდან მოქმედედბებზე გადასვლას. 

დასავლეთი უფრო კატეგორიული და ქმედითი უნდა ყოფილიყო შექმნილ სიტუაციაში? 
- როცა ადამიანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, რომელიც მის უსუსურობაზეა დაფუძნებული, მაშინ, მოლოდინიც, რომ სხვა შენს გასაკეთებელს გააკეთებს, აღმატებულია. დედამიწაზე ცხოვრება ისევე გრძელდება, როგორც აქამდე. თუმცა, შეშფოთება სახეზეა და ამ შეშფოთების მიზეზი არა საქართველო, არამედ რუსეთია. 

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან ერთიანი შეხედულების ჩამოყალიბებას უნდა ვეცადოთ, რომელშიც საქართველოს ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ნატოს მინისტერიალზე 26-მა ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის მოქმედებები და ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებით, საქართველოს წინ, კიდევ ერთი ნაბიჯის გადაგმის საშუალება მისცა.

ჩვენ კი ყოველთვის, გვინდა აქ დავსვათ წერტილი და ორშაბათს საქართველო ნატოში ვიხილოთ. ევროპელები ერთხელ იტყვიან, მეორედ იტყვიან, მაგრამ მესამედ არ გაიმეორებენ. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. მათ რამდენჯერმე გააკეთეს მინიშნება რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, თუმცა წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაგმულა. მხოლოდ ტრაბახით გამოვუჭედეთ ყველას ყურები.  

დასავლეთმაც, თუ გაგონება არ გინდათ, კი ბატონოო და დაგვანება თავი - უკეთეს გამგონს დაელოდა. თუმცა, თუ ვიქნებით რეალისტები დავინახავთ, რომ დასავლეთის ძალისხმევით, დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ.

ცალკეული ლიდერების განცხადებები, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებით არაა გამყარებული, ბევრს არაფერს ნიშნავს. ნატოს მინისტერიალი კი ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და ახლა ორივე ფეხი დავდგით დედამიწაზე. საყურადღებოა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალზე პირველად ახსენა სიტყვა ოკუპაცია და ეს დიპლომატიაში ბევრს ნიშნავს.  

მიუხედავად ამისა, რუსები მაინც არ გადიან საქართველოდან.
- ვინმემ მისცა მათ საშუალება გასულიყვნენ საქართველოდან? იქნებ ვინმეს არც აწყობს მათი საქართველოდან გასვლა, რადგან არ იცის შემდეგ რა ქნას? ჩვენ საზოგადოებას არ სჭირდება მორიგი ანტირუსული ისტერიის მოწყობა. ჩვენი განწყობა რუსეთის მიმართ დიდი ხანია ჩამოყალიბებულია. 

-”сила есть ума не надо”, - ეს რუსული ანდაზაა და იგი რუსულ გენში დევს. თუმცა, ქართველებს გვაქვს შესანიშნავი ანდაზა - ”ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოინდომებსა”. ამ ხერხზე იფიქრა ვინმემ?

საერთაშორისო საზოგადოებას არ სჭირდება აჯიკაზე გაზრდილი გენის ტემპერამენტის გამოვლინება. დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წავა კონფრონტაციის გზით, თუ რუსეთი არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. რატომ უნდა წავიდეს დასავლეთი ცივი ომის გზით, რა, მათ ეზიზღებათ ეს პლანეტა? 

საქართველოს მკაფიოდ აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატული და იგი ნატოსკენ ისწრაფვის. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება დავაოკოთ რუსეთი, რომელსაც აგიჟებს საქართველოს ნატოში წარმოდგენაც კი? 
- საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ნატოზე საუბარიც არ იყო, როცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. მთავარი პრობლემა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დამყარების კულტურის არარსებობაა.

რუსული საზოგადოების ცნობიერების პუტინიზაციას განიცდის. როცა პუტინმა НТВ დაიპყრო, მაშინ, მე რუსეთის ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ და განვაცხადე, რომ რუსული საზოგადოების ცნობიერების პუტინიზაცია საფრთხეს შეუქმნიდა, როგორც რუსეთს, ისე ჩემს ქვეყანას. დროა, რუსული საზოგადოება გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს, თორემ ეს თავად რუსეთისთვის იქნება ცუდი.

დღეს ალბათ, ადრეა იმის გაანალიზება, რა მოხდა და შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება. ერთის მხრივ, რუსეთს საქართველო ყელში ყავდა გაჩხერილი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მიიღო პუტინმა რუსეთისთვის ესოდენ სარისკო გადაწყვეტილება, რითაც მთელ დემოკრატიულ სამყაროს დაუპირისპირდა?  
- პუტინმა თავისი მმართველობა კრახით დაასრულა. მისი სიტყვა არსად გავიდა არც კოსოვოს და არც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. მას თავმოყვარეობა შეელახა და მონახა ყველაზე მტკივნეული ადგილი, რითაც ცდილობს დარტყმა მიაყენოს ამერიკას.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისთვის ძნელია იმის დანახვა, რომ არაფრად აგდებენ. მითუმეტეს, რომ რუსეთს სისტემატიურად აღიზიანებდნენ საქართელოდანაც. იგი არასოდეს ჩაუთვლიათ ღირსად ერთი ნორმალური ელჩი გაეზავნათ, რომელიც შეძლებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და რუსეთს შორის. 

სუსტის და ფიზიკური მონაცემებით დაკომპლექსებული ადამიანის რეაქცია კი ისეთია, როგორც ახლა პუტინი იქცევა. ცუდი კი ისაა, რომ ასეთი დაკომპლექსებული ადამიანი ახლა ორია რუსეთში.

ამბობენ, რომ მედვედევსა და პუტინს შორის უთანხმოება უკვე დაიწყო. რამდენადაა მოსალოდნელი, რომ მედვედევიც შეაწუხოს თავმოყვარეობამ და პრეზიდენტის ამბიციებმა?
- მედვედევი უმალ თავს მოიკლავს, ვიდრე პუტინს დაუპირისპირდება. ეს ის საკითხია, როცა პუტინმა ათასჯერ გაზომა და ერთხელ გაჭრა, როცა თავის შემცვლელად მედვედევი დანიშნა. 

- რაც შეეხება რუსეთის მომავალს, მან ისე მოიჭრა თავი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ დღეს რუსეთის გინებამ აქტუალობა დაკარგა. როცა ქვეყნიდან უზარმაზარი კაპიტალი გადის საზღვარგარეთ, ეს დიდი რისკია თავად პუტინისთვის. დღეს ვინც რუსულ პოლიტიკაში იღებს გადაწყვეტილებას, ამ ხალხის უმრავლესობა ჩრდილში დგას და არ ჩანს. თუმცა, როგორც შეაფასებენ ისინი რუსეთში მიმდინარე პროცესებს და რას მოიმოქმედებენ შემდგომში მთავარი ესაა.

GeoNews | Переходов: 948 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

საქართველოში რუსული საოკუპაციო არმიის ქმედებებიდან გამომდინარე უცხოური მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა თბილისის დაბომბვაზე. საუბარია სარაკეტო ტექნიკაზე, რომელიც ცხინვალშია განლაგებული და რომლიდანაც შესაძლოა, თბილისზე დატყმა განხორციელდეს. 

ამასთან, განიხილება რუსული არმიის მიერ მცოცავი ანექსიის განხორციელებაც, რომლის საფრთხეც ბოლო დროს შეიმჩნევა. 

თუმცა, თბილისის შესაძლო დაბომბვაზე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას რუსული გენერალიტეტი. როგორც რუსეთის საოკუპაციო არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინი აღნიშნავს, “რუსული არმია თბილისის აღებას არასოდეს გეგმავდადა. არც ერთ რუსულ გეგმაში თბილისისკენ გასროლა ნავარაუდევი არ არის”. 

ქართველ ექსპერტთა ნაწილი თბილისის აღებას ახლა უკვე თითქმის შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა რუსეთის ქმედებებში ბოლომდე დარწმუნებული მაინც არავინაა. 

- “ეს ინფორმაცია არა მარტო რუსულ პრესაში, არამედ უცხოურ პრესაში გაჩნდა. საუბარია სარაკეტო სისტემა “ტოჩკაზე”, რომელიც ცხინვალის რეგიონშია განთავსებული და რომელსაც იდეაში შეუძლია მიწვდეს თბილისსა და ქუთაისს, ასეთი სტატიები გარკვეულ პროვოკაციასაც შეიცავს. თუმცა, თუ ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდება, არაფერს გამოვრიცხავ. მე არ მინდა, დავიჯერო, რომ რუსეთი ამაზე წამსვლელია”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი. 

მისი თქმით, რუსული ჯარის ყოფნის მთავარი მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ამასთან, როგორც ექსპერტი აცხადებს, რუსული არმიის სურვილია, იერიში მიიტანონ დარჩენილ სამხედრო ობიექტებზე. 

- “მათი მიზანია დარჩენილი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძარცვა და განადგურება. საჭიროა დასავლეთმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. როდესაც სერბეთში რუსული ჯარები შევიდნენ, დასავლეთმა ნატოს ჯარები შეიყვანა და რუსები გაძევეს. ამ შემთხვევაში შემაჩერებელი იქნება ნატოს ჯარების შემოყვანა, მაგარამ დასავლეთი ერიდება რუსეთთან ღია კონფლიქტს”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მცოცავი ანექსიის საფრთხე არ განიხილება და რუსული საოკუპაციო ჯარების ბოლო გადაადგილებები, მათ შორის საჩხერის ინციდენტიც, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. 

- “საჩხერეში არის სამხედრო ბაზა და სასწავლო ცენტრი ქვეითების გადამზადებისთვის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ სწყურიათ ამ ბაზის განადგურება. არ გამოვრიცხავ, რომ იერიშიც მიიტანონ, რადგან მათ ამ ბაზის განადგურებისა და ტყვია-წამლის მოპარვის სურვილი ამოძრავებთ”. 

თბილისის დაბომბვასთან დაკავშირებით მედიაში კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა. საუბარია იმაზე, რომ თბილისის დაბომბვას, რომელიც რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის იდეა იყო, პრეზიდენტმა მედვედევმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ ვერსიას სესიაშვილი ნაკლებ დამაჯერებლად მიიჩნევს. 

- “ეს ვერსიები ფართოდ ჟღერდება, რადგან პუტინმა მედვედევი ავანტურაში ჩაითრია. მას თავისი ადგილი ნაპოვნი არ აქვს და საკუთარი მოქალაქეებიც კი ვერ აღიქვავენ პრეზიდენტად. მედვედევის სურვილი, საქართველოს დაჩოქებით ქულები დაეწერა, ვერ აღმოჩნდა მომგებიანი, რადგან დასავლეთი საკმაოდ კრიტიკულად მიუდგა ამ ნაბიჯს”, - აცხადებს სესიაშვილი. 

ექსპერტი თავდაცვის საკითხებში გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ შესწევს ძალა დაარტყას თბილისს და შემდეგ მიღებულ შედეგს გაუმკლავდეს. 

- “გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ შექმნილ რეალობას გავითვალისწინებთ, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს სურვილი, მცოცავი ანექსია განახორციელონ. ამისათვის საჭიროა გაცილებით დიდი სამხედრო ძალა ვიდრე 58-ე სამხედრო არმიაა და თუნდაც მიმატებულიკიდევ 2 ბრიგადა, რომელიც აფხაზეთშია განლაგებული. ჯერ-ჯერობით რუსეთს აქვს თავის გასასამართლებელი საბუთი და არ იწვევს პირდაპირ აგრესიულ მოქმედებას ევროპისა და ამერიკის მხრიდან, რადგან მათ შეზღუდეს მოქმედებები, მაგრამ, როგორც კი ჯარები დაიძვრება თბილისისაკენ, ეს აღიქმება ოკუპაციის მცდელობად”, -აცხადებს თავდგირიძე. 

მისი თქმით, საუბარი მცოცავ ანექსიაზე ნაადრევია. როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, მოცემული ფაქტები კი მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ საქმე გვაქვს ტიპიურ მოროდიორობასა და საკბილოს შოვნის სურვილთან. 

- “რუსული ჯარები თუ სადმე გაიწევენ, მას ვერ შეაჩერებენ და პოლიციის ამოცანა ეს არ არის. რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა მოწოდების სიმაღლეზე არ არის და, შესაბამისად, არმიაშიც არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საკბილიოს ეძებენ. ეს არ არის მცოცავი ანექსია, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ხელწერა იქნებოდა”, - აცხადებს თავდგირიძე. 

მისი განცხადებით, პუტინს აქვს ამბიცია, მაგრამ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც რეალობას აღიქვამენ. როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, 58-ე არმიას არ შეუძლია, მოხდინოს საქართველოს აღება და ამის ძალა მათ არ ეყოფოდათ. ექსპერტის თქმით, თუ საუბარი იქნებოდა თბილისის აღებაზე, რუსეთს უნდა მოეშველებინა სხვა ფლანგები. 

- “რაც შეეხება იმას, რომ მედვედევი იყო თბილისის აღების წინააღმდეგი, ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და მას აქვს ძალიან დიდი პასუხიმგებლობა როგორც ბიზნესმენების, ასევე თავისი ამომრჩევლების წინაშე. პუტინი შესაძლოა, ხვალ აღარც იყოს თავის თანამდებობაზე და ვერასოდეს შეძლოს მმართველ ელიტაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წააგო, პუტინმა ძალიან ბევრი ქულა დაიწერა”, - აცხადებს თავდგირიძე. 

თავდაცვის ექსპერტი კობა ლიკლიკაძე კი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე შეუძლებელი არაფერია, თუმცა ლიკლიკაძე მიიჩნევს, რომ ეს რუსეთისთვის დიდი კრახი იქნება. 

- “გავითვალისწინოთ - რუსები ანგრევენ დაანადგურებენ ქართულ სამხედრო პოტენციალს. შესაბამსად ყველაფერი შესაძლებელია. მგონია, რომ თბილისს ვერავინ აიღებდა, შეიძლებოდა ამ თემაზე მსჯელობა რაღაც პერიოდში იყო, თუმცა პოლიტიკურად ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი კრახი იქნებოდა. ახლა რუსეთს შეუძლია თქვას, ვანადგურებ კონფლიქტის ზონასთან მდებარე სამხედრო პოტენციალს, რომელიც პოტენციურად საშიშიაო, ხოლო თბილისის შემთხვევაში ეს არგუმენტი გამორიცხული იქნებოდა”, - აცხადებს ლიკლიკაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მცოცავ ანექსიაზე საუბარი ზედმეტია: 

- “რაც შეეხება ტერმინებს, მგონია, რომ ნაადრევია და რუსეთი დატოვებს ტერიტორიას და ნელ-ნელა გაიყვანს ტექნიკას, მეორეს მხრივ ეს არის ანექსია, რადგან მთელს საქართველოში რუსული ჯარები დადიან. როდესაც იგოეთთან ვიმყოფები და მთხოვენ, რომ საჭიროა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს დამოწმებული დოკუმენტი, მე ვიმყოფები ანექსიაში”.

GeoNews | Переходов: 846 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

ბი-ბი-სი იტყობინება, რომ ოთხშაბათს ანკარამ ბოსფორის სრუტის გავლით, შავ ზღვაში სამი ამერიკული გემი შეუშვა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მოაქვს საქართველოსთვის. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ლაპარაკია ორ გემსა და ერთ სანაპირო დაცვის კატერზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ეს გემები არაა ის მცურავი ჰოსპიტლები, რომელის გატარებასაც შავ ზღვაზე ვაშინგტონი ადრე სთხოვდა თურქეთს. 

მაშინ ანკარამ უარი იმით დაასაბუთა, რომ გემების გაბარიტები სრუტეში შესვლის დროს საფრთხეს შეუქმნიდა სხვა გემების მოძრაობას. 

ვუდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ანკარასთან შავი ზღვის გზით საქართველოსათვის ჰუმანიტარული ტვირთების ტრანზიტის შესახებ. 

აქამდე, ვაშინგტონის დახმარება საქართველოსთვის მხოლოდ საჰაერო გზით ხორციელდებოდა.

GeoNews | Переходов: 1105 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

რუსეთი ახლოსაა გადაწყვეტილებასთან - ცნოს ორი თვითაღიარებული რესპუბილიკის დამოუკიდებლობა, რომლებმაც საქართველოში კონფლიქტის გაღვივება შეძლეს. რუსეთმა სადავო ტერიტორიებზე და მის ირგვლივ თავისი სამხედროების განლაგების გეგმაც დადო.

აშშ და ევროპა რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ კრემლზე ზემოქნედებისთვის არასაკმირის ბერკეტებს ფლობენ.

რუსმა კანონმდებლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათი აზრით, კრემლის მიერ კონტროლირებული პარლამენტი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რომლებიც დიდი ხანია ოცნებობენ საქართველოსგან გამოყოფაზე. „რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ალბათ სპეციალურ სესიებს ჩაატარებს მომდევნო კვირას, სადაც შესაძლოა დამოუკიდებლობის საკითხის განხილვაც მოხდეს“, - აღნიშნავენ კანონმდებლები. 

რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ”ბუფერულ ზონას” შექმნიან, სადაც რვა სამხედრო პოსტი განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე. „რუს სამხედროებს ასევე სურთ, რომ შეიქმნას ზონა, სადაც ქართულ თვითმფრინავებს შესვლა აეკრძალებათ“, - განაცხადა რუსეთის გენშტაბის უფროსმა ანატოლი ჰოგოვიცინმა. ამგვარი ქმედებები დამატებით ზიანს მიაყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. 

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება იტყობინება, რომ რუსეთის მთავრობა, როგორც ჩანს, მუდმივი საკონტროლო გამშვები პუნქტის შექმნას აპირებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის ფოთის პორტის სიახლოვეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რუსულ გეგმებს ”ბუფერული ზონის” შექმნასთან დაკავშირებით ”აბსოლუტურად უკანონო და არალეგიტიმური უწოდა”, რომელიც დაარღვევს საფრანგეთის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ გეგმას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ. 

- ”ისინი სამხედრო გზებით ცდილობენ პოლიტიკური მიზნების მიღწევას - ქვეყნის პარალიზებას და გაგუდვას”, - აღნიშნა მან. 

- ”ეს არა სამშვიდობო ნაბიჯი, არამედ მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განადგურებაა”.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამ შესაძლოა რუსეთის იზოლაცია კიდევ უფრო გააღრმავოს, რამდენადაც მის მაგალითს მხოლოდ ცალკეული ქვეყნები თუ მიჰყვებიან. მაგრამ ეს საშუალებას მისცემს რუსეთს ამ რეგიონებში შექმნას მუდმივი სამხედრო ბაზები და იმდენი სამხედრო მოსამსახურე განალაგოს, რამდენსაც მოისურვებს. 

კონსტანტინე ზატულინის თქმით, მოსკოვმა მუდმივად უნდა იყოლიოს არაუმცირეს 3’000 სამხედრო მოსამსახურისა თითოეულ სეპარატისტულ რესპუბლიკაში. მისი შეფასებით, ახლა საქართველოში 15’000-მდე სამხედროა. 

„წარსულში რუსეთი ვერ წყვეტდა რესპუბლიკების აღიარებას, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ არ სურდა ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს”, - აღნიშნა მან.

- ”მაგრამ ამ თვეში საქართველოს ქმედებებმა რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. პარლამენტი, რა თქმა უნდა, მიესალმება ამგვარ გადაწყვეტილებას”. 

მისი თქმით, ბელორუსმა და რუსეთის რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ ცენტრალური აზიიდან შეიძლება მხარი დაუჭიროს რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. 

აფხაზეთის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით რუსეთს, აღიაროს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 

- ”მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთში სისხლი დაიღვარა, ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებთ”,- განაცხადა სერგეი შამბამ. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთს სურს, რუსმა სამხედროებმა დაიკავონ ორი სამხედრო ბაზა, რომელიც 90-ან წლებში დატოვეს საბჭოთა ჯარებმა.

თებერვალში, როცა აშშ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხს განიხილავდა, მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსები არ მოითხოვენ დასავლეთისგან იმავეს გაკეთებას საქართველოს თვითაღიარებული რესპუბლიკების მიმართ. ”თუ ვინმე ცუდ, უკანონო გადაწყვეტილებას იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ”,- აღნიშნა მან. 

თუ რუსეთი სეპარატისტული რეგიონების აღიარებით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, ევროკავშირი რასაკვირველია, გამოხატავს უკმაყოფილებას, აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა მარტინ სელმაიერმა. ”ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო იერიშის მიტანა, მაგრამ გვაქვს სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შეიძლება გადაიხედოს. ჩვენ ეკონომიკური ძალა ვართ,” - აღნიშნა მან. 

ევროკავშირის მძლავრ ბერკეტად შეიძლება იქცეს საგანგებო სამიტი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტმა სარკოზიმ სექტემბრის დასაწყისში მოიწვიოს რუსეთისთვის სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მათ შორის იგულისხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწერვიანებაზე უარის თქმა.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, პროვინციების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რუსეთი მარტო იქნება. 

”საერთაშორისო კანონები გვაუწყებენ, რომ არასაკმარისია ერთი სახელმწიფოს უბრალოდ აღიარება მეორისგან, უნდა იყოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება”.

GeoNews | Переходов: 1019 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

sაქართველოს ოკუპაცისა და ინტერვენციის მთავარი არქიტექტორი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერი, ვლადიმერ პუტინი თავისი ქმედებებით საფუძველს რუსულ ფაშიზმს უყრის, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ თავის ცხოვრებას და კარიერას ადოლფ ჰიტლერის მსგავსად დაასრულებს. 


და მაინც, ვინ არის პუტინი?
ვლადიმერ პუტინის ბევრი ნაცნობი ფიქრობს, რომ მისი ხასიათის მთავარი თვისება ძალაუფლებისკენ კი არა, სიმდიდრისაკენ სწრაფვა. მორალური ბარიერების უქონლობა და პირადი სარგებელის დაუოკებელი წყურვილი მან კარიერის დასაწყისშივე გამოავლინა.

90-წლების დასაწყისში ლენინგრადის საბჭოს დეპუტატებმა, მარინა სალიემ და იური გლადკოვმა სპეციალური გამოძიება ჩაატარეს, რომელიც ეხებოდა ფერადი მეტალებისა და ნედლეულულის საზღვარგარეთ გატანის ლიცენზიას. მათ პუტინი კორუფციაში დაადანაშაულეს. რუსეთის მომავალი სისხლიანი ლიდერის კორუფციული სქემა ასეთი იყო - გატანილი ნედლეულის ნაცვლად პეტერბურგში უნდა შემოეტანათ საკვები პროდუქტი, მაგრამ პროდუქტი ქალაქს არ მიუღია და ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით, უწამლობით და გაჭირვებით დაიღუპა.

დეპუტატებმა სობჩაკს რეკომენდაცია მისცეს, პუტინი სამსახურიდან გაეშვა. მაშინ პუტინი პეტერბურგის მერის - სობჩაკის მოადგილედ მუშაობდა და სობჩაკი მას თავის მოწაფეს ეძახდა.

ამ დროს რუსეთში დაიწყო ”დიდი პრივატიზაცია”, რომელშიც პუტინი აქტიურ მონაწილეობას იღებდა:

ბალტიის ზღვის ფლოტზე კონტროლმა პუტინს საშუალება მისცა, რუსეთის გემები კაპიკებად გაეყიდა. ყველა საჭირო ოპერაციას კი კრიმინალური ავტორიტეტი ტრაბერი ახორციელებდა.

პუტინი მაგარი სასმელების ქარხანას - ”სამტრესტი” მისწვადა და ოპერაცია კრიმინალური ავტორიტეტს, მიშა მირინაშვილს, იგივე ”მიშა ქუტაისკის” ჩაატარებინა. 

1998 წელს სასტუმრო ”ასტორიის” აქციების 40% ტენდარზე გამოიტანეს, პუტინს სურდა, აქციების თავისი წილი გაეზარდა, მაგრამ ტენდერი სპირტიანი სასმელების ქარხნის ”ა.ფ.ვ.-2”-ის დირექტორთან, საბადაჟთან წააგო, თუმცა საბადაჟა პუტინმა დააშინა და მოხდა შეთანხმება: საბადაჟმა პუტინს გადაუხადა ”გირაო” - 800 ათასი დოლარი. მაშინ ეს ძალიან დიდი თანხა იყო.

პუტინი, ასევე, მონაწილეობდა პეტერბურგის 11 ტელეარხის და ”რუსსკოე ვიდეოს” პრივატიზაციაში, სადაც დარღვეული იყო პრივატიზაციის კანონი. ”რუსკოე ვიდეოსთან” დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც არალეგალურად იღებდნენ პორნოფილმებს. საქმეს იძიებდა ვანუშინი, გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპგამომძიებელი. დაიჭირეს არხის გენდირექტორი როჟდესტვენსკი, რომელიც აფინანსებდა პუტინის ცოლის საზღვარგარეთულ მოგზაურობებს. 

ვიცე-მერობის დროს, პუტინი კაზინოების ლიცენზიების გაცემაზე იყო პასუხისმგებელი. თითო ლიცენზიაში 100 დან 300 ათას დოლარამდე იღებდა. ამავე დროს, პეტერბურგში არსებული ყველა ელიტური კლუბის დამფუძნებელი გახლდათ.

1996 წელს, სობჩაკის წინასაარჩვნო კამპანიისთვის, ბანკი ”ცარსკოსელსკოე”-დან შვეიცარიის ბანკში გადაირიცხა 30 მილიონი დოლარი. გადარიცხვას აკონტროლებდნენ პუტინი, ჩერკასოვი, გრიგორიევი (მასალები ინახება ბორის დესიატნიკოვთან)

პუტინმა ორგანიზება გაუკეთა ბავშვების გაყიდვის სისტემას საზღვარგარეთ, სანკ-პეტერბურგის ცენტრალური რაიონის ბავშვთა სახლის მეშვეობით (მასალები ინახება გამომძიებელ ლისეიკოსთან და გენპროკურორის მოადგილე კატიშევთან).

ვიცე-მერის რანგში პუტინმა ორგანიზება გაუკეთა საზღვარგარეთ წყალქვეშა ნავების გაყიდვას ლენინგარდის ადმირალიტეიტის გაერთიანების საშუალებით. მალე, ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოკლეს, სავარაუდოდ, თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.

ბაკტიის საფინანსო ჯგუფის ხელმძღვანელი კაპიში პუტინს და ჩერკასოვს მუდმივად უხდიდა ფულს. 1994-95 წლებში კაპიშს კონფლიქტი მოუვიდა საზღვაო პორტის ტერმინალის ერთ-ერთ დამფუძნებელთან და მისი მკვლელობა შეუკვეთა. პუტინმა 50 000 დოლარის საფასურად შეარიგა კონფლიქტური მხარეები და კაპიშის მოწინააღმდეგე ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. 1996 წელს კაპიშმა საპრეზიდენტო კამპანიისთვის 6 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ფული საოლქო ბანკიდან გაედინა და ამ ბანკმა მალევე შეწყვიტა არსებობა.

1998 წელს პუტინმა, დეპუტატებთან - ნიკეშინთან და გოლდმანთან ერთად, შექმნა კორპორაცია ”XX ტრესტი”, საიდანაც მშენებლობაში აღებული საბიუჯეტო ფული, ასევე, ბიზნეს-ცენტრ ”პეტრ ველიკის” მშენებლობის საბიუჯეტო თანხები გადაგზავნეს ესპანეთში, ტორვიეჰოში სასტუმრო იქნა ნაყიდი. მოპარული ფულის ნაწილი მოხმარდა პუტინის ვილის ყიდვას ესპანეთის ქალაქ ბენიდორში. 

2000 წლის 13 მაისს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუზაში ლიხტენშტეინის ეკონომიკის მინისტრის ძმა, ადვოკატი რუდოლფ რიტერი დაიჭირეს. ჯერ კიდევ აპრილში პრესაში გამოქვეყნდა გერმანიის სპეცსამსახურის ანგარიში, სადაც რიტერი, ძმები ოჩოას კოლუმბიელი ნარკოკარტელისა და რუსეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების აგენტ-შუამავლადაა მოხსენებული. 

რიტერის კომპანიას - SPAG, რომელიც კოლუმბიური ნარკომაფიის ფულით პეტერბურგში უძრავ ქონებას ყიდულობდა, ”სახურავად” ვლადიმერ პუტინი ჰყავდა. იგი ამ დროს პეტერბურგის მერიის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი და ოფიციალურად, 2000 წლის 23 მაისამდე ფირმის კონსულტანტად მუშაობდა. სწორედ ეს ფირმა იქცა ფულის გათეთრების ცენტრად მთელ ევროპაში. 

კრიმინალური ელემენტები რუმინულ ბანკში - IRB ათეთრებდნენ ფულს და ამ ფულით რუსეთში უძრავი ქონებას ყიდულობდნენ. 

1997 წლის 12 დეკემბერს, ”ჯიპი”, რომელშიც პუტინი იჯდა, მინსკის შოსეზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მანქანამ 5 წლის ბავშვი გაიტანა - დენის ლეგშინი ადგილზევე გარდაიცვალა. პუტინის მძღოლი, ბორის ზიკოვი არ დაუჭერიათ, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, 1999 წელს კი ამნისტია შეეხო. 

ასევე, პუტინი ცუდად უძღვებოდა თავის საქმეს ფსბ-ს ხელმძღვანელად ყოფნის დროს. მოხდა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც, რომელიც დღემდე არ გახსნილა: 

1. 1998 წლის 20 აგვისტოს მოკლეს ჟურნალ ”იურიდული პეტერბურგი დღეს” მთავარი რედაქტორი ანატოლი ლევინ-უტკინი.
2. 1998 წლის 21 აგვისტოს მოკლეს დაღესტანის მუფტი საიდ-მუხამედ აბუბაკაროვი და მისი ძმა მახაჩკალის მთავარ მეჩეთში.
3. 1998 წლის 10 ოქტომბერს, რადიომართვად ნაღმზე აფეთქდა ”პეტერბურგსკაია ტოპლივნაია კომპანიას” პრეზიდენტი, სანკ-პეტერბურგის გუბერნატორობის კანდიდატის, გენადი სელეზნიოვის ნდობით აღჭურვილი პირი, დიმიტრი ფილიპოვი, რომელიც მძიმე ჭრილობების გამო, 1998 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა.
4. 1998 წლის 16 ოქტომბერს ბანდიტური თავდასხმის დროს, დაჭრეს გენადი სელეზნიოვის სპონსორი და მრჩეველი მიხეილ ოშეროვი.
5. 1998 წლის 28 ნოემბერს სანკ-პეტერბურგში მოკლეს დეპუტატი გალინა სტაროვოიტოვა.
6. 1998 წლის 28 ნოემბერს თავს დაესხნენ მოსკოვის ცენტრალური ოლქის პრეფექტის მოადგილეს, პეტრე ბირიუკოვს.
7. ჩეჩნეთში სამი ბრიტანელი და ერთი ახალზელანდიელი მხეცურად მოკლეს. ისინი გაიტაცეს 1998 წლის 3 ოქტომბერს და მათი თავმოჭრილი გამები 10 დეკემბერს აღმოაჩინეს.
8. 1999 წლის 17 იანვარს მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოსთან ავტომანქანა აფეთქდა.
9. 1999 წლის 4 მარტს, მოსკოვში მოკლეს ჟურნალ ”რუსეთის ადვოკატის” რედაქტორი, პოლიაკოვი.
10. გროზნოში, 1999 წლის 5 მარტს, მოიტაცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გენადი შიპუნი.
11. 1999 წლის 19 მარტს ვლადიკავკასის ბაზარში მოხდა აფეთქება, რომელსაც 60 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაიჭრა.
12. 1999 წლის 28 მარტს, მოსკოვში, ამერიკის საელჩოს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
13. 1999 წლის 31 მარტს მახაჩკალაში მოკლეს დაღესტნის პროკურორის მოადგილე, კურბან ბულატოვი.
14. 1999 წლის 4 აპრილს, ლუბიანკაზე ფსბ- მისაღებში აფეთქება მოხდა.
15. 1999 წლის 10 მაისს ებრაელთა თეატრი ”შალომი” დანაღმეს.
16. 1999 წლის 21 ივლისს ტუვის ქალაქ კიზილის მერი, ჰენრიხ ელი მოკლეს.

ეს და სხვა გაუხსნელი დანაშაულებები აჩვენებს ან პუტინის არაპროფესიონალიზმს ან უფრო უარესს, - წერს ბორის ბერეზოვსკი პუტინზე დაწერილ დოსიეში. 

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. რუსეთის პრემიერი აკონტროლებს ”სურგუტნეფტოგაზის” 37%, ”გაზპრომის” - 4,5% და GUNVOR-ის - 50%.

GeoNews | Переходов: 819 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

GeoNews | Переходов: 808 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

      

რუსმა ჯარისკაცებმა საჩხერიდან თბილისში მომავალი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დააკავეს. 


ამის შესახებ ”პირველს” შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციის პრესსამსახურიში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩი დაახლოებით ერთი საათია, გორის ერთ-ერთ საგუშაგოსთანაა დაკავებული. 

შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება მის გათავისუფლებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

GeoNews | Переходов: 1239 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

                             

აშშ საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით დახმარების საკითხს განიხილავს, ამის შესახებ ამერიკელმა სენატორებმა - ჯოზეფ ლიბერმანმა, ლინსი გრემმა და კონგრესმენმა კრისტოფერ სმიტმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 


- ”რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ ქართველი ერის გვერდით ვართ. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაუშვებელია, რომ ასეთი რამ 21-ე საუკუნეში ხდებოდეს. ახალი საზღვრების დადგენა, რასაც რუსეთი ცდილობს, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიას ეწინააღმდეგება”, - განაცხადა ლიბერმანმა და დასძინა, რომ ამერიკამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება გადაწყვიტა. 

ლიბერმანის თქმითვე, ”განიხილება საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით დახმარების საკითხი.” 

კონგრესმენმა კრისტოფერ სმიტმაც აღუთქვა ქართველ ერს თანადგომა. 

ხოლო რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: 

- ”ჩვენ დავინახეთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების სადარაჯოზე დადგნენ. ვნახეთ, ისტორიის ერთ-ერთი ახალი თავი, რომელიც 2003 წელს ”ვარდების რევოლუციის” დროს ქართველმა ხალხმა დაწერა. საქართველომ ავღანეთში გააგზავნა თავის ჯარისკაცები, რათა სხვებს თავისუფლების შენარჩუნებაში დახმარებოდა, ახლა მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება საქართველოს თავისუფლებისთვის, მაგრამ დაახლოებით 2 კვირის წინ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას დაემუქრნენ - რუსული ჯარის არაპროპორციული განლაგებით ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 

საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი მთელმა მსოფლიომ დაგმო. კონდოლიზა რაისმა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და რუსი სამხედროები 6 აგვისტოს სტატუს-კვოს დაუბრუნდნენ. 

ალიანსი სერიოზულად არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით. ალიანსმა განაცხადა, რომ რუსეთთან ვეღარ ექნება ადრინდელი ურთიერთობები. ნატო საქართველოს მიზნების მიღწევაში და ახალი ნატო-საქართველოს კომისიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. აშშ და ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს!”

GeoNews | Переходов: 1163 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

                                    

    საომარი მდგომარების მიუხედავად, საქართველოს სასიცოცხლო მაგისტრალებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუშაობას არ წყვეტს საკმაოდ დაზიანებული ფოთის პორტი, რკინიგზის დაზიანებული ხიდს კი სამი სახელმწიფო ერთობლივი ძალებით აღადგენს. აღსანიშნავია, რომ ორი მტრულად განწყობილი ქვეყანა - აზერბაიჯანი და სომხეთი - ჩანგრეულმა ქართულმა ხიდმა ერთმანეთს დააკავიშირა. 


რუსული სამხედრო ტექნიკა ფოთში კვლავ გამოჩნდა. ორი ჯავშანტრანსპორტიორი და “ურალის” მარკის სამი სატვირთო ავტომანქანა განლაგდა მე-7 კილომეტრზე მდებარე წყალგამყოფ ხიდთან. 

ტერიტორიაზე მისვლის უფლებას ჟურნალისტებს არ აძლევენ. 

რუს ოკუპანტებს საგუშაგოს მოწყობა სურთ, რადგან ადგილი, რომელიც მათ დაიკავეს, სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებს შორის მდებარეობს. 

არსებული ინფორმაციით, ისინი ფოთიდან ჰუმანიტარული ტვირთების გასვლის გაკონტროლებას ცდილობენ. ტვირთი კი მათგან არაერთგზის გაძარცვული პორტიდან შემოდის, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობას. 

- “ფოთის პორტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ნორმალურად ფუნქციონირებს”, - განაცხდა ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ახალაძემ. 

მისი თქმით, ჯერჯერობით ზარალის დათვლა ნაადრევია, რადგან პორტი ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს, რათა ნავსადგურის ფუნქციობა არ შეჩერდეს. 

როგორც ირკვევა პირდაპირი ეკონომიკური ზარალი უშუალოდ კომერციულ პორტში დიდი არ არის, სამხედრო პორტი კი სერიოზულადაა დაზიანებული. როგორც ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, მთავარი საკითხი ახლა რკინიგზის აღდგენაა, რათა შემოსული ტვირთები შეფეხების გარეშე გადაიზიდოს. 

- “ჯერჯერობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის სამხედრო გემები კვლავ ფოთის აკვატორიაში დგანან. ისინი ითხოვენ ნებართვებს პორტში შემოსული გემებიდან, თუმცა სერიოზული პრობლემა, რომ რომელიმე გემის შემოსვლისთვის ნებართვა არ მიეცათ, არ ყოფილა”, - აღნიშნა ახალაძემ. 

კასპთან რკინიგზის დაზიანებული ხიდის აღდგენაზე კი სამუშაოები აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა როდის გაიხსნება სარკინიგზო მაგისტრალი, მან ვერ დააკონკრეტა. 

- “უნდა აღინიშნოს, რომ ნანგრევებისგან სამუშაო ადგილის გათავისუფლებამ გამოიწვია დაზიანებები ხიდის ბურჯებში. საპროექტო სამუშაოებს ვაწარმოებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სამუშაოების დასრულების ვადა ამან არ უნდა გააჭიანუროს”, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ხიდის აღდგენაში ქართულ მხარეს შესაბამისი მასალითა და ცოცხალი ძალით აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზა ეხმარება. ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ერთმანეთთან ქართულმა რკინიგზამ დააკავშირა. 

- “რაც შეეხება ზარალს, ფინანსური ზარალი ორი ნაწილისგან შედგება - ეს არის პირდაპირი ხარჯები, რომელიც აღდგენაზე იქნება გაწეული და ყოველდღიურად ტვირთების გაუტარებლობის შედეგად მიუღებული შემოსავალი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, დაახლოებით, 20 მლნ ლარი”, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ჯერჯერობით რისი აღდგენაც მოხერხდება, ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენია. თუმცა, სტრატეგიული მილსადენი დაზიანებული არც ყოფილა, უბრალოდ, შეჩერებული იყო ნავთობის გადაქაჩვა. როგორც ჩანს, უკვე ეს პრობლემაც აღმოფხვრილია და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება აღდგა. 

კომპანია “ბოტას ინტერნეიშენელ ლიმიტედის” წარმომადგენლის ჰუსეინ საგირის ინფორმაციით, ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ მხოლოდ ტესტურ რეჟიმში მიმიდინარეობს და თუ უახლოეს დღეებში პრობლემები არ შეიქმნა, მილსადენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

ნავთობსადენმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსი ოკუპანტები მილსადენს ლიკვიდაციით დაემუქრნენ.


GeoNews | Переходов: 1210 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

                        

რუსები ტყეების გადაწვას ახალი ენერგიით შეუდგენენ. როგორც კი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარი ჩაქრა, ოკუპანტებმა სხვა ადგილებზე მიიტანეს იერიში. საქართველოს უნიკალური მწვანე საფარი განადგურების პირასაა. მარტო ბორჯომის ტყეების “აღდგენას” 50 წელი დასჭირდება. 


20 აგვისტოს საღომოს ატენის ხეობაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ატენის ხეობა გორის რაიონში მდებარეობს, რუსებს ცეცხლგამჩენი ჭურვების ჩამოყრა სულაც არ დასჭირვებიათ. მათ ხანძრის გაჩენა ხელდახელ მოახერხეს. 

სანაცვლოდ, ტყეების დაბომბვის მეთოდი რუსმა ოკუპანტებმა კიკეთში გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიკეთის უნიკალურ ტყეებში ხანძარი უკვე გაჩაღებულია, მისი ჩაქრობა კი ჯერ ვერ ხერხდება. 

ცეცხლის გაჩენის საშიშროება გაჩნდა თბილისშიც. ზოოპარკის მახლობლად, ვარაზისხევში ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა გავიდა. ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე ბალახს ეკიდა.ხანძრის მიზეზები უცნობია, თუმცა დივერსიული აქტი ამ შემთხვევაშიც გამორიცხული არ არის. 

ტყის მასივს ცეცხლი უკიდია სოფელ ხიხანი-შაუმიანის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მარნეულის რაიონში, ცეცხლი უკვე რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა მოდებული. მარნეულის რაიონის გამგებლის ზაზა დეკანოიძის თქმით, ცეცხლის ლოკალიზებას ამ დროისთვის ადგილობრივი ძალებით ახდენენ. საქმეში ჩაერთო მარნეულისა და ბოლნისის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები, ასევე - ადგილობრივი მოსახლეობა. 

ხანძარი მოდებულია ტყის მასივზე, რომელიც დასახლებული პუნქტიდან სულ 600 მეტრით არის მოშორებული. თუმცა, როგორც რაიონის გამგებელი ზაზა დეკანოიძე აცხადებს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში რამდენიმედღიანი შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა მიუვალ ადგილებზე კვლავ რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა. ხანძრის ჩაქრობა იქ მექანიკური საშუალებებით ხდება. 

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, კვლავ ელოდებიან სპეციალურ ვერტმფრენებს თურქეთიდან. მისივე ვარაუდით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, ხვალისთვის მოხერხდება. 

მინისტრის განცხადებით, ხანძარი ნაკრძალის მიკროკლიმატზე უარყოფითად აისახება. არსებული ინფორმაციით, უკვე დამწვარია 300 ჰექტრამდე ტერიტორია. 

- “რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილი ჭურვების უმეტოსობა რამდენიმე საათის დაგვიანებით მოდის მოქმედებაში, რაც ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესს აფერხებს”, - განმარტა მინისტრმა. 

ღვალაძის ვარაუდით, ტყე-პარკისთვის მიყენებული ზარალი იმდენად დიდია, რომ მის აღდგენას სავარაუდოდ, 50 წელი დასჭირდება. ჯერჯერობით ზარალი თანხობრივად დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე

GeoNews | Переходов: 887 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

-               

“ქართველები დღეს არა მარტო თქვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისა და მეზობელი ქვეყნების თავისუფლებისათვის,” - საპარლამეტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცახადა ამერიკელმა კონგრესმენმა ლიბერმანმა, რომელიც ქართულ-რუსული პრობლემის გამო თავის კოლეგა გრემთან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 


შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. მან თავის საპარლამენტო უმრავლესობას ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლისათვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ პრეზიდენტთან განიხილეს ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის მიმდინარეობა, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება და დეტალურად ისაუბრეს იმ ჰუმანიტარულ დახმარებებთან დაკავშირებით, რომელიც “მეგობარი ქვეყნები გვიგზავნიან.” 

შეხვედრაზე ასევე, საუბარი იყო რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აუცილებლობაზეც, თუმცა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტარებს პრეზიდენტისაგან ახალი ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრაზე მოხდა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისის აღების გეგმა რუსეთს რეალურად ჰქონდა შემუშავებული, მაგრამ ჩაეშალათ. მისივე თქმით, ამ გეგმის შესახებ მან გაიგო საფრანგეთის პრეზიდენტ ნოკოლა სარკოზისაგან. 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში იგი რუსეთის მხრიდან მუდმივად იღებდა მუქარას და მისგან მოითხოვდნენ საქართველოდან წასულიყო. 

- “ბოლომდე ვიბრძოლებთ, ქართველმა ხალხმა ამ დღეებში დიდი სიმტკიიცე გამოიჩინა და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. რუსეთი ვეღარ შეძლებს საქართველოდან პრეზიდენტების გაძევებას”, - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი და ქართულ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ბევრად მეტს ააშენებს და ქვეყანა უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე ოკუპაციამდე იყო. 

მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის მომავალი სწორედ საქართველოში წყდება. 

პრეზიდენტთან გამართული შხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტარებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესების შესახებ ხელისუფლებას ქართული საზოგადოება სრულად ჰყავს ინფორმირებული იმით, რა ინფორმაციასაც თავად ხელისუფლება ამჟამად ფლობს. 

- “პრესას არაფერს ვუმალავთ. რაც თქვენ იცით, ის ვიცით ჩვენც და ველოდებით როდის გაიყვანს რუსეთი თავის ჯარებს ქვეყნის ტერიტორიიდან”, - ამბობს დარჩიაშვილი. მისივე თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის ერთიანობა, რაც ქართული საზოგადოების ყველა სფეროში არსებობს. 

რაც შეეხება თბილისის აღების გეგმას, შოთა მალაშხიას თქმით, მსგავსი გეგმა რომ რეალურად არსებობდა, ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კუშნერისაგანაც შეიტყო, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ “მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე საქართველოს მთავრობას”. 

- “ჩვენი ქყეყნისთვის მოყენებული ზარალი რუსეთს ძვირი დაუჯდება. მოსკოვი არ ელოდა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება ამ სიტუაციაში საქართველოს დაუჭერდა მხარს,” - ამბობს მალაშხია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არსებული სამხედრო მდგომარეობის გამო, შესაძლებელია პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობაში მუშაობა 22 აგვისტოს შემდეგ, კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელოს. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, პარლამენტისათვის მუშაობის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მოსმენილი არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი ჯარები ჯერ კიდევ არ ტოვებენ ქავეყნის ტერიტორიას. 

“მატყუარა მედვედევს თუ დავუჯერებთ, რუსულმა ჯარებმა საქართველოდან გასვლა უკვე დაიწყეს. მათ ჰქონდათ თბილისში შემოსვლის გეგმა და არ გამოუვიდათ, ახლა აღარ აქვთ გასვლის გეგმა და არ იციან რა ქნან,” - აცხადებს მალაშხია. 

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დღეს უკვე აღარ სვამს კითხვას, თუ ვინ დაიწყო ეს ომი, რადგან ყველასათვის ნათელია - ომი დაიწყო რუსეთმა და “რაც უფრო გაუგრძელდება რუსეთს აქ ყოფნა, მით უარესია მათთვის, უკვე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2014 წლის ოლიმპიადის სოჭში გამართვის საკითხი.” 

პარლამენტარი პავლე კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არ იციან, როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან. 

- “ვიცით, რომ ნელი ტემპებით უკვე დაწყებულია რუსეთის ჯარის გარკვეული ნაწილების გასვლა, თუმცა უფრო აქტიურად ეს პროცესი ხვალიდან დაწყება”, - აცხადებს კუბლაშვილი და ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა გუშინ ნატოში გამართულ სხდომაზე გაავრცელა.


GeoNews | Переходов: 1113 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

                   

მოსკოვის, რუსი ქალების ამბებისა და იქაური თავგადასავლების მოსმენისგან უფროსი ასაკის ბიძაკაცებისგან, ალბათ, ბევრს გამოგჭედებიათ ყურები. ახალგაზრდების უმრავლესობას უფროსი ასაკის ხალხის მიერ მოყოლილი “საგმირო საქმეები” ხშირად მოგონილი ჰგონიათ და ეს ბუნებრივიცაა. 21-ე საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარადაა, შეცვლილია დამოკიდებულებები, შეხედულებები და თვითონ მოსკოვიც სულ სხვა ქალაქია. ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის ომია. საქართველოს “დიდი ძმის” წინააღმდეგ ამდენი არასოდეს გაუბედავს. იმის გასარკვევად, დღეს რა ხდება ერთ დროს ქართველებისთვის საყვარელ ქალაქში, შევეცადეთ ტელეფონის, პირადი კონტაქტებისა და ინტერნეტის საშუალებით გამოგვერკვია. ჩვენი გაზეთის მკითხველებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება 21-ე საუკუნის მოსკოვური შთაბეჭდილებები და ქართველის თვალით დანახული მოსკოვური “სტუმარ-მასპინძლობა”. მას შემდეგ, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა, კავკასიელებს და მეტადრე ქართველებს რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ. ამ ქვეყანაში ქართველის ცხოვრება დღითიდღე აუტანელი და სახიფათო ხდება, ამ და სხვა ბევრ საკითხზე ჩვენი თანამემამულეები მეტ-ნაკლებად გულახდილად საუბრობენ. 


ლაშა კიკალიშვილი. 25 წლის: “მოსკოვში იმედებით აღსავსე გავემგზავრე: ევროპის უდიდესი ქალაქი, კარგი სამუშაო პირობები, კეთილმოწყობილი ყოფა, ლამაზი გოგონები... პირველად ყველაფერი კარგად აეწყო, სამსახურიც ვიშოვე კვების დარგში.

ერთი კვირა თბილისის ჩვევებს ვებრძოდი. მახსოვს, დილიდან წამომხტარი, ყველანაირ ჭურჭელს წყლით ავავსებდი, ღამით გაზს ვკეტავდი. ვინმეს რომ ვენახე, გიჟი ვეგონებოდი, მაგრამ ცხელ წყალსა და კომფორტს მალე ეჩვევი, ხოლო შეურაცხყოფასა და დამცირებას _ ვერასოდეს...

მოსკოვში კავკასიელების მიმართ დამოკიდებულება ძალზე უარყოფითია - მილიცია გაჩერებს ქუჩაში, მეტროში... პასპორტში იყურება - მხოლოდ გვარი აინტერესებს. - ქართველი ხარ? ლაპარაკის გარეშე - განყოფილებაში, ტყავს გაგაძრობენ, თუ რეგისტრაცია არ გაქვს. ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც მიდის საქმე.

ერთი მაგალითი: მეტროდან გამოსვლისას ქართველი მამაკაცი, რომელიც ოდნავ ნასვამი იყო, მილიციამ დააკავა. თუმცა, იქვე, რამდენიმე ადგილობრივი ლოთი და ბომჟი მიდი-მოდიოდა. წაიყვანეს გამოსაფხიზლებელში, ცივი შხაპი შეასხეს, წაართვეს ფული, მობილური და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს”.

ნუგზარი, 29 წლის: “ერთხელ მეტროში შემოიჭრა რუსი ფაშისტების საკმაოდ დიდი ჯგუფი. ყვირილით: “როსსია ტოლკო დლია რუსსკიხ! “ვონ იზ როსსიი”, - მიადგნენ ერთ შავგვრემან კაცს (ეტყობოდა, კავკასიელი იყო) და ცემით კინაღამ სიკვდილის პირას მიიყვანეს. არც ერთ მგზავრს რეაგირება არ მოუხდენია. მხოლოდ ერთმა თავი გამოიჩინა და რადიომოწყობილობით მემანქანეს დაუკავშირდა. სადგურში მილიციის ნარიადი დახვდათ. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არც იმის თქმა მინდა, რომ ყველა ასეთია” 

მალხაზ გოგოლაძე, მოსკოვში მცხოვრები თბილისელი სტუდენტი: “ახალგაზრდა რუსებს ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ. მაგრამ აქვთ ერთი, დამღუპველი თვისება - ალკოჰოლიზმი. ზოგი 10-12 წლის ასაკიდან და ზევით, განურჩევლად სქესისა, უკვე ალკოჰოლიზმით მოწამლულია. შობადობის მაჩვენებლებიც კატასტროფულად ვარდება. 

მოსკოვში უამრავი მოხუცია, გაცილებით მეტი, ვიდრე - ახალგაზრდები. ადრე, რუსეთში, ჩვენს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება იყო. მარტო ომის საკითხმა არ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა. ერთ შემთხვევას გიამბობთ:

ქალაქის ცენტრში, სადაც დღისით ხალხმრავლობაა, მომიახლოვდა 7-8 წლის მათხოვარი ბიჭი და ხელი გამომიშვირა. რომ შევხედე, მაშინვე თბილისელი ბოშა მაწანწალები წარმომიდგნენ თვალწინ. სადაური ხარ? - ვკითხე და იცით, რა მიპასუხა? - ია გრუზინ! აქედან გამომდინარე, ქართველების გარეგნობაზე საკმაოდ მცდარი წარმოდგენა აქვთ. თუ ქართველი ხარ, ტარაკანივით შავი უნდა იყო, დიდი ცხვირით, გაუპარსავი, ჯაგარივით უხეში თმით და ა.შ.

საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა. მოსკოვის მთავრობამ გასცა პირდაპირი განკარგულება: “ოსობოე ვნიმანიე ნა ლიც კავკაზსკოი ნაციონალნოსტი!” თვით მოსახლეობაც ძალიან დამფრთხალია. მე და ჩემი მეგობარი სალაროს რიგში ვიდექით, ქართულად ვლაპარაკობდით და რაღაცაზე ორჯერ ვახსენეთ ომი. უცებ შევიტყვეთ, რომ ჩვენს გარშემო აღარავინ დგას და ხალხმა მეორე ჯიხურისკენ გადაინაცვლა... 

გავიცინებდი, სატირალი რომ არ ყოფილიყო. ისე, რომ იცოდეთ, არც ისე ბევრი ქართველია რუსეთში. მეტწილად, აფხაზეთიდან დევნილები მოღვაწეობენ და საკმაოდ კარგადაც”.

სოსო თარგამაძე, რუსეთში მცხოვრები, ბიზნესმენი: “შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ბევრი ქართველი რუსეთში სამუშაოს რომ ვერ შოულობს, ცდილობს, კრიმინალური გზით იშოვოს ფული. მართალია, ყველა ასე არ იქცევა, მაგრამ მიახლოებით 50%-მა ასეთი გზა აირჩია. მე შეიძლება ვცდები, მაგრამ იქ, სადაც ვცხოვრობ (მეც რუსეთში ვარ, ოღონდ, არა მოსკოვში, სხვა ქალაქში) ასეა... წარმოიდგინეთ, საქართველოში რუსები რომ ჩამოვიდნენ და ყაჩაღობა დაიწყონ, ქართველები მოითმენენ? მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველებს მაინც უმეტესობა პატივს სცემს....”

დათო თოდუა, უმუშევარი: “ჩემთვისაც არაა უცხო რუსი და მოსკოვური სიტუაცია, დიდხანს ვსწავლობდი და ვმუშაობდი იქ. იცით, რუსს ჩვენ გულზე რომ არ ვეხატებით, ხშირად ჩვენი ბრალია (თუ რატომ, ამაზე საუბარი არ ღირს), უბრალოდ, აქვთ ამის მიზეზი. თითოეული თქვენგანი დაფიქრდეს და თქვას, რა ასოციაცია ან გრძნობა ეუფლება “რუსის” ხსენებაზე? ოღონდ, პოლიტიკასა და ისტორიულ გამოცდილებას თავი დავანებოთ. რა გასაკვირია, თუკი რუსებიც იგივეს ფიქრობენ ჩვენზე და სულაც აღარ მოსწონთ, მათ ქალებს რომ ვაბამთ. ეს ადრე იყო, როცა ქართველ კაცებს რუსეთში დიდი გასავალი ჰქონდათ, ახლა კი, ჩვენზე არავინ გიჟდება”.

თათული 23 წლის, სტუდენტი: “წინა წელს მოსკოვში ერთი ბიჭი გავიცანი დისკოთეკაზე. თავისუფლად ვლაპარაკობ რუსულად და ვერ შემატყო, ქართველი რომ ვიყავი. ერთმანეთი მოგვეწონა და რაღაცაზე, “ქართველები ასეთები ვართ-თქო”, ვახსენე. ბიჭს სახე წაეშალა და საკმაოდ უხეშად მითხრა: “ა პოჩემუ ტი სკრივალა?” ამის შემდეგ ადგა, მეორე მაგიდასთან გადაჯდა ძმაკაცებთან და თან ჩემსკენ ახედებდა. თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი და წამოვედი. რას ვიზამთ, ასეთი სიტუაციაა..” 

პაპუნა გიორგაძე: “ჰო, ეს სიტუაცია თითქმის ჩვეულებრივია, მე ბევრი ქართველი მინახავს ჩამოსული რუსეთიდან და მაგათაც ასეთივე ისტორიები მოუყოლიათ, მაგრამ ისეთებიც მინახავს, რომლებიც აღფრთოვანებულები ჩამოსულან, ისე უყვართ ქართველებიო... მაგრამ ერთი ნათელია, როგორც ბატონმა სოსომ თქვა, ეს ჩვენი ხალხის ბრალიცაა! მაგრამ მაგათი გაგებაც შეიძლება.

რაც შეეხება მოსკოვს, იქ ბევრს არა მარტო კავკასიელები არ მოსწონს, არამედ ყველა, ვინც მოსკოვში არ ცხოვრობს! ჩემი ნაცნობი რუსი მიყვებოდა, ქართველები ჩვენთან ისეთ ადამიანებად ითვლებიან, რომლებიც სექსზე არიან დაფეთებულები და ამის გამო, საქართველოში დატოვებულ ოჯახებსაც კი ივიწყებენო. რა უნდა მეთქვა? განა ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა რუსი ნაშის გამო ქართველ კაცს თავის შვილებთან დაბრუნება არც კი გახსენებია?!”

GeoNews | Переходов: 1340 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                         

  რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ ახალი რეალობისა და ამოცანების წინაშე დააყენა საქართველოს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკა. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. ცხადია რუსეთთან საქართველოს ვერ ექნება ისეთი ურთიერთობა როგორც ეს ადრე იყო. რა კურსი უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობაში სამომავლოდ?

- ასეთ კითხვაზე უაპელაციო მზა პასუხი მხოლოდ დილეტანტს შეიძლება ჰქონდეს. ერთი რამის თქმა კი შემიძლია, რომ ისეთ დიდ, პრობლემატურ, გაუწონასწორებელ და ბუნებით აგრესიულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, როგორიცაა რუსეთი, რომელიც მემკვიდრეობითაა დაავადებული იმპერიული სენით, მის მიმართ მეცნიერულ დონეზე დამუშავებული რაიმე ასეთი კონცეფცია არ არსებობს, ვინაიდან არცერთი მკვლევარი ექსპერტი არ ყოფილა მიწვეული მის შესაქმნელად. 

რით უნდა დავიწყოთ?
- პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ თუ რა სტრატეგიული ამოცანა დაისახა პუტინის რუსეთმა, რომლის განხორციელებაც ახალი საუკუნიდან დაიწყო. უნდა გავიგოთ რისი მიღწევა შეძლო კრემლმა და რისი არა. ამის ცოდნა იმისთვისაა საჭირო, რომ ვიცოდეთ ის რაც დღეს ვერ შეძლო, ის სახვალიოდა აქვს გადადებული. 

საუკოპაციო ჯარების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულება ეს მხოლოდ ტაიმ-აუტია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი აპირებს მშვიდად უყუროს, თუ როგორ იშუშებს ჭრილობებს საქართველო და ძლიერდება - ეს შეცდომაა. 

რასაც ომით და ოკუპაციით ვერ მიაღწია, მოსკოვი უკვე სხვა მეთოდებით, დიდი სისხლისღვრის გარეშე შეეცდება იმის რეალიზებას. 

მაინც რა უნდოდა რუსეთს, რა იყო მისი მიზანი? საბჭოეთის სხვა ფორმით აღდგენა?
- ყველაფერი გაცილებით ფართო სტრატეგიის მხოლოდ ეპიზოდია, პუტინი ასე არ წვრილმანდება. მისი სტრატეგიული მიზნებია ევროკავშირის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გაზრდა. ნატოს ევროპული ნეიტრალიზაცია და აღმოსავლეთით მისი გაფართოების შეჩერება, საბჭოურ სივრცეზე მისი გავლენის გაძლოერება, მის მიერ არაკონტროლირებადი ენერგოკომუნიკაციების განვითარების ბლოკირება, კასპიიდან და ცენტრალური აზიიდან ნავთობის და გაზის ტრანზიტის გადართვა საკუთარ ტერიტორიაზე. 

საქმე ის გახლავთ, რომ ახლო მომავალში რუსეთი საკუთარი ნავთობითა და გაზით ვეღარ დააკმაყოფილებს დასავლელ სავაჭრო პარტნიორთა მოთხოვნილებებს, მას კი უკვე გაუტკბა ლიდერის სტატუსი. კრემლის სამსახურში მყოფი ექსპერტები 2’000 წლიდან მიუთითებდნენ თავის დამკვეთებს, იგივე ფოთზე, როგორც ახლო მომავლის გრანდიოზული პერსპექტივების მქონე, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პორტზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა რუსულ ენერგოექსპანსიას.. ამიტომ იქცა ფოთი რუსული ტანკების სამიზნედ.

GeoNews | Переходов: 926 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                  

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებების შესრულების კომიტეტის წარმომადგენელის მათიას ეორშის განცხადებით, რუსეთის ჯარის ქმედება ნამდვილი ოკუპაციაა. ეს განცხადება ეორშმა ჟურნალისტებთან იგოეთთან გააკეთა. ეორში რუსმა სამხედროებმა გორისკენ მიმავალ გზაზე, საგუშაგოსთან ნახევარი საათით შეაჩერეს. ისინი სატელეფონო საუბრებით არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა ეორშსს გორში შესვლის უფლება. 

"რუსული ჯარის ქმედება ნამდვილი ოკუპაციაა. ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაადგილდება ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე. მათ გასვლის არანაირი ნიშანი არ ეტყობათ",- განაცხადა ეორშმა და აღშფოთება გამოთქვა ისმი გამო, რომ რუსი ოკუპანტები ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
"მიუღებელია, როდესაც ქართველ ჟურნალისტებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ამას ევროპამ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. ვიმყოფები საქართველოს ტერიტორიაზე და ვხედავ, რომ რუსები გვაჩერებენ, არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. ახლა მთავარია, ამ ჯარმა საქართველოს ტერიტორია დატოვოს. 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს გვერდზე დგას",-განაცხადა ეორშმა.
მან, როდესაც რუსის ჯარს ჰყავდა საგუშაგოზე გაჩერებული, ფაქტების დოკუმენტირებისთვის ფოტოებიც გადაიღო.
მათეას ეორშისთან და კასტრიო ისლამისთან ერთად გორში საქარველოს პარლამენტის წევრები პეტრე ცისკარიშვილი, ლაშა ჟვანია და გიგი წერეთელიც გაემგზავრნენ.

GeoNews | Переходов: 1179 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მილიბენდის განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის საქციელი საერთაშორისო პრინციპების დარღვევა იყო. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოში სამი მიზეზით იმყოფება - საქართველოს მხარდაჭერა, ნატოს მინისტერლიაზე დაფიქსირებული პოზიციის მხარდაჭერა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვა. 

- ”მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო პრინციპების ჩანაცვლება ძალით არ შეიძლება. ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული”, - განაცხადა მილიბენდმა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ პრინციპეის დარღვევა ხდებოდა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნატოს მინისტერიალის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მინისტერიალი იყო ერთსულოვანი თავის პოზიციაში რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში დაგმო. მან რუსეთს მკაცრად მოუწოდა საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთს და ევროგაერთიანებას მადლობა გადაუხადა მკვეთრი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული კომისია უფრო გააღრმავებს ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებს. მისივე თქმით, ეს კომისია დააახლოებს საქართველოს ნატო-სთან. 

- ”იმედია, ეს კომისია ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში ხელს შუწყობს. ცოტა ხნის წინ სარკოზის ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ დისკუსია ჰქონდა მედვედევთან და განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მედვედევს ჯარის გაყვანის თაობაზე”,-აღნიშნა პრეზიდენტმა. 

სააკაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ ადგილს იკავებს, არამედ საქართველოს მთავრობის დაუძლურებას ცდილობს. მისი განცხადებით, რუსეთი საქართველოში დამოუკიდებლობის იდეის დანგრევას ცდილობს. 

- ”ისინი ვერ შეძლებენ გამარჯვების მოპოვებას. მოსახლეობა სოლიდარულია. ჟურნალისტები, ექიმები და მთლიანად მოსახლეობა სოლიდარულია. საქართველოში განხორციელდა ოკუპაცია. ხალხმა თავისი სულისკვეთებით აჩვენა, რომ პროვოკაციას არ წამოეგება. რუსები ცდილობენ საქართველოში სამოქალაქო უწესრიგობა იყოს. ჩვენ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გავაგრძელებთ. რუსეთს ვპირდებით, რომ საქართველო არ დანებდება. იმგვარ პირობებს შევქმნით, რომ მათ გასვლის გარდა აღარაფერი დარჩებათ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამას მშვიდობიანი და არა ძალადობრივი ფორმით განახორციელებენ. 

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორ ბაიდენთან მის საუბარსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბაიდენმა საქართველოსთვის დახმარების ერთ მილიარდიანი გეგმა წარადგინა. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველადი გეგმა და ამერიკა საქართველოს აღორძინებას და რეკონსტრუქციას მომავალში უფრო ძლიერად დაეხმარება.

GeoNews | Переходов: 1329 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

წესი 1:მოდერატორმა ასატვირთი ფაილი უნდა ამოაარქივოს და პაროლი დაადოს:www.geonews2.tk

წესი 2:მოდერატორმა დღეში დაახლოებით 10 სიახლე უნდა დადოს

წესი 3: მოდერატორმა ყოველთვის უნდა შეამოწმოს თავის მიერ დადებული სიახლის ვარგისიანობა

წესი 4:მოდერატორმა ასატვირთი ფაილის ბოლოში უნდა მიაწეროს სატის მისამართი, მაგალითად:dato(by geonews2.tk)

წესი 5: ყველაზე სავალდებულო არის რომ მოდერატორმა ფაილი არ მოიპაროს სხვა საიტებიდან


www.geonews2.tk is administracia winaswar gixdit madlobas

moderatorebis msurvelebma gadvikavshirdit sype:kickbox002 an masivela@posta.ge   

GeoNews | Переходов: 1258 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                

      საქართველოს გახლეჩას რუსეთი აფხაზეთის ომამდეც შეეცადა და ამ აგრესიის განხორციელებას დღევანდელი ომის პირობებშიც აგრძელებს. იქ სადაც ბომბები არ ცვივა, უნდათ რუსულმა ეშმაკობამ და ხერხიანობამ გასჭრას. 


ეს უკანასკნელი კი, მართალია, რომ ისეთივე წარმატებული არ არის როგორც ბომბებით და ძარცვა-გლეჟით განხორციელებული ტერორი, მაგრამ ეს რუსეთს სრულიადაც არ ანაღვლებს. 

რუსეთისათვის ახლა მთავარია ”უკეთ დაეხმაროს” ხალხს, ცალკეული კუთხეების უპირატესობასა და თავისი როლის გამოკვეთაში, ანუ როგორც ამბობენ, თვითგამორკვევაში. 

ამისათვის სპეციალური ტაქტი შეირჩა ”მეგრული სინდრომი”, რასაც რუსები კარგად იცნობენ და რისთვისაც არაერთგზის მიუმართავთ. დღესაც იგივე მეორდება ზუგდიდში და მის შემოგარენში. 

როდესაც ზუგდიდის მაცხოვრებლებს იქ არსებული სიტუაციის შესახებ ვესაუბრებით თითქმის ყველა პასუხი იდენტურია: ”გვეუბნებიან, რომ მეგრელები ვართ და ამიტომ არ გერჩით, დანაშაული ქართველებმა უნდა ზღონ თქვენ რა შუაში ხართ”. 

მთავარი ის არის, რომ ხალხს ამგვარი პროპაგანდის არ სჯერა და რუსი ჯარისკაცი დღეს საქართველოს ნებისმიერი კუთხის მაცხოვრებლისათვის მტერია. 

არჩილ როგავა, ზუგდიდის მკვიდრი: პირველად როდესაც ზუგდიდში შემოვიდნენ, რამდენიმე ახალგაზრდა შეგვყარეს ერთად და გვითხრეს, რომ ფეხი არსად არ მოგვეცვალა - თქვენ არაფერს გერჩითო. 

როცა ვკითხეთ თუ რისთვის დავიმსახურეთ ამგვარი დამოკიდებულება, გვითხრეს მეგრელებს არაფერს გერჩითო. ამის შემდეგ ქალაქი რამდენიმე საათში დავტოვეთ, რადგან რუსებმა იქაურობის ძარცვა დაიწყეს. 

როგორც ჩანს ზემდგომი ორგანოებიდან აქვთ დავალებული, რომ ასე ილაპარაკონ და მოგვეპყრან მეგრელებს. რაც ჩაფიქრებული აქვთ და რასაც მიზნად ისახავენ, ამის გამოცნობა დღეს ბავშვსაც არ გაუჭირდება. ახლა როგორც არასოდეს გვმართებს გონიერების გამოჩენა.

GeoNews | Переходов: 954 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz