შაბათი, 2024-04-20, 10:37 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საიტების კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია საიტი: 41-60
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები

რუსი სამხედრო ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების აგრესიას ზდმიწევნით ვერავინ გადმოსცემს, თუ არა ის ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც ეს საშინელება საკუთარი თვალით ნახეს. ”ფაქტი”, თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით, განაგრძობს რუსული ინტერვენციის ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებას. კობა ცოფურაშვილი, 19 წლის, მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი: - 7 აგვისტოს წაგვიყვანეს. ცხინვალში, ნიქოზის მხრიდან შევედით. გორაზე საფლავები იყო და იქ გავმაგრდით. 


საღამოს რუსეთის არტილერიამ დაიწყო სროლა, ჩვენც ცეცხლით ვუპასუხეთ. სროლები მალე შეწყდა და მთელი ღამის განმავლობაში აღრაფერი ყოფილა. გამთენიისას არტილერიამ ცეცხლი ისევ გახსნა... ჭურვებს სამი მხრიდან გვესროდნენ. 

ჭურვი ჩემსკენ რომ წამოვიდა, საფლავში ვიყავი ჩამალული. ”ასკოლკა” მომხვდა ფეხში და დავიჭერი. ჩემს გვერდით მდგარ ჯარისკაცს ჭურვმა სახესთან ”ჩაუფრინა”, ისეთი წნევა ჰქონდა, სახე სულ დაუმახინჯა, არც ერთი ნაკვთი აღარ ემჩნეოდა... 

მერე, ყველაფერი ჩაწყნარდა. მაშველებიც მოვიდნენ და დაჭრილები გორის ჰოსპიტალში წასგვიყვანეს. საავადმყოფოში ძირითადად სულ ჭურვებით დაჭრილები იყვნენ, რადგან ყველა ჯარისკაცს ჯავშანჟილეტი ეცვა. 

ჰოსპიტალთანაც გვბომბავდნენ. ერთი ჭურვი ისე ახლოს ჩამოაგდეს საავადმყოფოსთან, რომ ჩემს პალატას მინები ჩაემსხვრა და სხვა პალატაში გადამიყვანეს. ექვს ადგილას ვარ დაჭრილი და ამიტომ თბილისში, ”ღუდუშაურის” კლინიკაში გადმომიყვანეს. იქიდან კი - ტრამვატოლოგიურში. 

გიორგი ავალიანი, 27 წლის, მეხუთე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი: - ტყვიავიდან შევედით ცხინვალის ზემოთ, ჯავა უნდა აგვეღო. თავიდან ყველაფერი კრგად მიდიოდა, მაგრამ მერე, რუსეთის ავიაციამ დაბომბვები დაიწყო. 

იმის გამო, რომ მსხვერპლის რაოდენობა მინიმალური ყოფილიყო, უკან დახევა დავიწყეთ. ისინი კი ჭურვების ჩამოყრას მაინც აგრძელებდნენ. აფეთქებისგან იქაურობა სულ კვამლითა და ბოლით გაივსო. ჯარისკაცები ერთმანეთს ვეღარ ვარჩევდით. 

კვამლი და მტვერი რომ გაიფანტა, საშინელი სურათი ვნახე: იქაურობა დაჭრილებითა და მკვდრებით იყო მოფენილი... მე ფეხში დავიჭერი... მერე, დაჭრილები ტყვიავში ჩაგვიყვანეს. 

იქ პირველადი დახმარება გაგვიწიეს და გორის ჰოსპიტალში გადმოგვიყვანეს. გორის საავადმყოფოში რაც ხდებოდა, იმის უემოციოდ აღწერა შეუძლებელია. მარტო სამხედროები კი არა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმდენი იყო დაჭრილი, რომ ვერ დათვლიდით. 

ეს ხალხი ყვებოდა, თუ როგორ აუფეთქეს და გადაუწვეს რუსმა და ოსმა სეპარატისტებმა სახლები, როგორ დაეღუპათ და დაეკარგათ ახლობლები. გორიდან თბილისში, ”ღუდუშაურში” ჩამომიყვანეს. იქაც ძალიან ბევრი დაჭრილი იყო... სხვათა შორის, ტყვედ ჩავარდნილ რუს პილოტსაც ”ღუდუშაურში” მკურნალობდნენ...

GeoNews | Переходов: 504 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ”რაც შეიძლება, სწრაფად მინიჭებას” მოითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 


- ”საქართველოს სუვერენულ ქვეყანაში რუსეთის ქმედებები მნიშვნელოვნად გასცდა გონივრულ ნაბიჯებს და გადაიზარდა ღია ძარცვაში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის, ლანდშაფტის და ბუნების განადგურებას, ასევე მკვლელობებში, რასაც რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აშკარად ეთნიკური წმენდის ნიშნები აქვს”,- ნათქვამია საქართველოს ორი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში. 

ამასთან, ვალდას ადამკუსი და ლეხ კაჩინსკი მიმართავენ ნატოს ლიდერებს, ”დაავალონ საგარეო საქმეთა მინისტრებს, განიხილონ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის დაჩქარებულად მინიჭების საკითხი”. როგორც ცნობილია, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს განიხილავენ. 

საქართველოში საგანგებო ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი მათიას იორში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) დღესვე, ნატოს მინისტერიალზე მიიღებენ. 

როგორც იორშმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ”რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველომ არ თქვა უარი ნატოს სამოქმედო გეგმაზე გადასვლაზე”. 

- ”მაშინ, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი, გამოითქვა მოსაზრება, რომ ნახავდნენ, თუ როგორ ჩატარდებოდა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ბევრად უფრო უკეთესად ჩატარდა, ვიდრე საპრეზიდენტო. მიმაჩნია, რომ საქართველო და მასთან ერთად უკრაინა MAP-ის მიღებას ნამდვილად იმსახურებენ” - აცხადებს მათიას იორში.

GeoNews | Переходов: 546 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

აქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე). 

კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული, (34 სამხედრო მოსამსახურე) 1999 წლიდან იღებდა მონაწილობას, ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში, ხოლო 2003 წლიდან კი ერთი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის მარტში ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა მთლიანად დატოვა ბალკანეთი. 

ერაყში პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული ქ. ტიკრიტში 2003 წელს გაემგზავრნენ. კოალიციური ჯარების შემადგენლობაში 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსასმახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. 


ამჟამად ერაყის რესპუბლიკაში I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებულია ბაზა “დელტაზე” (ვასიტის პროვინცია) 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით. როტაციის წესის შესაბამისად I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება დაგეგმილია 2008 წლის ბოლოს. 

2004 წელს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 50 სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო მისიას ქ. ქაბულში ასრულებდა. ამჟამად გურის პროვინციაში ქ. ჩაგჩარანში იმყოფება ექიმი-ქირურგი, კაპიტანი ა. გვალია, რომელიც ირიცხება ლიტვის რესპუბლიკის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში. 

საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სამხედრო მოსამსახურეები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას და გამოხატავენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ნატო-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარებთან.

GeoNews | Переходов: 426 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

პრიორიტეტები: 
- სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესება;
- შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება;
- მატერიალურ ტექნიკური ბაზისა და ლოგისტიკის სისტემის გაუმჯობესება, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია;
- NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, საერთაშორისო პროგრამებსა და მისიებში მონაწილეობა;
- თავდაცვის მართვის სისტემის გაუმჯობესება.


პრიორიტეტი I - სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესება;

აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულება ემსახურება შემდეგი მიზნის მიღწევას:

- თავდაცვის სამინისტროს სათანადო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესება, სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისა და დაზღვევის სისტემის შემოღება და დასავლეთის ქვეყნების სტანდარტებთან მიახლოვება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება. 

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით: 
- სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების ზრდა ქვეყნის შიგნით სამომხმარებლო კალათის საშუალო პარამეტრის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული საქმიანობის უკეთ შესრულების წახალისების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების ოდენობის გაზრდა; 
- სამხედრო მოსამსახურეთა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის არსებული დონის უფრო ამაღლება და დაზღვევის სისტემის შემოღება;
- ოფიცრებისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა;
- საყაზარმე პირობების გაუმჯობესება;
- ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით სტუდენტებისათვის დაბალპროცენტიანი სესხების მიღების სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის გადახდა და სწავლის საფასურის ოდენობის სტიპენდიის დანიშვნა შესაბამისი განათლების მიღებისა და გადამზადების შემდეგ მათი შეიარაღებულ ძალებში მიღების პირობით;
- თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება.
- შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
- მოსამსახურის დაღუპვის, დაჭრისა და დაინვალიდების შემთხვევაში სათანადო კომპენსაციების გაცემის ეფექტური სისტემის შემუშავება;

მოსალოდნელი შედეგი: 
შედეგად მაღალანაზღაურებადი სამსახური და მოსამსახურის სოციალურად დაცვის მაღალი დონე გახდება ერთერთი პირობა ახალი კადრების მოზიდვისა და გამოცდილი კადრების შენარჩუნებისათვის. სამხედრო სამსახური გახდება უფრო პრესტიჟული, სამხედრო მოსამსახურე მოტივირებული, მისი ოჯახი იქნება სოციალურად დაცული, როგორც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ასევე მის შემდგომ. სტუდენტებისათვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სამხედრო სამსახურში კონტრაქტით ჩარიცხვაზე გარანტირებული იქნება სათანადო სამუშაო ადგილი.

პრიორიტეტი II - შეარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება

აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულება ემსახურება შემდეგი მიზნის მიღწევას:
- ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოებისათვის საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ამაღლების მიზნით შეიარაღებული ძალების სტრუქტურის დახვეწა, სამხედრო შენაერთების ოპტიმალური დაკომპლექტება სათანადო ტექნიკით, იარაღითა და პირადი შემადგენლობით, სისტემატიური და გეგმაზომიერი გადახალისება, ახალი კადრების შერჩევა და რეკრუტირება, პროფესიონალური კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებების, სამხედრო-სასწავლო პროგრამებისა და საველე წვრთნების ინტენსივობის გაზრდა.

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:

- შეიარაღებული ძალების სტრუქტურის დახვეწა. სამხედრო შენაერთების ტაბელის შესაბამისად დაკომპლექტება ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით;
- საჰაერო სივრცის კონტროლის გაუმჯობესება;
- საზღვაო ძალების შესაძლებლობების განვითარება;
- შეიარაღებული ძალების ყველა დონეზე მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება;
- პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება, მათი სისტემატიური და გეგმაზომიერი გადახალისება, ახალი კადრების მოზიდვა, შერჩევა და რეკრუტირება;
- კადრების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებების სამხედრო-სასწავლო პროგრამებისა და საველე წვრთნების ხარისხისა და ინტენსივობის ზრდა;
- ახალი უმაღლესი დონის სასწავლო ცენტრის მშენებლობა;
- სამხედრო მარაგების შექმნა სასწავლო გეგმების შესაბამისად; 
- სარეზერვო და სამობილიზაციო სისტემების განვითარება. რეზერვისტთა მომზადება და წვრთნა. 
- კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება.

მოსალოდნელი შედეგი:

შედეგად მივიღებთ შეიარაღებული ძალების ისეთ ქვედანაყოფებს, რომლებიც პასუხობენ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. შეიქმნება NATO-ს შერეულ ძალებთან თავსებადი ქვედანაყოფები, რომლებიც შეძლებენ NATO-ს და კოალიციური ჯარების შემადგენლობებთან ერთობლივი დავალებების შესრულებას.

პრიორიტეტი III - მატერიალურ ტექნიკური ბაზისა და ლოგისტიკის სისტემის გაუმჯობესება, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.

აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულება ემსახურება შემდეგი მიზნის მიღწევას:

- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაკომპლექტება. შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მარაგების ზრდის შესაბამისად სასაწყობო მეურნეობების სიმძლავრეების ზრდა. ინფრასტრუქტურის ობიექტების ინვენტარიზაციის პროცესის დასრულება, სამხედრო ბაზების კომპლექტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის გეგმაზომიერი ღონისძიებების გატარება.

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:

- სასაწყობო სისტემის მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია საწყობებში არსებული საშუალებების აღრიცხვიანობის სისტემის და შენახვის პირობების გაუმჯობესების, ასევე აღნიშნული საშუალებების გამოყენების ადგილამდე ოპტიმალური მიწოდების მიზნით. 
- არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაკომპლექტება განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
- შეიარაღებული ძალებში კოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემის ჩამოყალიბება;
- ახალი უმაღლესი სტანდარტების მქონე სამხედრო ბაზების მშენებლობა და მოწყობა: ხონში, კოპიტნარში, ქუთაისში, ქობულეთსა და გორში;
- სერვისის სისტემის მოდერნიზაცია უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-შენახვის გაუმჯობესების მიზნით;
- სასაწყობო მეურნეობების სიმძლავრეების ზრდა ახალი მოთხოვნების შესაბამისად; 
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის გეგმაზომიერი ღონისძიებები;
- საბრძოლო და სტრატეგიული მარაგების შექმნა;
- გამოუსადეგარი მატერიალური ფასეულობების უტილიზაცია;
- ლოგისტიკის სისტემაში მომსახურე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება ტრეინინგების, სემინარებისა და მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით.

GeoNews | Переходов: 388 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ოპტიმიზმი –სწორედ იგი მართავს სამყაროს და პირადად თქვენც. თქვენ ამოძრავებული ხართ მაქსიმალური სიჩქარით. შეეცადეთ არ გააღიზიანოთ ამით ირგვლივ მყოფი საზოგადოება.

მიაქციეთ დღეს ყურადღება ყველა რეფლიკას, რადგან ეს რეფლიკები, შესაძლებელია მომავალი თქვენი წარმატების საწინდარი გახდეს. თავისუფლების გრძნობა დიდ ნაბიჯს გადაგადგმევინებთ პირად ცხოვრებაში.

დღეს გელით ფინანსური დანაკარგები, თქვენი ზედმეტად თვითდაჯერებულობის გამო. მთელი დღის განმავლობაში გაგანერვიულებთ მატერიალური საკითხები. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას, შესაძლებელია გქონდეთ ურთიერთობის სერიოზული გართულება. დაეხმარეთ გვერდზე მყოფებს, ისინი თქვენი მადლიერი იქნებიან.

GeoNews | Переходов: 407 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

რუსეთი საქართველოდან სამხედრო ნაწილებს 18 აგვისტოდან გაიყვანს. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ რუსეთის პრეზიდენტის საიტზე "კრემლინ.რუ" გამოქვეყნდა.
საიტის ცნობით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გუშინ ტელეფონით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების ექვსპუნქტიანი დოკუმენტის პრაქტიკულ ამოქმედებაზე ისაუბრეს. "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქართული მხარისგან მისი სამხედრო ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, ყაზარმებში, უპირობო დაბრუნების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მედვედევმა ასევე სარკოზის განუცხადა, რომ 18 აგვისტოდან რუსეთი საქართველოდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას დაიწყებს, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ზონაში დამატებით იქნა შეყვანილი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო",-აღნიშნულია კრემლის ოფიციალურ საიტზე.

GeoNews | Переходов: 502 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ვინ ბომბავდა ქართულ ქალაქებს
14:00 | 18.08.2008 
რუსეთის ავიაციის მიერ ქართული სტრატეგიული ობიექტების დაბომბვის დაწყების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ რუსებს მხოლოდ ჩვენი სამხედრო დანიშნულების აეროდრომების, ბაზების და იარაღის საწყობების განადგურება უნდოდათ. ამაზე თვითონვე ლაპარაკობდნენ ტელევიზიითა თუ ინტერნეტრესურსებით. ამიტომ ჯერ სენაკში, რკინიგზაზე და სამოქალაქო ობიექტებზე ჩამოყრილი ბომბები და გორში, სატანკო ნაწილის მეზობელი საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა ბევრმა რუსი პილოტების შეცდომად მიიჩნია, ზოგიც ამას მათ გამოუცდელობას აბრალებდა, ზოგიც რუსების მორალურად მოძველებულ და ნაკლებად ზუსტ იარაღს. თითქოს რუსთა შეცდომებს ადასტურებდა ჩვენი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებიც, მტრის ჩამოგდებული საფრენი აპარატების რიცხვიც, რომელიც ყოველ საათს განუხრელად იზრდებოდა. ერთი შეხედვით, ეს ან სიცრუე იყო, ან რუსების მართლაც სუსტი მომზადების მაჩვენებელი. თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ არავითარ შეცდომასა და უზუსტობაზე და მით უფრო მტრის ზერელე დამოკიდებულებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. 

სხვადასხვა მონაცემით, ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ორ ათეულამდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოუგდეს მსოფლიოს რისხვად წოდებულ რუსებს. ამბობენ, ბევრი მფრინავი დაიღუპაო (ერთ შემთხვევაზე, როდესაც ოსებმა შეცდომით კატაპულტირებული რუსი პილოტი მიწაზე დაშვებამდე ავტომატით მოკლეს, ”კვირის პალიტრაც” წერდა), მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ღუდუშაურის ცენტრში მწოლიარე დაჭრილი რუსი ტყვეების გარდა, ჩვენმა ბიჭებმა კიდევ რამდენიმე მფრინავი ჩაიგდეს ხელში... ვცადეთ, აწ უკვე ყველასთვის ცნობილ იგორ ზინოვსა და მის დაღუპულ მეწყვილეზე შეგვეკრიბა ინფორმაცია. 

50 წლის პოლკოვნიკი ზინოვი ე.წ. ”ბებერი არწივია”, ყოველ შემთხვევაში, საყოველთაოდ ცნობილ ”ოდნოკლასნიკში”, მის ინტერნეტგვერდზე სწორედ ამ მოსაზრების დამადასტურებელი კომენტარებია. სამწუხაროდ, ”ოდნოკლასნიკის” ადმინისტრატორებმა ან ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა სასწრაფოდ წაშალეს მისი გვერდი პორტალიდან და ამიტომ მხოლოდ ის გამოსახულება დაგვრჩა, რომელიც ადასტურებს, რომ ზინოვი ნამდვილად იყო ამ საიტის მომხმარებელი და მისი ბოლო ვიზიტი ”ოდნოკლასნიკზე” 6 აგვისტოს, დაახლოებით 22.30 სთ-ზე განხორციელდა. 

ცნობილია, რომ ზინოვი გამოცდილი მფრინავია. მის მაღალ პროფესიონალიზმში დაეჭვებას გამორიცხავს ის, რომ პოლკოვნიკი მფრინავ-გამომცდელად მუშაობდა ჩკალოვის სახელობის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საფრენოსნო-საგამომცდელო ცენტრში. ბოლო ხანს მსახურობდა ქალაქ ახტუბინსკში მდებარე ბაზაში. თურმე ახტუბინსკს პილოტების მექას უწოდებენ. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი კვალიფიკაციის მფრინავთან გვაქვს საქმე... 

როგორც ცნობილია, ნაპოვნია, სავარაუდოდ, ზინოვის დაღუპული მეწყვილის, მისი სეხნიის, იგორ რჟავიტინის გვამი. რჟავიტინის გვერდის წაშლა ნამდვილად დაავიწყდათ ”ოდნოკლასნიკელებს”. სწორედ აქედან შევიტყვეთ, რომ 39 წლის მფრინავს ობლად დარჩა მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი და მეუღლე. ჩვენი აზრით, ისიც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენით, CY-22M-ით დაფრინავდა. 

რჟავიტინი ჩელიაბინსკის საფრენოსნო სასწავლებელში სწავლობდა და იქვე მსახურობდა (1986-1990), მერე სამხედრო საქმიანობა ჯერ კშივის CY-24-ების №40440 ავიაპოლკში (1990-92) და კრემოვოში №40332 (1992-1997) გააგრძელა. მას შემდეგ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საიტზე არ არის, თუმცა რუსული მედია დაგვეხმარა მისი ბიოგრაფიის თეთრი ლაქების გაქრობაში. რჟავიტინიც ახტუბინსკელია და ერთ-ერთ საუკეთესო მფრინავ-გამომცდელად ითვლებოდა. დაბოლოს, ის, ზინოვის მსგავსად, ”ოდნოკლასნიკი.რუ”-ზე უკანასკნელად 6 აგვისტოს, საღამოს 9 საათისთვის დაფიქსირდა. 

ფაქტია, რომ მათი მომზადების დონე ყოველგვარი შეცდომის შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსებმა სრულიად შეგნებულად დაბომბეს სამოქალაქო ობიექტები. ისიც ფაქტია, რომ რუსების მაღალი კლასის მიუხედავად, მათ დღეს, რუსულ მედიაში ფაშისტებად შერაცხული ქართველები, ქართულ ჰოსპიტალში მკურნალობენ, სადაც ქართულ ცაში ჩადენილი ბოროტებისათვის მოხვდნენ.
ვინ ბომბავდა ქართულ ქალაქებს
14:00 | 18.08.2008 
რუსეთის ავიაციის მიერ ქართული სტრატეგიული ობიექტების დაბომბვის დაწყების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ რუსებს მხოლოდ ჩვენი სამხედრო დანიშნულების აეროდრომების, ბაზების და იარაღის საწყობების განადგურება უნდოდათ. ამაზე თვითონვე ლაპარაკობდნენ ტელევიზიითა თუ ინტერნეტრესურსებით. ამიტომ ჯერ სენაკში, რკინიგზაზე და სამოქალაქო ობიექტებზე ჩამოყრილი ბომბები და გორში, სატანკო ნაწილის მეზობელი საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა ბევრმა რუსი პილოტების შეცდომად მიიჩნია, ზოგიც ამას მათ გამოუცდელობას აბრალებდა, ზოგიც რუსების მორალურად მოძველებულ და ნაკლებად ზუსტ იარაღს. თითქოს რუსთა შეცდომებს ადასტურებდა ჩვენი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებიც, მტრის ჩამოგდებული საფრენი აპარატების რიცხვიც, რომელიც ყოველ საათს განუხრელად იზრდებოდა. ერთი შეხედვით, ეს ან სიცრუე იყო, ან რუსების მართლაც სუსტი მომზადების მაჩვენებელი. თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ არავითარ შეცდომასა და უზუსტობაზე და მით უფრო მტრის ზერელე დამოკიდებულებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. 

სხვადასხვა მონაცემით, ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ორ ათეულამდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოუგდეს მსოფლიოს რისხვად წოდებულ რუსებს. ამბობენ, ბევრი მფრინავი დაიღუპაო (ერთ შემთხვევაზე, როდესაც ოსებმა შეცდომით კატაპულტირებული რუსი პილოტი მიწაზე დაშვებამდე ავტომატით მოკლეს, ”კვირის პალიტრაც” წერდა), მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ღუდუშაურის ცენტრში მწოლიარე დაჭრილი რუსი ტყვეების გარდა, ჩვენმა ბიჭებმა კიდევ რამდენიმე მფრინავი ჩაიგდეს ხელში... ვცადეთ, აწ უკვე ყველასთვის ცნობილ იგორ ზინოვსა და მის დაღუპულ მეწყვილეზე შეგვეკრიბა ინფორმაცია. 

50 წლის პოლკოვნიკი ზინოვი ე.წ. ”ბებერი არწივია”, ყოველ შემთხვევაში, საყოველთაოდ ცნობილ ”ოდნოკლასნიკში”, მის ინტერნეტგვერდზე სწორედ ამ მოსაზრების დამადასტურებელი კომენტარებია. სამწუხაროდ, ”ოდნოკლასნიკის” ადმინისტრატორებმა ან ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა სასწრაფოდ წაშალეს მისი გვერდი პორტალიდან და ამიტომ მხოლოდ ის გამოსახულება დაგვრჩა, რომელიც ადასტურებს, რომ ზინოვი ნამდვილად იყო ამ საიტის მომხმარებელი და მისი ბოლო ვიზიტი ”ოდნოკლასნიკზე” 6 აგვისტოს, დაახლოებით 22.30 სთ-ზე განხორციელდა. 

ცნობილია, რომ ზინოვი გამოცდილი მფრინავია. მის მაღალ პროფესიონალიზმში დაეჭვებას გამორიცხავს ის, რომ პოლკოვნიკი მფრინავ-გამომცდელად მუშაობდა ჩკალოვის სახელობის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საფრენოსნო-საგამომცდელო ცენტრში. ბოლო ხანს მსახურობდა ქალაქ ახტუბინსკში მდებარე ბაზაში. თურმე ახტუბინსკს პილოტების მექას უწოდებენ. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი კვალიფიკაციის მფრინავთან გვაქვს საქმე... 

როგორც ცნობილია, ნაპოვნია, სავარაუდოდ, ზინოვის დაღუპული მეწყვილის, მისი სეხნიის, იგორ რჟავიტინის გვამი. რჟავიტინის გვერდის წაშლა ნამდვილად დაავიწყდათ ”ოდნოკლასნიკელებს”. სწორედ აქედან შევიტყვეთ, რომ 39 წლის მფრინავს ობლად დარჩა მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი და მეუღლე. ჩვენი აზრით, ისიც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენით, CY-22M-ით დაფრინავდა. 

რჟავიტინი ჩელიაბინსკის საფრენოსნო სასწავლებელში სწავლობდა და იქვე მსახურობდა (1986-1990), მერე სამხედრო საქმიანობა ჯერ კშივის CY-24-ების №40440 ავიაპოლკში (1990-92) და კრემოვოში №40332 (1992-1997) გააგრძელა. მას შემდეგ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საიტზე არ არის, თუმცა რუსული მედია დაგვეხმარა მისი ბიოგრაფიის თეთრი ლაქების გაქრობაში. რჟავიტინიც ახტუბინსკელია და ერთ-ერთ საუკეთესო მფრინავ-გამომცდელად ითვლებოდა. დაბოლოს, ის, ზინოვის მსგავსად, ”ოდნოკლასნიკი.რუ”-ზე უკანასკნელად 6 აგვისტოს, საღამოს 9 საათისთვის დაფიქსირდა. 

ფაქტია, რომ მათი მომზადების დონე ყოველგვარი შეცდომის შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსებმა სრულიად შეგნებულად დაბომბეს სამოქალაქო ობიექტები. ისიც ფაქტია, რომ რუსების მაღალი კლასის მიუხედავად, მათ დღეს, რუსულ მედიაში ფაშისტებად შერაცხული ქართველები, ქართულ ჰოსპიტალში მკურნალობენ, სადაც ქართულ ცაში ჩადენილი ბოროტებისათვის მოხვდნენ.
informacia mogvawoda www.presa.ge m
GeoNews | Переходов: 377 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

რუსული საოკუპაციო ჯარები კვლავ სამეგრელოს რეგიონში რჩებიან. სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ზუგდიდში, სენაკის სამხედრო ბაზასა და სოფელ თეკლთთან იკავებს პოზიციებს. 

ამასთან, წუხელ რუსმა სამხედროებმა განმუხურის პატრიოტთა ბანაკი გადაწვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედროებმა ბანაკის ტერიტორიაზე შეიყვანეს ორი ჯავშანმანქანა და ორი სატვირთო მანქანა, შემდეგ კოტეჯებს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. 

რუსმა ოკუპანტებმა ბანაკის ინვენტარიც გაანადგურეს.მანამდე კი, ის შეიარაღება, რომლის გატანაც ვერ მოახერხეს, სენაკის სამხედრო ბაზაზე ააფეთქეს. 

ხოლო ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დღეს დილით ისევ გამოჩნდა. 

რუსი სამხედროებით სავსე ოთხი "ბეტეერი" შესულია პორტის ტერიტორიაზე და პერიმეტრის გაკონტროლებას ცდილობს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ჯავშანტექნიკა არასამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე შედის. 

ნავსადგურის გენერალური დირექტორის, ალან მიდლტონის განცხადებით, პორტი არ არის სამხედრო ობიექტი და რუსული ჯავშანტექნიკის შესვლის მიზეზი გაუგებარია. 

მისივე თქმით, სარჩელს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში შეიტანს, ეს ფაქტიც დაემატება. 

თუ რა მიზნით არიან შესული რუსი სამხედროები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულდ ობიექტში, სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაირკვევა. 

უკიდურესად დაიძაბა ვითარება ფოთის ნავსადგურის მეორე რაიონში. იქ დილიდან იმყოფებიან შეიარაღებული რუსი სამხედროები, აგრეთვე, რუსული ჯავშანტექნიკა. 

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ ქართველი სამხედროები, რომლებიც პორტში იმყოფებოდნენ. 

ამასთან რუსი სამხედროები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ ნავსადგურის ტერიტორიასთან მიახლოების შემთხვევაში მათ ცეცხლს გაუხსნიან. ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არც სხვა პირებს აძლევენ.

GeoNews | Переходов: 461 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კონდლიზა რაისის განცხადებით, რუსეთი სახიფათო თამაშს ეწევა. ამ განცხადებას ”როიტერი” ავრცელებს. 


რაისის თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოში მიმართულია მთავრობის, დემოკრატიის შესუსტების, რეგიონის მოსახლეობის დაშინებისკენ. 

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 19 აგვისტოს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, დაარწმუნონ რუსეთის პრეზიდენტი, შეასრულოს საკუთარი პირობა საქართველოდან რუსეული ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. 

- ”ვფიქრობ, რომ საფრანგეთი დაუყოვნებლივ მოითხოვს რუსეთისგან განმარტებას, რატომ არ სურს ან არ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი პირობის შესრულება”, - აღნიშნა კონდოლიზა რაისმა. 

მისივე განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ავიაცია აშშ-ს საზღვარსაც კი ესხმოდა თავს, რაც სახიფათო თამაშია და უკეთესი იქნება, რუსეთმა ამაზე უარი თქვას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კონდლიზა რაისის განცხადებით, რუსეთი სახიფათო თამაშს ეწევა. ამ განცხადებას ”როიტერი” ავრცელებს. 

რაისის თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოში მიმართულია მთავრობის, დემოკრატიის შესუსტების, რეგიონის მოსახლეობის დაშინებისკენ. 

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 19 აგვისტოს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, დაარწმუნონ რუსეთის პრეზიდენტი, შეასრულოს საკუთარი პირობა საქართველოდან რუსეული ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. 

- ”ვფიქრობ, რომ საფრანგეთი დაუყოვნებლივ მოითხოვს რუსეთისგან განმარტებას, რატომ არ სურს ან არ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი პირობის შესრულება”, - აღნიშნა კონდოლიზა რაისმა. 

მისივე განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ავიაცია აშშ-ს საზღვარსაც კი ესხმოდა თავს, რაც სახიფათო თამაშია და უკეთესი იქნება, რუსეთმა ამაზე უარი თქვას.

GeoNews | Переходов: 492 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

სამშობლოდან” დევნილები, შიდა ქართლივით იავარქმნილმა ”გამომცემლობა სამშობლომ” შეიფარა. ნაგებობის ფართობიდან გამომდინარე შენობაში შიდა ქართლიდან დევნილი 1’100 ადამიანი განთავსდა. 


ერთ დროს საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი შენობა დღეს დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგაყვანილობა, არ არის წყალი, ამორტიზებულია სველი წერტილები...
- ”იმას რაც გვქონდა და რაც იქ დავტოვეთ ვეღარავინ დაგვიბრუნებს და ამას არც ვითხოვთ, მაგრამ საპირფარეშო რომ არ გექნება, სხვა დანარჩენზე რა ვილაპარაკო? ამბობს ავნევიდან დევნილი ლალი სადაღაშვილი და გვთხოვს, ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ხელეწიფებათ მათი გასაჭირის მოგვარება, რომ ელემენტარული საჭიროების ინვენტარი: საწოლები, ლეიბები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი მიაწოდონ. 

დევნილების უმეტესობას ერთი სატკივარი აერთიანებს. ისინი თავიანთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს ეძებენ. ჩვენთან საუბრისას სოფელ დიცის მკვიდრმა თამრიკო ყორღანაშვილმა გვითხრა, რომ მას სოფელ დიცში დარჩა დედ-მამა და ძმა, რომლებიც მას ეხმიანებიან. ინტერვიუს ჩაწერის დროს სრულიად შემთხვევით ჩვენი რესპოდენტის ძმამ, მიშიკო ყორღანაშვილმა დარეკა,რომელმაც დევნილებს აცნობა, რომ მის სოფელ დიცში დარჩენილი ქართველების უმეტესობა ცოცხალია... 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული მხარე სრულიად მოუმზადებელი შეხვდა საომარ ვითარებას, რომლის შედეგიც 100’000-დე დევნილი, გარდაცვლილი ადამიანი და დანგრეული სახლია. 

ამას გარდა გახშირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უცხო ნომრიდან ურეკავენ ახლობლებს და მათ შესახებ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას აწვდიან. ცხინვალიდან უკვე მეორედ დევნილი ვერიკო კასრაძე იხსენებს,რომ რამდენიმე დღის წინ არასრული ნომრიდან მის ტელეფონზე დარეკა უცხო პირმა და შეუთვალა, რომ ცინვალში მყოფი მისი ერთ-ერთი ახლობელი ცოცხალი იყო. 

- ”წყალზე ვიყავი გასული, როდესაც მობილურზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. ტელეფონს ჩემმა მეუღლემ უპასუხა. უცნობმა ვინაობა არ გაამხილა და ჩემს მეუღლეს ჰკითხა: ცხინვალში გყავთ ვინმეო? კი, როგორ არაო, უპასუხა ჩემმა ქმარმა. ჰოდა ერთ-ერთმა დამაბარა, რომ ცოცხლები ვართო. ჩვენთვის სიტყვა ცოცხლები, ყველაფერს ნიშნავს...”. 

- ”ამას წინათ მივიღე ინფორმაცია, რომ ფრონეს ხეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა უმეტესობაც დახვრიტეს ან დაწვეს (ამის არაერთი თვითმხილველი არსებობს), ნაწილი ცხინვალში წაუსხამთ, საჯარისო ნაწილში გაუნაწილებიათ და იქ ჭურჭლის მრეცხავებად, დამლაგებლებად და შავ მუშებად ამუშავებენ”, - ყვება ცხინვალელი ქალბატონი და აღშფოთებას ვერ მალავს. 

დროებით ადგილმონაცვლე დევნილების ინფორმაციით, შიდა ქართლის სოფელ მერეთში 100-მდე ადამიანია ჩარჩენილი. უკვე ერთი დღეა, რაც მათთან შეწყდა კონტაქტი. მივმართავთ ყველა შესაბამის სტრუქტურას და პირს, ვისაც ხელეწიფება მათი მოძიება დახმარება აღმოუჩინოთ ამ ადამიანებს.


GeoNews | Переходов: 422 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბი დიპლომატიური მისიების, უცხოეთის სახელმწიფოების სალჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფლიქტის ზონაში ვიზიტებისგან თავის შეკავებს ურჩევს. 

როგორც ცხინვალის ინფორმციისა და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი იუწყება, ამის მიზეზად სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში გამწვავებულ ვითარებას და მხარეებს შორის შეთანხმებების არარსებობას ასახელებენ. 

სამშვიდობო ძალების შტაბი უცხოელ დიპლომატებს ურჩევს, კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე ნებიემიერი ღონისძიება სამშვიდობოების სარდლობას შეუთახმონ. 

- ”განსაკუთრებული დაზიანებების რაიონებში 5 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცალმხრივად ორგანიზებული ვიზიტის შედეგად სტუმრები კონფლიქტური სიტუაციის მძევლებად იქცნენ”, - აცხადებს სამშვიდობოების შტაბი. 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გუშინ ფრონეს ხეობის ქართულ სოფლებში იმყოფებოდნენ. დიპოლმატებმა ქართულ სოფლებში სროლების შედეგად დაზიანებული სახლები დაათვალიერეს.

GeoNews | Переходов: 527 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

საქართველოს ყვავილოვან ხელისუფლებას ასეთი მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან არასოდეს ჰქონია. მართალია, ე.წ. შეურიგებელი ოპოზიცია საკმაოდ პრინციპულად და მწვავედ უყურებს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს, მაგრამ სანამ ქართულ მიწაზე რუსები დათარეშობენ, ისინი ხმის ამოღებას არ აპირებენ. პირიქით, ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ ნაბიჯს ისინი ფეხს აყოლებენ. 

ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკური პარტია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ბუქარესტის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის დებულებაზე დაყრდნობით, მიმართავენ და სთხოვენ მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციის თაობაზე. 

- “მოგმართავთ საქართველოსთვის უმძიმეს დროს, როცა სუვერენული სახელმწიფოს დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის საჯარისო ნაწილების მიერ. დღეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია სუვერენული საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხია. საქართველო, მიუხედავად უამრავი პრობლემის არსებობისა, იმსახურებს თავისუფლების და დემოკარტიული განვითარების პრესპექტივას. ამ ძნელბედობის ჟამს ძალზედ ვაფასებთ იმ მტკიცე მხარადჭერას, რომელსაც თქვენი ქვეყნები საქართველოს მიმართ იჩენენ. ჩვენ, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ვართ ის ადამინები, ვინც მკაცარად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის დეფიციტისთვის”, - ნათქვამია მიმართვაში. 

რესპუბლიკელებსა და მემარჯვნეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური კურსის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გამო სჯის. 

- “ჩვენი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის პლებისციტზე, გეოპოლიტიკური რეალობა მკაცრ გამოცდას უწყობს. მთელი რიგი სერიოზული პრობლემების მოუგვარებლობაში, ან გაჩენაში თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც ეკისრება, მაგრამ ამჟამად ჩვენი თქვენდამი მომართვის მიზანი ხელისუფლების კრიტიკა არ არის. საქართველო მიუხედავად უამრავი პრობლემის არსებობისა, იმსახურებს თავისუფლებასა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. საქართველო და მისი მომავალი მეტია, ვიდრე ერთი რომელიმე მმართველი რეჟიმი, ან მთავრობა”, - აღნიშნულია მიმართვაში. 

რესპუბლიკელები და მემარჯვნეები მიიჩნევენ, რომ ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია იქნებოდა რეალური საშუალება, რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტს და გააგრძელოს მშვიდობიანი სვლა დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. 

- “კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ კვლავაც აქტიურად დაუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი. 

რესპუბლიკელები არ მალავენ, რომ ბევრი პასუხგასაცემი კითხვა დაგროვდა, მაგრამ ახლა სხვა დროა. ქართველი ხალხის ღირსების საკითხია, რომ არ დაანებოს რუსეთს ხელისუფლების შეცვლა. 

- “მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ამის თავიდან აცილება შესაძლებელიც იყო, მაგრამ აგრესორის კარნახით საქართველოში ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, არსებობს საკმაოდ მწვავე კითხვები როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, თუმცა ეს კითხვები მაშინ დაისმევა, როცა რუსული ჯარები საქართველოდან გავლენ”. 

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა კი რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს დატოვების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტთან სულაც შიმშილობა დაიწყო. 

როგორც ირაკლი წერეთელმა აღნიშნა, მისი პარტია იმთავითვე გმობს იმ ფართომასშტაბიან, დამანგრეველ და ბოროტ აგრესიას, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. 

მოშიმშილე ირაკლი წერეთელი ითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან სრული შემადგენლობით, ბოლო სამხედრო პირამდე, თავისი შეიარაღებული ძალების უკლებლივ მთელი კონტინგენტი და სამხედრო ტექნიკა. 

წერეთელი იზიარებს სახელმწიფოს მიმართულებას დაკავებული ტერიტროიების ოკუპირებულად გამოცხადების შესახებ და იმავდროულად ყველა იმ საერთაშორისო დოკუმენტის დენონსაციას და დეზავუაციას ითხოვს, რომელთა ძალითაც რუსეთის სამხედრო ძალებს ე.წ. სამშვიდობოების მანდატი აქვთ მინიჭებული. 

წერეთლის მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მთელი კატეგორიულობით უნდა დასვას რუსეთის, როგორც აგრესორის, პასუხისმგებლობის საკითხი და მისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების დაკისრება მოითხოვოს. 

წერეთელი ასევე მისი პარტიის სახელით აშშ-ს და ევროპას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას თხოვს და მიმართავს, რომ “თუ არ შეწყდა რუსეთის აგრესია, არ მოერიდონ სამხედრო ჩარევასაც”. 

წერეთელმა მთელ ქართველ ერს გამძლეობისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მანამდე იშიმშილებს, სანამ რუსეთი საქართველოს საბოლოოდ არ დატოვებს.

GeoNews | Переходов: 503 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ქართველმა ჰაკერებმა რუსეთის სამთავორბო ინტერნეტ-გვერდი გატეხეს, რომელიც http://www.fsoz.gov.ru/ მისამართძე იმყოფება. ინტერნეტ რესურსი რუსეთის თავდაცვის ერთერთ ფედერალურ უწყებას ეკუთვნის. საიტის გატეხვის ფაქტი მიერ 16:22-ზე დაფისქირდა. 


”გატეხილ” ინტერნეტ-რესურსზე ქართველმა ჰაკერებმა განათავსეს გორში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ფოტო (Reuters) და ბანერი მოწოდებით STOP RUSSIA. 

ჯერ უცნობია, თუ როდის შეძლებს რუსეთის შესაბამისი უწყება ქართული ჰაკერული ”თადასხმის” შედეგების გამოსწორებას, მაგრამ ეს უკვე რიგით მეორე შემთხევაა, როდესაც ქართველმა ჰაკერებმა რუსულ ინტერნეტ-სივრცეს შეუტიეს. 

12 აგვისტოს რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ”დაჰაკული” საიტები საქართველოს სიმბოლიკას და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის უცენზურო გამოსახულებებს შეცავს. 

როგორც ჰაკერთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ბექამ განაცხადა, მათ ”უპასუხეს ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდიც მანამდე ქართული სამთავრობო და ინფორმაციული რესურსები იყო გატეხელი”. 

მანამდე, რუსეთის მხარემ ე.წ. DDos შეტევებით შეძლო რამოდენიმე პოპულარული ქართული საინფორმაციო რესუსრსის მუშაობის შეფერხება, ხოლო რამოდენიმე ინტერნეტ-გვერდი საერთოდ გათიშა. 

პირველი ქართული Cyber-შეტევის დროს ქართველმა ჰაკერებმა კომერციული და პერსონალური ინტერნეტ-გვერდები გატეხეს, რომელთა უმრავლესობა უფასო (FREE) სერვერებზეა განთავსებული. 

ამჯერად ქართველებმა სამთავრობო საიტი გატეხეს, რომლის Screenshots-ს ქვემოთ ხედავთ:

GeoNews | Переходов: 507 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

რუსეთის შეფასებისას ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ორპოლუსიანი მსოფლიო ერთპოლუსიანით შეიცვალა, მაგრამ ნავთობდოლარებით ფეხზე დამდგარი რუსეთი ისევ ზესახელმწიფო გახდა. 

ამასთანავე იზრდება აღმოსავლეთის, კერძოდ, ჩინეთისა და ინდოეთის რესურსები და, შესაბამისად, არ გამორიცხავენ მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ სწრაფვის პროცესსაც. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუმცა ამერიკას, როგორც მსოფლიო ლიდერს, შეცდომები ძალზე ბევრს აკარგვინებს, რამაც, შესაძლოა, იგი მართლაც მხოლოდ ერთ-ერთ პოლუსად გადაიქცეს. 

რუსეთის სიძლიერეს დღეს მხოლოდ ერთი ფაქტორი განაპირობებს - ნავთობზე მაღალი ფასები. თუმცა, რუსეთის აგრესიული შიდა და გარე პოლიტიკის შედეგად უკვე დაიწყო ის პროცესი, რასაც პოლიტოლოგები სულ ერთი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდნენ. 

კოსოვოს აღიარებისა და ევროპაში ანტირაკეტული სისტემის დადგმის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს იყო ნაბიჯი უკან, ცივი ომისკენ. თუმცა ორი ბანაკის არსებობა აშკარად მხოლოდ ამ დღეებში, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან წამოწყებული ომის შემდეგ გამოიკვეთა. 

რუსეთის ოლიგარქების 80 პროცენტს საკუთარი კაპიტალი ევროპასა და ამერიკაში აქვს განთავსებული და მუდმივად ევროპაში ცხოვრობენ. როდესაც კაპიტალი ასე თავისუფლად მოძრაობს და რუსეთი დასავლურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, ცივი ომი ტექნიკურადაც შეუძლებლად მოიაზრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოთა პოლიტიკის წარმმართველი ეკონომიკური და ბიზნეს-ინტერესებია, ხშირად ეს ინტერესი განსაზღვრავს მის პოლიტიკას. ბიზნესინტერესები საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორების განმსაზღვრელიცაა. 

მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, გაჩნდა ახალი საშიშროება, რომ მსხვილი რუსული კორპორაციები ყველაზე აქტიური ინვესტორები გახდებოდნენ. საინვესტიციო კორპორაცია “ტროიკა დიალოგის” პროგნოზით, 2008 წელს რუსეთის საგადამხდელო ბალანსის პროფიციტი 85 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 55 მილიარდი დოლარი გახდება. 

მართალია, პუტინმა შეძლო ფინანსურად ძლიერი რუსეთის შექმნა, მაგრამ დასავლეთი მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა მისი დემოკრატიულობის საკითხს. თუმცა მკვეთრი განცხადებების გარდა, დასავლეთი ქმედითი ნაბიჯებისგან თავს იკავებდა. 

რამდენად რეალურია დიდი რვიანის დაშლის, ალბათობა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ არაპირდაპირი ზეწოლა გაზაფხულიდან უკვე დაიწყო, რამაც, შესაძლოა, რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანა. 

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მედვედევმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის სამყაროს დაშინების შესახებ ხმამაღლა გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, ეს რუსეთის ახალი პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე რუსეთის აქციები 20 პროცენტით გაუფასურდა. ამის მიზეზად კი რუსი ანალიტიკოსები უცხოელ ინვესტორებსა და რუს მეწარმეებთან ურთიერთობაში კრემლის არც თუ რბილი დამოკიდებულებას ასახელებენ. მსგავსი მაგალითები საკმაოდ ბევრია. 

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა შეუნიღბავი მუქარას გამოთქვამს რუსეთში ქვანახშირისა და ფოლადის გადამამუშავებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ. მან ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. 

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საინვესტიციო კომპანია “ერმიტაჯ კეპიტალ მენეჯმენტის” ხელმძღვანელმა ბილ ბრაუდერმა რუსეთის ამჟამინდელ საინვესტიციო გარემოს გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისის შემდეგ ყველაზე არასახარბიელო უწოდა. 

- “როცა ხალხი მოდის და მეკითხება, ჩავდო თუ არა ინვესტიცია რუსეთშიო, აი, მე რას ვეუბნები: რამდენად სწრაფად შეძლებდით იმის გაყიდვას, რაშიც ინვესტირებას აპირებთ-მეთქი? რადგან, თუ სწრაფად ვერ გაყიდე, შეიძლება დაკარგო. მე არავის ვურჩევდი, პირდაპირ ინვესტირებას რუსეთში,” - განაცხადა ბილ ბრაუდერმა. 

რუსეთიდან გაქცევით უშველა თავს რობერტ დადლიმ - TNK-BP-ის ერთობლივი საწარმოს აღმასრულებელმა დირექტორმაც არსებობს მოსაზრება, რომ სავარაუდოდ რუს ბიზნესმენთა ჯგუფი ცდილობს, ბრიტანელ პარტნიორს კომპანია წაართვას... 

კომპანია “მეჩელის” წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ კი მისი აქციები მკვეთრად დაეცა. 

გაუარესებულია მაჩვენებლები რუსეთის ორ მთავარ საფინანსო ბირჟაზეც - მათ შორის მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე, რომელზეც რუსული რუბლი დომინირებს. რუსეთის აქციები განუწყვეტლივ ეცემა მაისის შემდეგ, როცა ამ ციფრმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. საფინანსო ბირჟა RTS-ის მაჩვენებელი 22 პროცენტით არის შემცირებული. 

საქართველოში საომარი მოქმედებების წამოწყების შემდეგ რუსული კომპანიების აქციები კიდევ უფრო დაეცა. უცხოელი ინვესტორები ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად მოიშორონ თავიდან რუსული კაპიტალი. ექსპერტთა მოსაზრებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში, რუსეთის საერთაშორისო იმიჯის დაცემასთან ერთად რუსეთს, შესაძლოა, პრობლემებიც კი შეექმნას, თუმცა მას ნავთობპროდუქტების იმხელა მარაგი გააჩნია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ფასების კლება მის სიძლიერეს ვერ შეარყევს. 

არსებობს სხვა ბერკეტებიც, რომლის გამოყენებაც სესაძლებელია, თუმცა ევროპას რუსული გაზისა და ნავთობის გარეშე არსებობა გაუჭირდება. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც რუსეთი საკუთარი პოლიტიკის გატარებას შეუფერხებლად ახერხებს.

GeoNews | Переходов: 423 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ერთი თვის წინ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში შიდა ქართლისა და სამეგრელოს ისტორიულ მიწაზე პაჭანიკები და კიმერიელები გამოჩნდებიოდნენ. მაგრამ ჩრდილოელი ველურები მონღოლთა ნაშიერებთან ერთად შემოიჭრნენ. ახლა კი დადიან და დინგით ჩიჩქნიან მთელს საქართველოს.


ქართული ინტერნეტ-ფორუმებიდან ყველაზე მაღალრეიტინგული ფორუმი: ფორუმ.გე რუსმა ჰაკერებმა გათიშეს. თუმცა, სხვა ფორუმებზე გადანაწილებული ხალხი რა თქმა უნდა ამ საშინელ დღეებზე მაინც საუბრობდა.

თელიფინუ: “მეეჭვება რუსებმა თბილისი შტურმით აიღონ. რად უნდათ ეს? ძალადობა იქნება უზარმაზარი. მშვიდობიანი მსხვერპლი, სუვერენული ხელისუფლების სამხედრო დამხობა. ყველა მიზანი რაც შტურმით შეუძლიათ მიიღონ, შეუძლიათ მიიღონ შტურმის გარეშედაც. დაბომბვები, ეკონომიკური ობიექტების განადგურება (განსაკუთრებით ენერგოსისტემა), შესაძლოა ეკონომიკური ბლოკადაც. 2 კვირაში ქვეყანა იქნება სრულ ქაოსში, მოსახლეობაში - პროტესტი. თბილისში იქნება უმართაობა და სააკაშვილს მოუწევს დათმობა. უნდათ თუ არა ეს, გააკეთებენ თუ არა - სხვა საკითხია. მე თუ მკითხავ არც ოსეთ-აფხაზეთისთვის გაკეთებული არგიათ, მაგრამ რუსებთან 2+2=2, თავისი ანგარიში აქვთ. ამჟამად როგორც ვითარდება, სავარაუდოდ არ იზამენ. სხვათაშორის ანალოგიურად ჩვენ არ გვჭირდებოდა ცხინვალის შტურმი”.

რუსს არაფერი გამოსწორებს. იგი მთელს მსოფლიოს როგორც მომავალში დასაპყრობ სივრცეს, ისე უყურებს და თუკი მან სისხლის სუნი იკრა, ძნელია “ნადავლი” პირიდან გამოგლიჯო...

საბუნია: “წარმომიდგენია... საშინელებაა. მე რა დღეში ვიყავი აქ და თქვენ რა დღეში იქნებოდით მაგის წარმოდგენა არაა ძნელი. წარმოიდგინე, შედიხარ ფორუმზე, იგებ მაგარ ამბებს, რომ თურმე ცხინვალი ჩვენია, მეორე დღეს შემოდიხარ ძაან მაგარ ტალღაზე, ელოდები, რომ უკვე ხალხი ცხინვალშია და წურწუმია მღერის იქ, და ისეთ განწყობაზე ხარ რომ მისი "სულელი წვიმა" მაგრად გიყვარს, ამ დროს იგებ რომ სულაც არაა მასე, რუსეთი შემოდის და ბომბავს ჩვენ ბიჭებს, მარა იმავე საღამოს დასტური მოდის, რომ ჩვენები ჯავას ურტყავენ, როკის გვირაბი აწეულია და ყველაფერი მორჩა, რუსები ვერაფერს აკეთებენ და მიდიხარ დასაძინებლად იმის იმედად რომ ხვალ ყველაფერი იქნება ისე როგორც უნდა ყოფილიყო დღეს.

დილას იგებ, რომ თბილისია დაბომბილი, რომ გორია დაბომბილი, რომ ფოთია დაბომბილი, რომ სოფლებს ბომბავენ. აანალიზებ, რომ შენს ოჯახს და მეგობრებს შეიძლება ვეღარასოდეს შეხვდე, მაგრამ მოდის ცნობები რომ ამერიკელები იარაღს გვაწოდებენ, რომ ბულგარელებმა 10 ტონა ტყვია წამალი მოგვცეს, რომ თურქეთის კრეისერები მობილიზებულია, რომ ჭორის დონეზეა თუმცა საკმაოდ რეალური, რომ ნატო ჩვენს საჰაერო სივრცეს დაიცავს.

მიდიხარ დასაძინებლად იმის იმედად, რომ რუსეთი დამარცხებულია. დილას იგებ, რომ სენაკშია რუსული ჩექმა, ხაშურშია და დიღომშიც დგას თურმე, მაგრამ ხალხი მხნედაა, რუსები მოსახლეობას არ ერჩიან თურმე, უბრალოდ მოდიან პოზიციებს იკავებენ და დგანან. მაინც გაქვს იმედი, უკვე აღარ დაეძებ გამარჯვებას. იმაზე ლოცულობ, რომ მარიონეტმა მედვედევმა ცეცხლი შეწყვიტოს, რომ ხალხი არ დაიხოცოს უაზროდ. ამ დროს იგებ, რომ ეს ყველაფერი არარეალურია, რომ ჩვენები სასტიკად უსწორდებოდნენ მტერს, რომ უაზროდაა ხალხი ჩახოცილი, რომ არის იმის შანსი რომ კიდე ჩახოცავენ”. 

ეს სიტყვები ამერიკაში მყოფ ქართველს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ამერიკაში წასვლა, ქართველისათვის ხშირად გამოსავალი სულაც არ არის. თუმცა მე ნორმალურ ქართველებზე ვსაუბრობ და არა ფსევდოპატრიოტ მაჯლაჯუნებზე.

ომის პერიპეტიებს ბევრი ფორუმელი იხსენებდა. ზოგი სინანულით, ზოგი კი გაბრაზებით. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ორი რაღაცა ერთი და იგივეა.

Giogio-Mate: “როკთან ვიყავით და 2 ძლიერი გასროლაც მოხდა მაგრამ არ დაინგრა. ეს დაზუსტებით ვიცი. ვიცი, რომ 20 თვითმფრინავი მართლა ჩამოვაგდეთ. ისიც ზუსტია, რომ რუსებს მანქანებით გადაჰქონდათ თავიანთი ჩაძაღლებული ხალხი, მაგრამ ყველა იმას ამბობს, რომ ის 3 საათიანი მორატორიუმი არ უნდა მიეცა მიშას. მაგ 3 საათმა შეცვალა ყველაფერი. ჩვენები უკვე ჯავას იღებდნენ, რომ დაახევინეს უკან. ცხინვალი 3-ჯერ გააწმენდინეს და 3-ჯერვე უკან დაახევინეს. არ არის აფხაზეთის მსგავსი სიტუაცია? როკი ჩვენი იყო 3 საათი რომ არ მიეცა. მოგებული ომი წავაგეთ ისევ ხალხო. ახლა კი რუსი არ გავა არც სამეგრელოდან და არც სხვა ტერიტორიიდან, მოეშვით ამ ფერად ოცნებებს!”

თავის დროზე ერთი ჭკვიანი ბელგიელი ირონიულად ამბობდა, რომ “ქართველი მომიტინგეები მსოფლიოში ყველაზე მაგარი მომიტინგეები არიან და მიტინგის ჩატარება სხვა ქვეყნაბმა მათგან უნდა ისწავლონო”. ეს ბელგიელი რომ ჭკვიანი კაცი იყო, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 12 აგვისტოს, იმ დროს, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ დგას საოკუპაციო ტანკები, რუსთაველის გამზირზე მიტინგი იმართება, საიდანაც “ცნობილი სახეები” რაღაც მითიურ “გამარჯვებას” გვილოცევენ.

მროველი: “დაღუპულთა რიცხვი ათასს უკაკუნებს. როგორც აქამდე ვიცოდი, როცა ქვეყანა ამდენ მოქალაქეს კარგავს, საყოველთაო გლოვას აცხადებენ! ჩვენთან კი რუსთაველზე შეკრებილ ”ერთად მდგომ” საზოგადოებას, პოლიტიკოსები და ”საზოგადო მოღვაწეები” გამარჯვებას ულოცავენ. კარგი ჯანდაბას, ჩვენ ბნელები და პრიმატები ვართ. უბრალოდ ნახეთ ხალხის რეაქცია "ერთად დგომაზე", ვინც უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობდა. ისინიც პრიმატები და ბნელები არიან ბატონებო? მხოლოდ თქვენგან მოდის ნათელი სიმართლის სხივები?”

მწარედ ნაცნობი “ცნობადი სახეების” მიერ გამართული მიტინგი არც უცხოეთში მყოფ ქართველებს მოეწონათ.

Liklika: “გაღიმებული ხალხის სახეები, გამარჯვების ყიჟინა, დროშების ფრიალი, სიმღერები... არ იყო ამის დრო ჩემი აზრით, ძალიან გამაღიზიანებელი იყო პირადად ჩემთვის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემში რომ ეს გრძნობა გამოიწვია, წარმოდგენაც კი არ მინდა რა დღეში ჩააგდებდა შვილმკვდარ ან შვილდაკარგულ დედას. თუ მაინცდამაინც სოლიდარობა და ერთად დგომა იყო საჭირო, შეკრებილიყავით, დაგენთოთ სანთლები, მდგარიყავით ცოტა ხანი ჩუმათ და დაშლილიყავით. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები. შორს ვარ თქვენგან და შეიძლება არასწორედ აღვიქვამ”

საქართველოს ერთბაშად ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია და დაგვამშვიდეს, რომ ოკუპანტების ამ ქვეყნიდან გაბუნძულებას უზრუნველყოფენ. არადა, ჩვენ რომ ყველამ კარგად ვიცით ის კაცი, ჯერ კიდევ როდის ამბობდა: “საქმე ლაპარაკის ნაცვლად!”

Gizmo: “მიტინგზე სარკოზის გამოჩენის შემდეგ, მისალმების რეპეტიციისა, უნდა იყვიროთ "სარკო, "სარკო"-ოოო, ხალხი ძალიან უხალისოდ აჰყვა, მაგრამ მაინც არ მომეწონა.. იყო რამდენიმე მთვრალი ტიპი, აი კაი ნაქეიფარი. უეჭველი სუფრაზე საქართველოს მზეს იფიცებოდნენ, მაგრამ გუშინ ცვეტში ბენზინის რიგში იდგნენ საღამოს, გასაქცევად. ვიმეორებ, არავის უმღერია დღეს საღამოს იქ საესტრადო მომღერლებიდან. მე მგონი გარკვევით ვწერ და კიდევ ვინმე დაწერს მაგას და ვაწყენინებ. მე არ მიგრძვნია საზეიმო განწყობა, ხალხი სანთლებით იდგა. არავინ, არავის გამარჯვებას არ ულოცავდა, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. და მამენტ ვისაც რა არ უნდა ექნა, არავის აქვს უფლება ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს. იმიტომ რომ პირადად მე და ბევრს ჩემთან ერთად არაფერი ისეთი არ გაუკეთებია რაც დღევანდელ სიტუაციას არ შეეფერებოდა”.

ახლა ამის დრო არ არის, თორემ მშვენივრად ვიცი იმ მიტინგზე ვინც რას ლაპარაკობვდა. ზოგიერთი მათგანი სულ მცირე გაპანღურების ღირსი მაინც იყო მაგრამ...

ფორუმელი ივერიელი იმაზე საუბრობს, თუ რა ეკონომიკური შედეგებს მოიტანს ეს ომი. მისი აზრით, შესაძლებელია ეკონომიკური კატასტროფა მოხდეს.

- “კვირის ბოლოს უკვე დაიწყება სერიოზული ფინანსური კრიზისი საქართველოში და უცხოური ვალუტის შავი ბაზარი ჩამოყალიბდება. ეს იქნება კატასტროფის პირველი ნიშნები, რომელსაც მოსახლეობა ძალიან მწვავედ იგრძნობს, აი მერე იქნება საინტერესო კიდევ გაუჩნდებათ თუ არა სურვილი მიტინგზე მისვლის და მჲშას ძახილის ან სიმღერისა და ცეკვის. ეტყობა აქ ხალხი და არა მარტო აქ, საერთოდ საქართველოში ვერ აცნობიერებს თუ რა ხდება, თუმცაღა დასავლეთ საქართველოში უკვე დიდი ხანია გააცნობიერეს, ხოლო გორსა და ცხინვალის რაიონებში სიცოცხლის კრიზისი დიდი ხანია დგას. 

თბილისმა იკითხოს ხვალიდან, ტაიფუნი რომ აგორდება და მოდის, აი ეგრეა ეხლა საქართველოს საქმე. არანაირად არ მინდა პესიმისტი ვიყო, ყოველ მეორე პოსტში ვებღაუჭები ხოლმე იმედებს, მაგრამ რეალობა ისეთია რომ თუ თვალი არ გაუსწორე, შეიძლება მოგკლას”

თეთრი და შავი მხოლოდ აბანოში არ გამოჩნდება. თეთრი და შავი შესაძლებელია საშინელების დროსაც კი გამოჩნდეს. მთვარია დანახვა გინდოდეს.

24: “ამ ომის შემდეგ მე: 
1. დავინახე ის რომ რეგიონის, თაობების და ქვეყნების ბედი წყდება დღეს. 
2. დავინახე ის, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურია
3. დავინახე ის, რომ რუსეთის ფედერაცია ამ რეგიონში სერიოზული მოთამაშეა და მის გარდაცვალებაზე ცნობა ნაადრევი ყოფილა;
4. დავინახე ის რომ ქვეყანა ისევ პროპაგანდით ცდილობს იცხოვროს; 
5. დავინახე ის, რომ ევროპა დაკოდილია და მხოლოდ გაზზე ფიქრობს და ცდილობს "მშვიდობა" ჰქონდეს ნებისმიერ ფასად; 
6. დავინახე ის, რომ საფრანგეთს გაუჩნდა სერიოზული შანსი თავისი პოლიტიკის წარმოების, ბრიტანეთი ისედაც მიბმულია ა.შ.შ.-ზე, გერმანიას გაზი ანაღვლებს, იტალიაზე აღარც ვლაპარაკობ... 
7. დავინახე ის რომ "ახალი ევროპა" ფაფხურობს რაღაცას და დანარჩენს ღრმად ვკიდივართ;
8. დავინახე რომ მაკკეინი გიჟია და ობამას გამარჯვება უნდა გვინდოდეს;
9. დავინახე ის, რომ ქართველები არასდროს შევეგუებით მონობას!
10. დავინახე ის, რომ თურმე "ტრუბის" არსებობა და ამის გამო რუსული ჩექმის აქ არ შემოსვლა ზღაპარი ყოფილა”.

GeoNews | Переходов: 520 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

GeoNews | Переходов: 434 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

დღეისათვის, რეგისტრაცია შიდა ქართლიდან, იძულებით ადგილმონაცვლებულმა 60-მა ათასმა დევნილმა გაიარა. მათი ნაწილი უკვე განთავსდა სხვადასხვა დროებით საცხოვრებელში, ნაწილი კი დღემდე თავშესაფარს ეძებს. 


”პრესა.გე” რამდენიმე ასეთ დროებით საცხოვრებელს ესტუმრა, რომელიც ქალაქ თბილისის, ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის, მე-12 და 210-ე ბაგა-ბაღის შენობაში განათავსეს. 

მუსიკალური სკოლა
ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის შენობაში 200-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქ გორიდან და სოფლებიდან აჩაბეთიდან, ნიქოზიდან, ტყვიავიდან და ტირძნისიდანაა. 

ისინი დღემდე საკუთარი ნათესავების და ახლობლების ძიებაში არიან და იმედოვნებენ, რომ ღმერთის წყალობით ცოცხლებს იხილავენ. ცხინვალიდან ერთ-ერთი დევნილი, გენადი გოგიაშვილი იხსენებს მასზე განხორციელებულ მოროდიორობის ფაქტს: 

- ”სოფელში, რომ შევედი ქუჩაში არავის ჭაჭანება არ იყო. იქ მცხოვრებმა ოსის ქალმა, რომ დამინახა, მომაძახა: სად მიდიხარო? დავეჭვდი, რატომ მეკითხება-მეთქი და მანქანით გავყევი, რომ მივუახლოვდი, ავტომატის გასროლის ხმა გავიგონე. მოვტრიალდი და ოთხი იარაღიანი პირი დავინახე, რომლებმაც ტელეფონი წამართვეს, მაგრამ გამიშვეს. მაშინვე სახლისკენ გავეშურე. სახლი დაცხრილული დამხვდა, ფანჯრები ჩამსხვრეული, ავეჯი კი დალეწილი. ყურადღება არაფერს მივაქციე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. უცებ, ფეხის ხმა შემომესმა, რომ მოვტრიალდი, ორი ავტომატიანი, ქართულ ენაზე მოსაუბრე ოსი დავინახე. მაშინვე ფული და ძვირფასეულობა მომთხოვეს, მე, კი რაც გამაჩნდა ყველაფერი გამოვუტანე და ამით თავი გადავირჩინე, ეტყობა არ მეწერა სიკვდილი... ასე ”გამოვასწარი” ჩემი სახლიდან. მეორე დღეს გავიგე, რომ ჩემი ორივე მანქანა წაეყვანათ. აი, ასე დადიან და დათარეშობენ”, - იხსენებს ცხინვალის მკვიდრი. 

უკვე მეხუთე დღეა, რაც მე-12-ე ბაგა-ბაღში განთავსებული დევნილი შიდა ქართლელები უცხო ჭერქვეშ ათენებენ ღამეს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. 

დევნილები კერძო შემოწირულობების ხარჯზე არსებობენ და ურთიერთთანადგომით გააქვთ თავი. მათ არაერთი მოუგვარებელი პრობლემა აქვთ. შენობაში არ დგას საწოლები, არ არის თეთრეული, პირადი ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი. 

ბაგა-ბაღი №12
აქ 130 დევნილია განთავსებული. წლების მანძილზე უმოქმედოდ მიტოვებული შენობა საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარია. ნაგებობა ავარიულია. ამორტიზებულია წყალგაყვანილობა, კედლებიდან ჟონავს წყალი, შენობაში არ არის ელექტროენერგია და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. 

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ დღემდე, შიდა ქართლიდან დევნილები, ღამეს ღია ცისქვეშ, საბავშვო ბაღში დამონტაჟებულ სკამებზე ათენებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენობაში არამარტო საწოლები, არამედ დასაჯდომი სკამიც კი არ მოიპოვება. 

არადა, დევნილებს შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალბატონი, მეძუძური დედა, ჩვილი ბავშვები და მოხუცებულები არიან, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. 

Presa.ge-სთან საუბრისას დევნილებმა გულისწყრომით აღნიშნეს, რომ მათი სატკივარით ხელისუფლება არ დაინტერესებულა, ხოლო როდესაც ადგილობრივ გამგეობას მიაკითხეს, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიუგო: 

- ”ქვეყანაში ომია, გასაჭირია და აბა, სხვანაირად როგორ გინდათ,რომ იყოთ?”. 

ამის საპასუხოდ, ტყვიავიდან დევნილი ლალი მჭედლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: ”კარგად გვესმის, რომ ომია და ჩვენ ვიწვნიეთ კიდეც მისი შედეგი, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება? ელემენტარულად გამოსაცვლელი ტანსაცმელი, დასაწოლი ადგილი და ჰიგიენური საშუალებები არ გაგვაჩნია. გვყავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც მედიკამენტებს საჭიროებს, ასევე ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანები, ასაკოვანი მოხუცები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ”. 

- ”ჩვენ მარტო ყურადღებას ვითხოვთ. პირადად მე გთხოვთ დახმარებას, რომ ჩავიდე ტყვიავში და ჩემი მოხუცები ჩამოვიყვანო”, - გვეუბნება თვალზე ცრემლმორეული ქალბატონი და თავის გულისტკივილს გვიზიარებს. 

- ”სოფელ ტყვიავში დედამთილ-მამამთილი დავტოვე. მეუღლე პატიმარი მყავს. სოფლიდან ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოვიქეცი. აქ გავიგე, რომ სახლი დამიწვეს. რაც შეეხებათ მოხუცებს, მეუბნებიან, ცოცხლები არიანო, მაგრამ სიმართლე არ ვიცი”.  

დღემდე ეს ადამიანები ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით არსებობენ და იმედი აქვთ, რომ მათ გასაჭირს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს. 

ბაგა-ბაღი №210
აქ კი შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული 200-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქ გორიდან და სოფელ ერედვიდან არიან. პრობლემები ყველგან თითქმის ერთნაირია: არ აქვთ საწოლები და თეთრეული. თუმცა, დევნილების თქმით, მათ საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის პრობლემა შედარებით მოგვარებული აქვთ, რისთვისაც პირველ რიგში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს და კერძო პირებს უხდიან მადლობას, ვინც მათი სატკივარი გაითავისა. 



GeoNews | Переходов: 565 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული ჯარისკაცების შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილია 135 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 70 კი დაკარგულია.

საზოგადოების ნაწილი ამ რიცხვს არარეალურს უწოდებს და ფიქრობს, რომ თავდაცვის უწყება ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. სხვათა შორის, დაღუპულ რუს ჯარისკაცთა შესახებ არ საუბრობს არც რუსული მხარე. ამბობენ, რომ მათ ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ, ისევე როგორც ოსურ ბანდფორმირებებს. 

ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდგომ დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობის შესახებ თბილისში არა ერთი მოარული ხმა გავრცელდა. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია დიდი მსხვერპლის შესახებ ჭორია და ძალიან გაზვიადებული. 

ამ საკითხებზე “პრესა.გე” ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” დირექტორს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. 

ირაკლი სესიაშვილი: “თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რიცხვი აბსოლუტურად რეალურია - 135 ჯარისკაცია დაღუპული და 70-მდე დაკარგული. ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია. მით უფრო, რომ ვეყრდნობი იმ ჯარისკაცების მონაცემებს, ვინც იქ იბრძოდა. 

მათ მონათხრობს აბსოლუტურად ვენდობი. ჩემს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დანაკარგი ძალიან მცირეა იმ მოწინავე ბატალიონებში, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. საუბარი მაქვს 41-ე, 42-ე, 43-ე და სხვა ბატალიონებზე. ჩვენ ისინი საკუთარი თვალით ვნახეთ და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები არიან. ზოგიერთ ბატალიონში გარკვეული დანაკარგები აქვთ, მაგრამ არა იმდენი, როგორი გაზვიადებული ჭორებიც დადის”. 

135 დაღუპული არის მხოლოდ სამთავრობო ძალებში, თუ მათ შორის არიან რეზერვისტებიც? ასევე მოარული ხმებით, რეზერვისტებშიც სერიოზული დანაკარგია.
- რას ბრძანებთ. რეზერვში დიდ დანაკარგებზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი. სამწუხაროდ, დაღუპულები რეზერვისტებს შორისაც არის, თუმცა როგორც ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი. ცხადია, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ჩვენთვის თითოეული ადამიანის დაკარგვა მტკივნეულია და ერთი ჯარისკაცის სიკვდილიც კი დიდი მსხვერპლია. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ გავრცელებული ჭორები სხვადასხვა ბატალიონების განადგურების შესახებ მცდარია. როგორც ვიცი, ცხინვალში 40-45 დაღუპულია ჩარჩენილი. 

გული მწყდება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არ იწყებს მუშაობას და მიცვალებულების გადმოსვენებას არ ითხოვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოსური მხარე მზად არის ქართულ მხარეს გარდაცვლილები გადმოსცეს. არ ღირს ამ პროცესისთვის თვალის არიდება.

საქართველოს ხელისუფლება პირველივე დღიდან ამბობს, რომ დაღუპულებისა და დაჭრილების გამოსაყვანად რუსული მხარისგან ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებაზე არ თანხმდება.
- ასეთ დროს ბევრი ტყუილ-მართალია. ოსური მხარე აცხადებს, რომ ჩვენ ქართველი მეომრები უკვე სასახლეებში განვათავსეთ და მზად ვართ თბილისს გადმოვცეთ, თუმცა ქართული მხარე აქტივობას არ იჩენსო. ქართული მხარე კი ამბობს, რომ ვითხოვთ, მაგრამ არ გვაძლევენ. აქ სიმართლეს ვერ გაიგებ. 

ამ პროცესში წითელი ჯვარი უნდა ჩაერთოს. ცხინვალში ტყვეები და გატაცებული ხალხია. ახლა დამხარებას პირველ რიგში ისინი საჭიროებენ. უმჯობესია, დღესდღეობით ვისი გადარჩენაც შეიძლება, ის გადავარჩინოთ და დაღუპულებს კი სათანადო პატივი მივაგოთ და პატრონებს ჩავაბაროთ. 

ბოლო დღეებში სატელევიზიო კადრებით ვხედავთ, თუ როგორ ანადგურებენ რუსი ჯარისკაცები ქართულ სამხედრო ნაწილებს, როგორ გააქვთ ტექნიკა და იარაღი. თუ შეიძლება უკვე საუბარი იმაზე, რა ღირებულების ზიანი მიადგა ქართულ შეიარაღებას?
- მოდით, ამ საკითხის კომენტირებისგან ჯერ თავი შევიკავოთ. ხაზს ნუ გავუსვამთ, რომ დიდი რაოდენობით იარაღი გააქვთ და სხვა. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. ფაქტია, რომ რუსი სამხედროების მიერ ქართული სამხედრო ნაწილების ძარცვის კადრების ყურებამ გული გვატკინა. ეს ყველას ქონება იყო. 

მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებდა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, როდესაც თავდაცვის სფეროში ამდენი ფული იდებოდა. თუმცა როგორც ახლა აღმოჩნდა, ჩვენ ფულს არა თავდაცვაში, არამედ თავდასხმაში ვდებდით. 

როგორც აღმოჩნდა, თავდაცვითი სისტემა არ გვქონია. თავდაცვის სისტემები და თავდასხმის სისტემები ერთმანეთისგან ცოტა განსხვავდება. ეჭვი მაქვს, რომ უფრო მეტად თავდასხმითი იარაღი გვქონდა, ვიდრე თავდაცვითი.

შეფასებების გაკეთება ახლა ძალიან ადვილია, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას იმიტომ ვუხდით ხელფასს, იმიტომ მივეცით ლეგიტიმაცია და ნდობა, რომ ჭკვანი ხალხი გვგონია. ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ჩვენი ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მასთან ერთად პასუხი უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ამ ხელისუფლებას აძლევს ხმას. 

როგორც აღმოჩნდა, საქართველო რეალურად რუსეთის საჰაერო იერიშებმა გატეხა. ამ თავდასხმის მოგერიების საშუალება იყო?
- რეალური საფრთხე იყო, რომ რუსეთი ჰაერიდან მოახდენდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების განადგურებას. ამან როგორც მორალურად, ისე ტაქტიკურად წელში გატეხა ქვეყანა. როგორც თავად ჯარისკაცები ამბობენ, თავის ამოწევის საშუალებას არ აძლევდნენ, ისეთი მასშტაბის საჰაერო იერიშები მიდიოდა. 

სხვათა შორის, თავის დროზე სერბეთმა რამდენიმე ათას დაბომბვას გაუძლო. თუკი ვინმე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამდა და ომში ჩაერთვებოდა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო, თავდაცვაზე უნდა ეფიქრა. ასევე, უნდა ეფიქრა ევაკუაციის გზებზე, ქონების გადარჩენაზე, გზების, ხიდების და მაგისტრალების დაცვაზე. ეს არის სტრატეგიის ანბანი. 

ის, რომ ყველაფერ ამისთვის საქართველო მოუმზადებელი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ ხომ არ მიანიშნებს, რომ ქართული მხარე ომის დაწყებას არ აპირებდა და მით უფრო რუსეთის ღია აგრესიას არავინ ელოდა?
- საზოგადოება ხელისუფლებას იმიტომ უცხადებს ნდობას, რომ იქ პროფესიონალები უნდა იყვნენ. რას ჰქვია, არ ელოდა? დიდი ბოდიში, მაგრამ საბავშვო ბაღი ხომ არ არის. 

რა სისტემები უნდა ჰქონოდა ქვეყანას, რომ საჰაერო შემოტევის მოგერიება მომხდარიყო.
- საჰაერო თავდაცვის ძალიან ბევრი სისტემა არსებობს. არის სტაციონალური, არის გადასაადგილებელი სისტემა. 21-ე საუკუნეა და თუ სურვილია, თვითმფრინავებს პანტა-პუნტით ყრიან. 

რაღაცეები არ გვქონდა, რაღაცეები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. რაღაცეები გვქონდა და სპეციალისტები არ გვყავდა. ახლა ამაზე საუბარი მხოლოდ უაზრო დისკუსიაა. ახლა ბევრი ამბობს, რომ სხვა ვითარება იქნებოდა, როკის გვირაბი რომ აგვეფეთქებინაო. 

ღმერმა დაგვიფარა, როკის გვირაბი რომ არ ავაფეთქეთ. იმიტომ, რომ თუ როკს ავაფეთქებდით, დასავლეთ საქართველოში შემოვიდოდნენ და სრულად დაიკავებდნენ. თუ თვითმფრინავებს ჩამოვუყრიდათ, მაშინ სტრატეგიულ რაკეტებს გამოიყენებდნენ, თუ სტრატეგიულ რაკეტებს შევეწინააღმდეგებოდით, შეიძლება ქიმიური და ბირთვული იარაღიც კი გამოეყენებინათ. 

ასე რომ, მოდით, ამ უაზრო დისკუსიებს შევეშვათ. ჩვენი მთავარი შეცდომა ამ ომში ჩაბმა იყო. ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება. დანარჩენი ყველაფერი არის პინგ-პონგის თამაში. 

ომში ჩაბმას შეცდომად აფასებთ, სხვა გამოსავალი არსებობდა?
- რა თქმა უნდა, არსებობდა. არაერთხელ მსმენია ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, რომ სხვა გზა არ არსებობს და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, გადავდგათ ეს ნაბიჯიო. ეს ტყუილია. პოლიტიკოსი და დიპლომატი რომელიც ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობს, არაპროფესიონალია. სხვა გზა ყოველთვის არსებობს და თითოეული საშუალება უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალურად გაანალიზებული და ყველა დიდი თუ პატარა სტრატეგია გათვლილი. 

ფაქტია, რომ ომისა და შემდგომი ინტერვენციის დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს სერიოზული ზიანი მოადგა. როგორც ცნობილია, ნატო-ს წევრი ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები აქტიურად ეხმარებოდნენ საქართველოს შეიარაღებაში. ამის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება?
- ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ყოველდღიურ ვითარებაზე. ნუ ვიფიქრებთ, რომ რაც დღეს დასავლეთში გადაწყდება, ხვალ ის აუცილებლად შესრულდება. ყველაფერი იმის მიხედვით მოხდება, ხვალ რა მოვლენებიც განვითარდება. დღეს ნატოც, შეერთებული შტატებიც და ევროპაც გადასულია ყოველდღიურ ეტაპობრივ მუშაობაზე. 

მოხდება ვითარების გაანლიზება, სიტუაციის შეფასება. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შეფასება იქნება ცალსახა, ყველაფერ ამას დაერქმევა აგრესია, საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ყველა ერთხმად შეთანხმდება იმაზე, რომ საჭიროა ქმედება და მხოლოდ ქმედების პირობებში არის შესაძლებელი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ამ რეგიონში.

ქმედება რა მიმართულებით?
- ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო თუ სხვა. რაც შეეხება, უშუალოდ სამხედრო დახმარებას, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი ჯონ მაკკეინი გახდება, ის დახმარება რასაც ჩვენ დღეს მოველით, გაორმაგდება.
                                               DONWLOAD
GeoNews | Переходов: 555 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

რუსეთ საქართველოს ბრძოლამ ძალზედ მძიმე ეკონომიური თუ სამხედრო დანაკარგი მოუტანა რუსეთს, მარტო ამ ბოლო დღეების განმავლობაში ინვესტიციის დიდი ნაწილი დაკარგეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სოჭში ოლიმპიადის ჩატარება. მინდა შეგახსენოთ რომ რუსეთს საერთაშორისო ოლიმპიადის კომპიტეტმა სოჭში ოლიმპიადის ჩასატარებლად 59-ი მილიარდი დოლარი გამოუყო. ახლა კი როცა მსოფლიო ითხოვს სოჭიდან სხვაგან გადაიტანონ ოლიმპიადა რუსეთი კარგავს 59 მილიარდს პლუს რუბლი დაცემის ტემპი მატულობს, ბიზნეს ინვესტიციები 80%-მდე შემცირდა თითქმის. ასევე რუსებმა განიცადეს დიდი სამხედრო დანაკარგი 50-მდე მძიმე ტექნიკა 21-ი თვითმფრინავი (შეგახსენებთ თითო თვითმფრინავის ფასი მილიონ ორასი ათასია). ასევე რუსებმა განიცადეს დიდი დანაკარგი ხალხში და ვრცელდება ინფორმაცია რომ ცხინვალში იმიტომ არ უშვებენ ჯურნალისტებს, რომ რუსები ახდენენ თავისი მკვდარი ჯარისკაცების გატანას რათა არ მოხდეს ყველაფერი ამის გაშუქება. ყველაფერი ამის შემდეგ რუსეთს მეტი აღარაფერი დარჩენია თუ არა უკან დაიხიოს... მაგრამ ესე ღიად მსოფლიოს თვალში თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას გავიდეს საქართველოდან ამიტომ რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს საქართველოს ძარცვა და ეკონომიური ზიანის მოყენება, იპარავენ: ქვაბებს, ხალიჩებს, ავეჯს, ჭურჭლის ჟელეებს, ნახმარ ტანსაცმელს და მინდა გითხრათ რომ რუსმა ჯარისკაცემბა ერთ-ერთი გორის მაღაზია გატეხეს და კბილის ჩოთქებიც კი მოიპარეს...

რუსებმა ომით ბევრი ვერაფერი დაგვაკლეს, საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცი იბრძოდა ქვეყნის დასაცავად და როგორი რთული მდგომარეობა არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის გამართულა საქართველო წელში ისევ დაუზრდია ნამდვილი მამულიშვილები და ისევ გაძლიერებულა ერი...
მინდა გითხრათ რომ ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ქართველებს უნდოდათ ომის დაწყება მაგრამ ეს სიცრუეა პირველ დღეებში რუსებმა მოგვიკლეს ჩვენი 6-ი ჯარისკაცი, ასევე რუსებმა ომამდე რამოდენიმე თვით ადრე გაიყვანეს ცხინვალიდან მოსახლეობა თითქოსდა იმიტომ რომ საქართველო გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას... 
ასევე ძალზედ ცხადია რომ რუსებმა ომი დაამთხვიეს ოლიმპიადას რათა მთელ მსოფლიოს ყურადღება გადატანილი ექნებოდა ომის დროს ოლიმპიადაზე და საქართველოსთვის ვეღარავინ მოიცლიდა, მაგრამ ეს გეგმაც წყალში ჩაუვარდათ. რუსები გეგმავდნენ საქართველოს შემოტევას აგვისტოს მეორე ნახევარში რადგან ეს პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი თორემ ზამთარში კავკასიონი თოვლით იფარება, როკის გვირაბიც შესაბამისად და არანაირად გამოუვიდოდათ ზამთარში ომის დაწყება რუსებს.
მოკლედ მეტი აღარაფერია მგონი სათქმელი, რუსეთს მთელმა მსოფლიომ ანახა რომ 1921-ი წელი აღარაა და ეხლა ვეღარავინ შეძლებს იმპერიული იდეოლოგია გაატაროს სხვა ქვეყნებში და მათი ოკუპაცია მოახდინოს, რუსეთის რეგულარული არმია სამშვიდობო დოკუმენტის მიხედვით ხვალიდან (18.08.2008) იწყებს საქართველოს დატოვებას, ამის შემდეგ მოხდება რუსეთის (ვითომდა) სამშვიდობოების ჩანაცვლება საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით, რაც იმის ნიშანია რომ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც ისევ ჩვენი (საქართველოს) იურისდიქციის ქვეშ მოვიქცევთ და ბოლოს და ბოლოს მორჩება ჩვენი გმირი ვაჟკაცების 1992-წელს დაწყებული საქმე...

GeoNews | Переходов: 484 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

თუ გლობალურ პოლიტიკას დავივიწყებთ და რეალობას თვალს გავუსწორებთ, რუსეთი ქართულ ეკონომიკას ტანკებით ანგრევს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ქართველი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ტანკებით ბრძოლის დრო დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა და რუსეთი საქართველოს ანექსიას ეკონომიკური ბერკეტებით ცდილობს. 


ტყუილი იქნება ვამტკიცოთ, რომ ჩრდილოელ მეზობელს ამაში ჩვენც არ ვუწყობდით ხელს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ქართულ ეკონომიკაში რუსულ სახელმწიფო კაპიტალს ფესვები, ასე თუ ისე, გადგმული აქვს, ქართული ეკონომიკის განადგურებას მაინც რუსული ბომბდამშენები და ტანკები დასჭირდა. 

ზარალის დათვლა ჯერ ვერც კი ხერხდება. იმის მიუხედავად, რომ დასავლეთ საქართველო თითქმის თბილისამდე იზოლირებულია და იძარცვება, შეჩერებულია სატრანსპორტო მიმოსვლა და სარკინიგზო გადაზიდვები, ზარალის ოდენობა ასეულობით მილიონს ითვლის. 

თუმცა ქართულმა, სხვათაშორის, საკმაოდ არამყარმა ეკონომიკამ შოკს ღირსეულად გაუძლო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამ კატაკლიზმებს საკმაოდ სწრაფად გაუმკლავდება, საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებული ძალისხმევა ამყარებს. 

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს საქართველოს დახმარების სტრატეგიული გეგმა უკვე გააჩნია. სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გრანტებსა და შეღავათიან კრედიტებს საქართველო რუსული ჯარის ქვეყნიდან გასვლისთანავე უნდა ელოდეს. მანამდე კი ქვეყანამ უკვე მიიღო რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს საქართველოს მიმართ არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია. ამის დასტურად რამდენიმე ფაქტის კონსტატაციაც კი საკმარისია: 

ამერიკამ საქართველოს ეკონომიკური პაკეტი გამოუყო და, როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, ეს ინფორმაცია ამერიკის ხაზინამ გაავრცელა. ასევე, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები მზად არიან, ეკონომიკურად დაეხმარონ საქართველოს და გარკვეული თანხები გამოუყონ. 

ამერიკის გარდა, დასახმარებლად მზად არიან ევროპის ქვეყნებიც. 

ექსპერტების შეფასებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, “სახალხო ბანკმა” ლონდონი-სითიში, ევროპის საფინანსო ცენტრში საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების “ჯი-ემ-ელ-კაპიტალისა” და “სინერჯის” მხარდაჭერით, 35 მილიონი აშშ დოლარის რესურსი მოიზიდა. 

ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტი გამორიცხავს შიშის საფუძველს ქართული საბანკო სფეროს შეფერხებასთან დაკავშირებით. 

მსოფლიო ბანკი, საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად, საქართველოსთვის ახალი კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, რომლის მოცულობა 300-350 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს თანხები საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება მომავალი ერთი წლის განმავლობაში გააგრძელოს რეფორმების კურსი და განავითაროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა. 

მსოფლიო ბანკი დაახლოებით 120 მილიონიან საკრედიტო ხაზებს გაუხსნის ქართულ კომერციულ ბანკებს, რაც არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთელი ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

საქართველოს თანადგომას უცხადებს თურქეთიც და უკვე ცნობილია, რომ მთლიანად ჩაერთვება საქართველოს დანგრეული ქალაქების რეაბილიტაციის პროექტში. გაგრძელდება თურქეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნა დევნილებისათვის. თურქული მხარე აცხადებს, რომ პარალელურად გაფართოვდება თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მთლიანად შავიზღვისპირეთი დაზღვეული იყოს მსგავსი მასშტაბური კონფლიქტებისგან. 

საკმაოდ დიდი მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპის სხვა ქვეყნები. როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი დევიდ კემერონი აცხადებს, ”დასავლეთში ყველას კარგად ესმის, რომ თუ ახლა საქართველოს გვერდით არ დავდგებით და არ დავუჭერთ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჯერი უკრაინაზე, ესტონეთსა და სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე მიდგება. დასავლეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველოსა და უკარაინას უმოკლეს დროში ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარს არ დაუჭერს”. 

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მზადაა, საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. საუბარია არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებებზე, არამედ კრედიტებზე. ექსპერტები აცხადებენ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის კრედიტის გამოყოფა ნიშნავს, რომ ამ კრედიტების დაბრუნების პერსპექტივაც არსებობს და მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, საქართველოს არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ განვითარების დიდი შანსი აქვს. პოლიტიკურად კი ეს თანადგომა იმის მიმანიშნებელია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთის პირისპირ მიტოვებას არ აპირებს. 

ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის დათვლა არ ხერხდება, დასავლური დახმარება ძირითადად ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, რაც როგორც დასავლელი მეგობრები გვპირდებიან, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 

საქართველოს თანადგომას უცხადებს აზერბაიჯანიც, და ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა აზერბაიჯანული სტრუქტურა სრული დატვირთვით მუშაობს 

მუშაობა არ შეფერხებულა არც ყულევის ტერმინალზე. “სოკარი” საქართველოში ნავთობპროდუქტების ძირითადი შემომტანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანიდან სამხედრო დანიშნულების მანქანებისთვის დიზელის საწვავის დამატებითი მარაგი შემოვიდა და აზერბაიჯანული მხარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახებსაც ეხმარება. 

აზერბაიჯანელები მოუწოდებენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს, რომ მეზობელ ქვეყანას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური დახმარება აღმოუჩინონ. 

დამაიმედებელ ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს მთავრობაც, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად მუშაობს. გილაურის განმარტებით, საკმარისი რეზერვი არსებობს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მხრივაც. პრობლემები არ შექმნილა არც საწვავის კუთხით. ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანა პროდუქტებით ისევე მარაგდება, როგორც ადრე და არ არის საჭირო, დიდი ოდენობით სურსათის შეძენა. 

საკუთარი პროექტები აქვთ საქართველოში მოღვაწე უცხოურ კომპანიებს, რომლებიც, ამ ეტაპზე, დევნილებს ეხმარებიან. კონფლიქტისას დაზარალებულთა დახმარებისათვის ფინანსების მოზიდვას გეგმავენ ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთელები, რომლებიც ფონდებში შეგროვილი თანხებითა და დევნილთა დახმარებით საქართველოს ბიუჯეტსაც დაეხმარებიან, რადგან ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის განკუთვნილი თანხები შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი ნამდვილად არ იქნება. 

ამ ეტაპზე, როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს გარშემო ტრიალებს, ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის იმედი ნამდვილად არსებობს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუკი დასავლეთი გაერთიანდება და კომპრომისზე არ წავა, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო დემოკრატიასაც იხსნის.

GeoNews | Переходов: 493 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-18

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz