პარასკევი, 2024-03-29, 12:23 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საიტების კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია საიტი: 21-40
გვერდები: « 1 2 3 4 ... 6 7 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები

                    

საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაზარალებულთა საერთო რიცხვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 526–ია. ანუ 526 ადამიანმა გაიარა და გადის სტაციონარულ მკურნალობას. 


აქედან 70 მშვიდობიანი მოსახლეა, ხოლო დანარჩენი სამხედრო პირი. მათგან უმეტესობა ნამსხვრევი ჭრილობითაა საავადმყოფოში შემოსული. დღემდე მკურნალობას გადის 120 ადმიანი, აქედან 29 მშვიდობიანი მოქალაქეა. 9 აგვისტოს თავში გამავალი ჭრილობით შემოყვანილი ერთი სამხედრო გარდაიცვალა. 

ამ საკითხებთან დაკავშირებით ”პრესა.გე” ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილების ხელმძღვანელს, შადიმან სახვაძეს ესაუბრა: 

- “დაახლოებით 60-მდე პაციენტი მივიღეთ ამ დღეებში. ნაწილი პაციენტებისა, რომლებიც შედარებით მსუბუქად იყვნენ დაჭრილები, სხვა სავადმროფოებში გადაიყვანეს, ნაწილი - ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა”. 

აქედან სამხედრო რამდენი იყო?
- უმეტესწილად სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ დაბომბვების დროს მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით. დღეს დაახლოებით ორი მესამედი დარჩენილი პაციენტებისა სამხედროა. 

მათი მდგომარეობა სტაბილურია. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ჰქონდათ. თითქმის ყველას გაკეთებული აქვს ოპერაცია. ეს არის მკურნალობის პირველი ეტაპი. ცეცხლნასროლი დაზიანება ინფექციის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის დაზიანებად ითვლება. როდესაც ჭრილობები დაიხურება, პაციენტების გარკვეულ ნაწილს გასაკეთებელი ექნება სარეკონსტრუქციო ოპერაციები. საბოლოო განკურნებისათვის შესაძლოა რამდენიმე თვეც გახდეს საჭირო. ზოგს იმდენად რთული დაზიანება აქვს, რომ ძალზედ რთული სარეკონსტრუქციო ოპერაცია დასჭირდება. 

სიცოცხლის თვალსაზრისით მძიმე პაციენტი განყოფილებაში არ არის, მაგრამ დაზიანების სიმძიმის თვალსაზრისით - რა თქმა უნდა გვყავს. აქ ყველა პაციენტი უფასოდ მკურნალობს. 

რამდენად იყო მზად თქვენი განყოფილება ამ რაოდენობით პაციენტების მისაღებად?
- ყველაფერს სიტუაცია განსაზღვრავს. რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვქონია. უპირველეს ყოვლისა, ამას ჩემი კოლეგების მობილიზებულობიდან გამომდინარე ვამბობ. მე, როგორც ხელმძღვანელს, არ დამჭირვებია ჩემი კოლეგებისთვის შემეხსენებინა, რომ მოსულიყვნენ და გვემუშავა. მოგეხსენებათ, ზოგიერთი მათგანი შვებულებაში იყო. მთელმა გუნდმა პირველი ერთი კვირის განმავლობაში დღე და ღამე ვიმუშავეთ. ვმუშაობდით ძალიან ორგანიზებულად. მართალია, ადგილები შეზღუდული იყო, მაგრამ ადმინისტრაციის ჩარევით ეს პრობლემაც მოგვარდა. ნაწილი ოთახებისა გათავისუფლდა და საწოლების განსათავსებლად მომზადდა. ყველა პაციენტი იღებდა დროულ და კვალიფიციურ დახმარებას ამ დღეების განმავლობაში. 

ფსიქოლოგიური სამსახური თუ მუშაობდა ადგილზე ამ დღეებში?
- ფსიქოლოგიური სამსახური არ ყოფილა, მაგრამ საპატრიარქოდან მოგვაშველეს მონაზვნები და მორჩილები დედა ეფემიას ხელმძღვანელობით, რომლებიც ექთნისა და სანიტრის ფუნქციებს ასრულებდნენ. რითაც ყველანი აღფრთოვანებულები ვართ და ბედნიერები, არის ის, რომ აღმოჩნდა, რომ სხვა ჯარი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა ამხელა განსაცდელი გამოიარეს, აქ ყოფნის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაუწუწუნია არავის. მედგრად უჭირავთ თავი, სერიოზულები, მამაცები და ჩამოყალიბებულები არიან. იმ ჯარისგან განსხვავებული ჯარი გვყავს, რომელიც წარსულიდან აფხაზეთის მოვლენების განვითარების პერიოდიდან გვახსოვს. საოცრად კარგი ბიჭები არიან. არანაირი შიში და ნერვიულობა არ ეტყობათ მათი ფიზიკური მდგომარეობის გამო.  

ყველაზე მეტი პაციენტი რომელ განყოფილებას ყავდა?
- დანამდვილებით ვერ გეტყვით. ჯერ მკურნალობა უტარდებოდათ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კორპუსში, სადაც ვმუშაობდით გუნდურად, ერთობლივი ძალებით - ქირურგები, ტრავმატოლოგები... შემდეგ პაციენტები განყოფილებების მიხედვით ნაწილდებოდნენ ან თავისუფალი ადგილების გადანაწილების პრინციპით. მაგალითად, უფრო მსუბუქ პაციენტებს თერაპიის განყოფილებაში ვაწვენდით, სადაც ასევე ჩვენ და ქირურგები ვმეთვალყურეობდით. იმის ხაზგასმა მინდა, რომ მთელი კლინიკა მუშაობდა როგორც ერთი გუნდი. 

გერმანიაში ჩვენს მეგობრებს დავუკავშირდით, რომლებიც მზად არიან დახმარება გაგვიწიონ, მაგალითად - ინსტრუმენტებით. განსაკუთრებით რთული პაციენტები, რომლებსაც ძალიან ძნელი და ძვირადღირებული რეკონსტრუქციული ოპერაციები დასჭირდებათ, შეიძლება იქაც კი მიიღონ სამკურნალოდ. თუმცა, დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვი. ეს წინასწარი ინფორმაციაა. 

განსაკურებით ხანგძლივი თანამშრომლობა ჩვენ გერმანიის კლინიკებთან გვაკავშირებს. შტაუფერ კლინიკისგან (ულმის უნივერსიტეტის კლინიკა), რომელსაც ჩემი მეგობარი დოქტორ მანფრედ ვიდემანი ხელმძღვანელობს, უამრავი დახმარება გვაქვს აქამდეც მიღებული. ასევე იენის უნივერსიტეტის კლინიკაში არიან მზად რომ დახმარება გაუწიონ ასეთ პაციენტებს. მოკლედ, მარტო არა ვართ. ჩვენს გვერდით არიან ჩვენი კოლეგები. მაგრამ რასაკვირველია, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენი გასაკეთებელია.

GeoNews | Переходов: 501 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                      



- 8 აგვისტოს დავიჭერი, ცხინვალის შესასვლელთან, რუსული მოიერიშეების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად. ჩვენს მახლობლად ორი კასეტური ბომბი ჩამოვარდა და აფეთქდა. ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სამხედრო დაიჭრა და დაიღუპა. დაახლოებით 30-დან 50 კაცამდე, ეს მხოლოდ ამ ორი ბომბის ჩამოგდების შედეგად. ხოლო დაიჭრა 100-150 ადამიანი - მეოთხე ბრიგადის სამი სხვადასხვა ბატალიონიდან. 

დაბომბვა მოხდა პირველიდან ორ საათამდე დღისით. ეს იყო რუსების მიერ ჩამოგდებული პირველი ბომბი. მე ქვეით ბატალიონში ვმსახურობდი. ქვეითები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. 

დაჭრილი ჯარისკაცებიდან ზოგი ბეტეერით გამოიყვანეს, ზოგი ”ტოიოტა ჰაილუქსით”. 

როდესაც დაჭრილებით სავსე ”კრაზი” ცდილობდა გამოსულიყო, მოიერიშე თვითმფრინავმა მასზეც განახორცუიელა შეტევა და გაანადგურა. ანუ დაჭრილებს ხელმეორედ დაარტყეს. ”კრაზზე” განთავსებული დაჭრილების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, რადგანაც მე მანამდე გამოვედი, თვითონ დაჭრილი ვიყავი. საჭესთან დავჯექი, დაჭრილები ”ჰაილუქსით” გამომყავდა. 

ვინც ჩაეტია (დაჭრილები) ”ჰაილუსქებში” განვათავსეთ, დანარჩენი - ბეტეერებზე, სადაც კი შეიძლებოდა – გარედან, შიგნიდან. დაახლოებით ათი ”ჰაილუქსით” გამოვედით და ორი ბეტეერით. პლიუს - ”კრაზები”, რომელთაგან ერთი აფეთქდა. ყველა ამ სატრანსპორტო საშუალებამ თითო რეისი გააკეთა. ზოგი ფეხითაც გამოდიოდა, ვინც საღსალამათი იყო და სიარული შეეძლო. 

ავნევიდან გორში ჩაგვიყვანეს და გორიდან კი პირდაპირ თბილისისკენ გამოგვიშვეს. 5 წუთი გამაჩერეს იქ, სისხლი შემიჩერეს და აქეთ გამომაქანეს. 

ახლა ფეხი თაბაშირში მაქვს, მკლავში კი - გამავალი ჭრილობა. დროის ფაქტორია, თორემ საშიში აღარაა, მეორე ოპერაცია არ დამჭირდება. 

ჩემი ქვეითი ბატალიონიდან არ ვიცი ცოცხალი რამდენი გადარჩა, აქ ვწევარ და არაფერს მეუბნებიან. მეოთხე ბრიგადა იყო. პირველები ჩვენ შევედით. 

საშინელება იყო, რამე თუ შეიძლება იყოს საშინელი, ეგ იყო. კინოშიც კი არ მინახავს ასეთი დამწვარი და განადგურებული ხალხი. დაღუპულებს მეტწილად დამწვარი და დაგლეჯილი სხეული ჰქონდათ. 

სანამ მოიერიშეებით პირველი დაბომბვა მოხდებოდა პოზიციურ ბრძოლებში დაჭრილი 10-15 ჯარისკაცი ხის ძირას გვეწვინა. იმათაც დაუშინეს. 

დაჭრილები ავნევამდე ჩამოვედით. სადაც სატანკო ბატალიონი იდგა, ბიჭებმა გვიშველეს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სატანკომ. 

არ მოველოდით, რომ რუსეთისგან ასეთი საპასუხო რეაქცია იქნებოდა. თავიდან, სანამ მოიერიშეები ჩვენ შემოგვიტევდნენ, ერთი ორჯერ გადაგვიფრინეს. ჩვენ ცოტა დაფანტულები ვიყავით. 

სხვაგან ჩამოყარეს ბომბები, ჩვენები გვეგონა და ხელებს ვუწევდით. მესამე ჯერზე გამოიარეს და მერე დაგვბომბეს. ფიჭვნარში ვიყავით. ჩვენები იმიტომ გვეგონა, რომ მოიერიშემ ცხინვალის მხარეს ჩამოყარა ბომბები. ვიფიქრეთ, იმათი ტექნიკა იყო იქ დამალული და ამ ქმედებით ჩვენები გვეხმარებოდნენ. 

რუსებს რომ ავიაცია არა ჰყავდეთ და სახმელეთოთი წამოვიდნენ, ვერაფერს გვიზამენ. პოზიციურ ბრძოლებში დიდი უპურატესობით ვიმარჯვებდით და ყოველთვის გავიმარჯვებთ. იმიტომ, რომ მოტივაცია უფრო დიდი გვაქვს - ჩვენს ტერიტორიას ვიცავთ. ისინი არიან მომხდურები და ველურები. 

ერთი სული მაქვს, როდის გამწერენ და ყველა ეგრეა. ჩემი ბატალიონიდან აქ რამდენიმე იყო, მაგრამ გაეწერნენ. მეგობრები მაკითხავენ, ჯარისკაცები, ბატალიონის მეთაურები, ყურადღებას არ მაკლებენ, მაგრამ არაფერს მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო. იქნებ, სულაც კარგადაა საქმე, ჯერ არ ვიცი. ჩემი ბატალიონის უფროსობა გადარჩა.

GeoNews | Переходов: 568 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                                  

რუსებმა ლამისაა კასპიური ენერგორესურსების ხელში ჩაგდება იზეიმონ. რუსი და ზოგიერთი ევროპელი ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთის გეგმები ტრანსკასპიური ენერგოდერეფნის შესახებ საბოლოოდ დაიმხსვრა. 


რუსული ეგზეკუციის შემდეგ, ვერც კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები და ვერც დასავლელი ინვესტორები ვერ გარისკავენ რუსეთისაგან დამოუკიდებელი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. 

რუსი ჟურნალისტების განცხადებით, კავკასიაში წარმოებულმა მოულოდნელმა ომმა ნეგატიურად იმოქმედა არა მარტო ამერიკის იმიჯზე, არამედ მან დაანგრია ამერიკული და დასავლური კომპანიების გეგმები, რეგიონში გაზისა და ნავთობის უზარმაზარი სისტემების შექმნის შესახებ. 

რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციაში რუსეთს შესაძლებლობა ექნება გააკონტროლოს 35 მილიარდი ბარელის კასპიური ნავთობი და ტრილიონი კუბური მეტრი გაზი. 

მათი ვარაუდით, ევროპის იმედები - შეემცირებინა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება (ამ მომენტისთვის “გაზპრომი” უზრუნველყოს ევროპული მოთხოვნილების მესამედს) და მოეძებნა კასპიური ენერგორესურსებისათვის ალტერნატიული წყაროები - დღესდღეობით შეუსრულებადია. 

ბრიტანელი ექსპერტი კრის რუპერტი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს დამარცხების შემდგომ “არარუსული მილსადენის” კასპიიდან და შუა აზიიდან გატარების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. 

- ”იმ ქვეყნებში, მილსადენების მშენებლობა, რომლებიც რუსეთის აგრესიისაგან დაუცველები არიან, გაუმართლებელია და დიდი რისკის შემცველია”. 

აქედან გამომდინარე, საქართველო ევროპის ენერგო-ინტერესების სფეროში კარგა ხნით ვეღარ მოექცევა. ის პროექტები (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-ერზურუმი), რომლებიც უკვე მოქმედებს, კვლავ გააგრძელებს ფუნქციობას, მაგრამ ახალი პროექტების ამუშავებას საკმაო დრო დასჭირდება. 

ევროპა და საქართველო ენერგო-პერსპექტივაში გარკვეუწილად იზოლაციაში აღმოჩნდნენ. დღევანდელ სიტუაციაში საქართველო ევროპისაგან ისედაც იზოლირებულია ენერგო-კავშირებით. ამჟამად საქართველოს არ მიეწოდება მაღალხარისხიანი ევროპული ნავთობპროდუქტები და მხოლოდ აზერბაიჯანულ “რეგულარის” ტიპის საწვავზეა დამოკიდებული. 

ჯერჯობით არავინ იცის, როდის აღდგება დასავლეთთან ბიზნეს-ურთიერთობები. ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის დაზიანებას რუსები ამ წუთშიც განაგრძობენ. 

მოგეხსენებათ, ფოთი რუსი სამხედრო შენაერთების მიერ მთლიანად არის ოკუპირებული, რის გამოც ბენზინი სარკინიგზო გზით შემოდის. მომარაგების თვალსაზრისით, კრიზისი არ შეიმჩნევა, ქვეყანაში ნავთობის რაოდენობა საკმარისია. 

მეტიც, მოწოდება შეუფერხებლად ხდება და უახლოეს პერიოდში და შემდეგაც გვექნება იმ რაოდენობის საწვავი, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს მთლიანად დააკმაყოფილებს. დღესდღეობით არსებული მარაგი კი მოთხოვნილების სრული შესაბამისია. 

ვანო მთვრალაშვილი, ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე:”ფასის მატება გამორიცხულია, არც ვინმეს მივცემთ საშუალებას, რომ ნავთობის ღირებულება სპეკულაციურად გაზარდოს. ძველი ფასები შენარჩუნდება. რაც მთავარია, ამ ეტაპზე არ გვაქვს პრობლემა ნავთობის მოწოდების თვალსაზრისით. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან შემოსულ პროდუქციას, ეს არის, ძირითადად, “რეგულარის” ტიპის საწვავი, რომლის ფასი ევროპულ ნავთობთან შედარებით ყოველთვის დაბალი იყო. ვერ გეტყვით, რომ შედარებით დაბალი ფასი ხარისხიდან გამომდინარეობს, უბრალოდ, აზერბაიჯანი ნავთობს ფასდაკლებით გვაწვდის. გარდა ამისა, იაფი ჯდება ტრანსპორტირებაც. რამდენადაც ვიცით, მსოფლიო ბაზარზე ფასი საგრძნობლად დაეცა და, მით უმეტეს, არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ აქ მოიმატოს”.

GeoNews | Переходов: 424 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                                        

საქართველოში ეკონომიკური დაძაბულობა ყოველ წუთს მატულობს. საფრთხე ექმნება ყველას და ყველაფერს. განადგურდა შიდა ქართლში მოყვანილი მოსავალი, რთული მოძრაობაა ექსპორტ-იმპორტის კუთხით, ლარის კურსი საფრთხის ქვეშაა, საბანკო სექტორისადმი ნდობა გაქრა. 


უკვე საფრთხე ექმნება საერთაშორისო პროექტებსაც. აზრებაიჯანმა ყულევისა და ბათუმის ტერმინალით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი ძლივს გადაურჩა რუსულ ჭურვებს. 

ამასთან, ბაქო-სუფსის მილსადენი გუშინ მომხდარი აფეთქების გამო განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა. როგორც საქართველოში კომპანია BP-ს წარმომადგენლობაში განაცხადეს, აღნიშული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. 

ბაქო-სუფსის მილსადენზე რუსულმა ბომბდამშენებმა სამი ჭურვი გუშინ, დაახლოებით, 12:30 საათზე ჩამოაგდეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი ჭურვი მილსადენის გარშემო ჩამოვარდა, ხოლო ერთ-ერთი მილში ჩაერჭო და არ აფეთქდა. 

ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა თვალსა და ხელს შუა ირღვევა. მართალია, საბანკო სექტორმა განაახლა მუშაობა, მაგრამ დილიდანვე ბანკებს უამრავი ადამიანი მიაწყდა. თითქმის ყველა ბანკის ფილიალში ხალხის რიგები იდგა, რომელთაც კუთვნილი თანხა უკან გაჰქონდათ. ზოგს ბედმა გაუღიმა და მოთხოვნილი თანხა მიიღო, ზოგი კი ხელცარიელი გაბრუნდა უკან. 

განსაკუთრებით სავალალო სიტუაცია, შესაძლოა, შეიქმნას ლარის კურსთან დაკავშირებით. არსებობს ეროვნული ვალუტის დევალვაციის საფრთხე. თუმცა, ეროვნულ ბანკში ირწმუნებიან, რომ ლარს საფრთხე არ ემუქრება. 

სებ-მა უცხოეთიდან დამატებით შემოიტანა დოლარისა და ევროს ბანკნოტები და უცხოურ ვალუტებზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას აპირებს. 

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი ექსპერტებსაც უჭირთ. 

- “ეკონომიკაში რამდენიმე აქტივობა, რომელიც ადრე მეტ-ნაკლებად ნორმალურად ვითარდებოდა, დღეს შეჩერებულა. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო ინვესტიციებს, ასევე ტვირთბრუნვასთან დაკავშირებუილ საკითხებს”. 

გარკვეული პრობლემები არის სავალუტო თვალსაზრისით, შემცირებულია საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტ-იმპორტი. დღესდღეობით ეს ტენდენციებია, რამაც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოიტანოს. 

პირველ რიგში, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რუსეთის სამხედრო შენაერთებმა უკან უნდა დაიხიონ. რუსი სამშვიდობო ძალების საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ თავისუფალია ქვეყანა, ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება ექნებათ. 

შესაბამისად, ინვესტიციების მოცულობა ნორმალურ დონემდე, შესაძლოა, ვერ აღდგეს. ამავე დროს, საქართველოში ბიზნესის დაწყების მაღალი რისკი ყოველთვის იქნება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ეკონომიკის ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება. 

- ”მოვლენების პროგნოზირება ძალიან მიჭირს. არსებული სიტუაცია თუკი ნელ-ნელა წავა სტაბილურობისკენ, ინფრასტრუქტურის აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამ ფაქტორზე შემდეგში ბევრი რამ იქნება დამოკიდებიული. საბოლოო ჯამში, ეს არ არის მცირე დროში მოსაგვარებელი პრობლემა. ქვეყნის ეკონომიკამ რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს არსებობა, დიდი ხანი დაგვჭირდება”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.

GeoNews | Переходов: 548 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

ცნობილმა სარაგბო ვებ-გვერდმა “პლანეტ რუგბი”-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და საფრანგეთში მოთამაშე ქართველ მორაგბეებს ეხებათ. ფრანგმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რა ჯიგრიანი სულისკვეთების არიან “ბორჯღალოსნები”: 

“საქართველო-რუსეთს შორის წარმოქმნილმა ომმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზეც დიდი გავლენა მოახდინა. მათ შორის ირიცხება ის ასამდე მორაგბე, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობენ. ისინი მზად არიან, საქართველოში ჩავიდნენ და თუკი საჭირო გახდება, სამშობლოს დასაცავად იარაღი აიღონ ხელში. 

სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთი შეიძინა “კლერმონის" ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა, მაგრამ როცა გაიგო, მეტ-ნაკლებად სიმშვიდე ჩამოვარდა, კვლავ საფრანგეთში დარჩა. თუმცა, მისი განცხადებით, თუკი საჭირო გახდება, სამშობლოს დასაცავად ომში ჩართვას წამითაც არ მოერიდება. 

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს დავით ხინჩაგაშვილი. მან საფრანგეთში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერების სახელით გვითხრა, რომ თუკი უახლოეს ხანში საომარი ვითარება არ ჩაწყნარდება, საფრანგეთში მოთამაშე თითქმის ყველა ქართველი მორაგბე სამშობლოში ჩავა და საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთვება. “ბორჯღალოსნებს” ამ საკითხზე უკვე ერთმანეთში მოულაპარაკებიათ. 

მიუხედავად იმისა, რომ ომი თითქმის დამთავრებულია, ქართველ მორაგბეებს ახალი სეზონის მოსამზადებლად კონცენტრაცია უჭირთ. ისინი ფიქრებით სამშობლოში არიან. 

საფრანგეთში 30 პროფესიონალური სარაგბო კლუბია და აქედან ქართველები 13 გუნდში თამაშობენ. ახალი სეზონის დაწყებამდე კი რამდენიმე კვირა დარჩა “ქართველ ლელოებს” უახლოეს ხანში ალბათ მხოლოდ რაგბში მოუწევთ საკუთარი ძალის დემონსტრირება".

GeoNews | Переходов: 501 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

 

ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოს უახლოეს ისტორიაში არნახული ტრაგედია დაატყდა თავს. ასეთი, დიდი შეურაცხყოფა და დამცირება ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ გადაუტანია. ის, დიდი პატივისცემა, რომელიც ქვეყანამ უსისხლო ვარდების რევოლუციის შედეგად მოიპოვა, პრაქტიკულად მთლიანად იქნა გაცამტვერებული რამოდენიმე გასროლით. 


პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ამ უბედურებაზე პასუხისმგებელი რუსული იმპერიალიზმია. დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს ველიკოდერჟავნიკული რუსეთის ჭეშმარიტ სახეს. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ფაქტი დიდი შვება არ არის ჩვენი თანამემამულეებისათვის, რომლებიც დღეს ყოველდღიურად საშინელი ძალადობის წნეხს განიცდიან. 

ამ დღეებში მთელი შეგნებული ქართული საზოგადოებრიობა გაერთიანებულია რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ - პირველი ამოცანა ყველასათვის, მათს შორის ჩვენი უცხოელი მეგობრებისათვის არის რუსების ჯარების გაყვანა. არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა საოკუპაციო ჯარების მიმართ არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც ქართველი ერი გაჰყვება. 

დასავლური პრესას თუ დავუჯერებთ, ევროპა და ამერიკა არ ელოდნენ რუსეთის ასეთ მკვეთრ რეაქციას სამაჩაბლოში დატრიალებულ მოვლენებზე. თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ კარგად ვიცოდით რუსული იმპერიალიზმის ჭეშმარიტი ზრახვები და ისიც რომ საბაბი არ უნდა მიგვეცა გამგელებული ოკუპანტებისათვის. 

ზოგადად შეიძლება ითქვას რომ მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რა კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება ამას ძნელი სათქმელია. 

დასავლური პრესა აღნიშნავს რომ დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტზე წასვლას არ აპირებს. უფრო მეტიც, სულ ორიოდე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საავადმყფო გემი, რომელიც აპირებდა შავ ზღვაში შემოსვლას რომ დაჭრილ მეომრებს დახმარებოდა, თვით ნატოს წევრი ქვეყნის თურქეთის მიერ იქნა გაჩერებული ბოსფორის სრუტესთან. ეს იმის ნიშანი იყო, რომ თურქეთს არ სურს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება. 

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩევა ამერიკა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, თუმცა ისინიც ვერ მალავენ რომ ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ამას წინათ განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, არ აჰყოლოდა რუსების პროვოკაციებს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავი ვერ შეიკავა. 

ამერიკულ პრესაში ამ დღეებში სულ უფრო და უფრო ხშირად სააკაშვილს ადარებენ ”დანჯღრეულ ქვემეხს”, რომელიც უდროო დროს ისვრის და საჭირო დროს აღარ ვარგა. თუმცა საქართველოსადმი და მისი დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა საკმაოდ დიდია. 

ექსპერტები ამბობენ რომ გამოსავალი მეტად რთული მოსაძებნია. აშკარაა, რომ დიდი შეცდომა იქნა დაშვებული იმ გათვლისას, რომ სამხედრო მოქმედებები ამა თუ იმ ფორმით გამოსადეგი იქნებოდა ვინმესთვის და რომ საქართველოს ვიღაც იარაღით დაიცავდა. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, ახლა საქართველომ უნდა დაიწყოს პოლიტიკური სვლა რეაბილიტაციისაკენ და დე-ოკუპაციისაკენ. ამისათვის, ნამდვილად კარგი იქნება თუ კონფლიქტის ზონების სრული დემილიტარიზაციისკენ გადაიდგმება ნაბიჯები და საერთოდ საქართველო მთლიანად მშვიდობის ზონად გამოცხადდება. ეს ფაქტორი აიძულებს რუსეთს რომ სხვანაირად გაიაზროს საკუთარი სამხედრო მონაწილეობა. 

დასავლეთისათვის დილემა სწორედ ის არის, რომ რუსეთის წნეხის ქვეშ საქართველოში მთავრობის ცვლილება უკვე სრულ კაპიტულაციას მოასწავებს, მაგრამ ამავე დროს სააკაშვილისა უკვე თითქმის აღარავის სჯერა. ეს დილემა რთული გადასაჭრელია. 

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურად თქვა, საქართველოში სამშვიდობო ზონების დასამყარებლად იდეალური ვარიანტი იქნება ნინო ბურჯანაძის დაბრუნება მთავრობის მეთაურად და მასთან ერთად კოალიციური მთავრობის პრინციპზე ოპოზიციის პროგრესული ნაწილის ჩართვა ქვეყნის მართვა გამგეობაში (უსუფაშვილი, გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ). 

ეს მისი აზრით მოლაპარაკებების პროცესს უფრო კონსტრუქციულსა და პროფესიულს გახდიდა და ამავე დროს თავიდან აგვაცილებდა იგორ გიორგაძის მაგვარ პრო-რუსულ მარიონეტულ ძალებს, რომელთა საქართველოში დასმაც რუსეთისთვის ახლა მეტად ხელსაყრელია. თუკი ასეთ პერიოდში ხელისუფლების ძირითადი ძალა პრემიერის ინსტიტუტზე გადავიდოდა, მაშინ შეიძლებოდა პოლიტიკური კატაკლიზმების თავიდან აცილება და დე-ოკუპაციის პროცესის შედარებით უმტკივნეულოდ წარმართვა. 

ეს არის ერთ-ერთი კულუარული მოსაზრება, რომელთაც უხვად მოისმენს კაცი ამ ბოლო ხანებში ვაშინგტონში. თუმცა, ნეოკონსერვატორებს შორის არიან სააკაშვილის მომხრეებიც, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის თამადობით ცდილობენ რომ დაეხმარონ საქართველოს ”სტინგერების” ტიპის სარაკეტო დანადგარების ყიდვაში. თუმცა კონდოლიზა რაისი და მისი ფრთა სახელმწიფო დეპარტამენტში თვლის რომ დღეს საქართველოს ”სტინგერები” კი არა სამშვიდობო გეგმა უშველის. 

ქართველები რომ თალიბები არ არიან და ისინი დღედაღამ სტინგერებზე არ ოცნებობენ, ყველა იმ ექსპერტმა კარგად იცის, ვინც საქართველში ნამყოფია. ამერიკის ვიცე პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნისაგან განსხვავებით არ არის ნამყოფი სტუმართმოყვარე საქართველოში, სადაც სუფრასთან ჯდომა ადამიანებს ბევრად ურჩევნიათ სტინგერებთან ჯდომას და არც ისე ბევრი ”თვითმკვლელი მეომარია”. 

საქართველომ თავისი ყველაზე უფრო დიდი გამარჯვებები სწორედ არაძალადობის წყალობით მოიპოვა და იმედია რომ ჩვენც გავიაზრებთ ამას. ქართველი ერი გადაიტანს ამ უბედურებასაც, ისევე როგორც ბევრი სხვა გადაუტანია. ოღონდ ამ შემთხვევაში დანჯღრეული ქვემეხების მაგივრად ჩვენთვის აუცილებელია კარგად გამართული და პრინციპული სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც ანტი-იმპერიალიზმისა და ანტი-მილიტარიზმის პრინციპებზე იქნება აგებული. რუსეთს ყველაზე მეტად ამის ეშინია.

GeoNews | Переходов: 565 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                          

ცხადია, ქართულ მიწაზე რუსული ტანკების ბოგინი დიდხანს არ გაგრძელდება. ახლა კრემლი უბრალოდ დროს წელავს და უკვე მთელი მსოფლიოს ნერვებზე თამაშობს. ფაქტია, მისი მხრიდან ვადების დარღვევა საკუთარი გეგმით არის განპირობებული. მიზანია, საბოლოოდ გაანადგუროს საქართველოს ინფრასტრუქტურა, გაზიდოს ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდება და როგორმე საზოგადოებაში სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გააჩინოს. 


ამ საკითხებზე “პრესა.გე” თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გენერალ გია ყარყარაშვილს ესაუბრა. 

გია ყარყარაშვილი: “მოწინააღმდეგის ინტერესშია გაწელოს გასვლის დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაწელვა თავად მისთვის არ იქნება სასარგებლო, რადგან ქვეყანა ნელ-ნელა შოკიდან გამოდის. საზოგადოება ფხიზლდება, შიშს თრგუნავს, გამბედაობა წინა ხაზზე მოდის, უკვე გამოჩნდა რუსი ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები, იქ პატრული გადაუდგა მანქანებით რუსულ სამხედრო ტექნიკას, ბორჯომთან და საჩხერესთან პატრულმა და მოსახლეობამ ქალაქში შესვლის ნება არ მისცა, ხვალ ეს ერთეული მოვლენები გადაიზრდება საერთო სახალხო უკმაყოფილებაში, აღშფოთებაში და შემდეგ წინააღმდეგობაში”. 

რუსეთს სწორედ ასეთი წინააღმდეგობის გამოწვევა ხომ არ უნდა, რომ შემდეგ ცეცხლის გახსნის პროვოცირება მოაწყოს და თავისი აქ ყოფნა გაამართლოს?
- არის ასეთი ცნება - სამხედრო გამოწვევა. ასე რომ, მოვლენების ყოველმხრივი განვითარებისთვის უნდა იყო მზად. ამისთვის სამხედრო პოლიტიკის წარმმართველ პირებს მიეცათ შესანიშნავი პერიოდი ერთკვირიანი დასვენების, აზროვნების, გონზე მოსვლის, ჭკუისა და გონების ამოძრავებისთვის და ამიტომ ეს საკმარისი ვადაა, რომ ამგვარი გამოწვევებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მზად იყოს. ჩვენი ღირსების დაცვისა და თავმოყვარეობის საკითხი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას არ უნდა გადავცეთ. 

რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ერთკვირიანი დასვენება ჩვენს უსაფრთხოების სისტემას საშუალებას აძლევს, პროვოკაციული გამოწვევებისთვის მზად იყოს?
- როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სახელმწიფო მზად არ იყო ამ ხასიათის სამხედრო მოქმედებისათვის, მისთვის მოულოდნელი იყო ომში რუსეთის ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო ძალების ჩარევა. ეს შეცდომაა, რადგან სავარაუდო ომის ხასიათის განსაზღვრა ოპერატიული ხელოვნების ქვაკუთხედია. სამხედრო პოლიტიკის წარმმართველები ყველაფერს ომის დაწყებამდე უნდა თვლიდნენ და აფასებდნენ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან ერთი კვირა გავიდა, გაჩნდა ანალიზის დრო, თუ რა ტიპის წინააღმდეგობასთან გვქონდა საქმე, რა ძალებია შენს წინააღმდეგ და რა ფორმას იყენებს მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი არის ის ცოდნა, რომელიც უსაფრთხოების ჩვენმა სისტემამ უკვე მიიღო. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები აღიდგინო.

რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი ამ დღეებში აცხადებენ, რომ ქართული ჯარი დემორალიზებულია…
- დემორალიზაცია ის კატეგორიაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რიცხოვნობიდან უნდა გამოიყვანო. სამხედრო მეცნიერების ცნებებია - მოწინააღმდეგის ძალების დათრგუნვა და განადგურება. სამხედრო შენაერთის დათრგუნვა ხდება თუ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 12-17 პროცენტს შეადგენს, ხოლო დემორალიზებული და განადგურებულია ჯარი, თუ ეს რიცხვი 25-35 პროცენტია. თუკი დანაკარგები 3-4 ათასი იქნებოდა, მაშინ ვიტყოდი, რომ ჩვენი სამხედრო ძალები დათრგუნული იქნება. როგორც ტელევიზია აცხადებს, დაღუპულთა რიცხვი არ აღემატება 135 ჯარისკაცს, ხოლო დაკარგულია 70 კაცი. ეს კი ჩვენი სამხედრო ძალების დაახლოებით 0,5 პროცენტია. დაჭრილებთან ერთად კი შეადგენს 1-2 პროცენტს. ამიტომ არანაირ დათრგუნვასა და დემორალიზაციასთან საქმე არ უნდა გვქონდეს. 

მიზანმიმართულად ხომ არ ვრცელდება ჭორი, რომ სამხედრო ძალებში დიდი მსხვერპლია სწორედ იმიტომ, რომ დათრგუნვა გამოიწვიონ?
- ჭორი, დეზინფორმაცია ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღი, რომელსაც ერთის მხრივ მოწინააღმდეგე ავრცელებს და მეორე მხრივ, პანიკა იწვევს. თუ სამხედრო პირებში, რომლებიც უსაფრთხოების სისტემას მართავენ და სამხედრო უწყებებს ხელმძღვანელობენ, რაიმე ბზარი შეინიშნება, ეს უკვე საკადრო პოლიტიკის შედეგია და არა რეალური სიტუაციის.

შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც ვუყურებ, ქართულ ტერიტორიაზე როგორ დადიან რუსული ტანკები, ბეემპეები და ბეტეერები და არ მაკმაყოფილებს ის წინააღმდეგობა, რომელიც გაწეული იყო 5 დღის განმავლობაში. ახლა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დღევანდელი სიტუაცია 1993 წელთან შეადარონ. ასეთი შედარების წინააღმდეგი ხართ?
- ჯერ ერთი, 1993 წლის მოვლენებს თავისი ღირებულებები და გამოწვევები ჰქონდა, 2008 წლის მოვლენებს კი - თავისი. მეორეც, ვერ შევადარებ უხელფასო, ჩაუცმელ თავდადებულ მებრძოლებს მაღალანაზღაურებად, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ჯართან. მესამეც, ვერ შევადარებ 1993 წლის და დღევანდელ სამხედრო ბიუჯეტს. დაბოლოს, ყველაფრის შედარება ხდება დაღვრილი სისხლით. დღეს აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა 135 სამხედრო, სოხუმში ამდენი მებრძოლი მარტო მოწინააღმდეგის მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაიწვა. სოხუმის დაცვას კი 1200 თავდადებულმა შესწირა თავი. ამას ემატება ის, რომ სოხუმის საბრძოლო ფრონტი იყო გუმისთიდან ახაშენამდე 40 კილომეტრი ჩრდილოეთით, ხოლო სიღრმეში დაახლოებით 80 კლომეტრი. დღევანდელი საბრძოლო მოქმედებების ფრონტი კი 10-20 კილომეტრზე იყო გაშლილი. ამიტომ არ მესმის, ეს ორი ომი ერთმანეთს რა კრიტერიუმით უნდა შევადარო. 

აღნიშნეთ, რომ ხუთდღიანი წინააღმდეგობა არ გაკმაყოფილებთ, ფიქრობთ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეტი რესური გააჩნდათ, ვიდრე გამოიყენა?
- ამ ჯარს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე იმ მოხალისეთა არმიას, რომელსაც მე სოხუმის დაცვისას ვხელმძღვანელობდი. ამას უნდა დავამატოთ, რომ მაშინ ის ჯარი განიარაღებული იყო ხელშეკრებულებით. თანაც, ჩვენს მიმართ ყოველთვის იყო პრეტენზია და კრიტიკა, ასევე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მესმოდა, რომ ჩვენ 1993 წლის ჯარი აღარ ვართო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეც ბევრად უფრო კრიტიკული ვიქნები, იმიტომ, რომ შენი სამშობლო მეტს მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ჩვენ დროს სამხედროებს იმის მეასედი არ ჰქონია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელისუფლების გვერდში დგომა, რაც დღევანდელ სამხედრო შენაერთებს აქვს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხინვალის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ იყო მიღებული, რომ რუსეთის 58 რეგულარული არმია შემოვიდა, მასობრივი საჰაერო იერიშები მიმდინარეობდა და ამ ძალასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.
- რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს ახსნაც აქვს და გამართლებაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამხედრო ცოდნა ოპერატიული ხელოვნებისა იმას საჭიროებს, რომ წინასწარ განსაზღვრო სავარაუდო ომის ხასიათი და მზად იყო ამგვარი ომის მიმდინარეობისთვის. ჩვენ წინასწარ უნდა განგვესაზღვრა, მოწინააღმდეგის ავიაციის რა ხარისხი მიიღებდა მონაწილეობას, ამიტომ ქართული ჯარის შეიარაღების დროსაც ამ კუთხით უნდა ყოფილიყო გააზრებული თითოეული შესყიდვა. ამასთან, ტერიტორიის მომზადება - ესეც არის სამხედრო მეცნიერების წინასაომარი პერიოდის აუცილებელი პირობა. 

ხუთასი ტანკი შემოვა თუ ათასი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შემოდის ერთი გვირაბიდან და მოდის ერთ ვიწრო გზაზე, რომელსაც არც მარჯვნივ და არც მარცხნივ გადასახვევი არა აქვს. ამიტომ ყველაფერი ეს ის კატეგორიებია, რომლისთვისაც სამხედრო ვალდებულია მზად იყოს.

არ აღმოჩნდა ქართული უსაფრთხოებისა და თავდაცვითი სისტემები ამისთვის მომზადებული.
- დღეს არ მინდა შეფასება გავაკეთო. ეს მოვლენები რომ დასრულდება, მივიღებ მონაწილეობას იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც სურვილი ექნება, სრულად იყოს შესწავლილი ყოველივე ის, რაც წინასაომარ პერიოდში მოხდა: დაწყებული სამხედრო აღმშენებლობიდან, ასევე რა პოლიტიკური შეცდომები იყო დაშვებული ომისა და მშვიდობის საკითხებთან მიმართებაში, უსაფრთხოების სისტემის მშენებლობაში და სხვა. დღეს განცხადება რომ გავაკეთო, ეს იქნება ზერელე, ზედაპირული და არაკვალიფიციური.

თქვენ საბრძოლო მოქმედებების დროს იყავით ცხინვალში და გარკვეული რეკომენდაციები მიეცით სარდლობას. თუმცა, ამბობენ, რომ გია ყარყარაშვილის რჩევა არ იქნა გათვალისწინებული, რამდენად მართალია?
- პირველი ხუთი დღე მცდელობა მქონდა, რომ მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩემი ეს მცდელობა, რბილად რომ ვთქვათ, უგულებელყოფილი იყო. ბოლოს წინა დღეს კი იყო შემოთავაზება, რომ ჩავსულიყავი. შევხვდი თავდაცვის მინისტრსა და შემდეგ გენშტაბის უფროსის მოადგილე გია ტატიშვილს. რეკომენდაციები მივეცი, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული, რადგან რესურსი უკვე ამოწურული იყო და მას უკვე აღარ ძალუძდა ჩემი რჩევის განხორციელება.

თუ საიდუმლო არ არის, რას სთავაზობდით?
- დასამალი არაფერია. ვთავაზობდი, რომ ოპერატიულად მომხრადიყო წინა ხაზის საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეების შექმნა. ამით ერთი მხრივ, პირადი შემადგენლობა რუსული ავიაციისა და არტილერისგან დაცული იქნებოდა და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგის წინსვლა არ მოხდებოდა. მე რომ ჩავედი, ჩვენები ცხინვალიდან უკვე გამოსულები იყვნენ, ამიტომ საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეები ტყვიავის იქით უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, უკვე გვიან იყო. ეს ერთი-ორი დღით ადრე რომ გაკეთებულიყო, გორის მოსახლეობას მაინც დავიცავდით. 

არის საუბრები, რომ რუსეთი მცდელობას არ აკლებს, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ არა მარტო ხალხი, არამედ ჯარიც ააბუნტოს.
- ალბათ, ამის მინიმალური საფრთხე არის, მაგრამ დღეს ქართული საზოგადოება იმდენად ჯანმრთელი აღმოჩნდა, რომ ეს არ გამოუვა. მით უფრო, არაფერი გამოუვა ჯარში. თანაც, ასეთი ტრაგიკული მოვლენები არ შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის თემა. შეიძლება ეს იყოს შემდგომში, თუკი ისევ იგნორინებული იქნება საზოგადოებრივი ინიციატივები სამხედრო აღმშენებლობაში მონიტორინგსა და კონტროლზე. 

1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველო ბევრად უფრო წელში გატეხილი იყო, ბევრად უფრო მეტი მსხვერპლი ჰქონდა, დემორალიზებული იყო, ამას ემატებოდა ძლიერი შიდა განხეთქილება და ქვეყანას არც საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა არ ჰქონდა, მაგრამ წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო.. დღეს კი საზოგადოება ხელისუფლება ერთად დგას, საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერაა, ამიტომ ბევრად მალე შეუძლია საქართველოს ფეხზე წამოდგომა.

GeoNews | Переходов: 598 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                                            

ტყვეები გაიცვალა, მაგრამ რუსებმა “სტატუს-კვო” მალევე აღადგინეს. გორთან გაცვლილი 13 ქართველი ტყვის ნაცვლად, რუსებმა ფოთში 17 ქართველი სამხედრო დააკავეს. გარდა ამისა, ბევრი ტყვეა ოსური ბანდფორმირებების ხელში. მათი გათავისუფლების პერსპერქტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. 


დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე ყველაზე რთულ სამუშაოდ იმ ტყვეების გაცვლას ასახელებს, რომლებიც ოსური ბანდფორმირებების ხელში ჩავარდნენ. 

- “ოსების მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება კომისიის ძირითადი და ყველაზე რთული სამუშაო იქნება, ვინაიდან ეს არის ძალიან ქაოტური პროცესი, რომელსაც რუსული მხარე ერთის მხრივ, სტუმულირებას უკეთებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ხელებს იბანს და პასუხისმგებლობაზე უარს ამბობს. ბუნებრივია, ამ პროცესს დასჭირდება დრო ყველა კონტაქტის ამუშავებისთვის”, - განაცხადა თარგამაძემ. 

დღეს ქართულმა მხარემ 5 რუსი ტყვე იმ 13-ში გაცვალა, რომელიც რუსულ მხარეს ჰყავდა აყვანილი. ამასთან, არსებობს ვარაუდი კიდევ 2 დატყვევებულის შესახებ, რომლებიც დადგენისთანავე ქართულ მხარეს გადმოეცემა. 

ტყვეობიდან გათავისუფლებულ შვიდ ქართველს სტაციონარული დახმარება სჭირდება. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ზაზა სინაურიძის თქმით, კონფლიქტის ზონიდან გადმოყვანილი სამხედრო ტყვეებიდან სამს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. არის ცეცხლნასროლი ჭრილობები ძვლების დაზიანებით. 

- “ასევე აღენიშნებათ თავისა და გულმკერდის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. ზოგიერთ მათგანს ხელის თითების, ფალანგების მოტეხილობა და დამწვრობები”, - აღნიშნა სინაურიძემ. 

მართალია, 13-მა ქართველმა სამხედრომ თავისუფლების სიკეთე შეიგრძნო, მაგრამ რუსებმა ახალი ტყვეები ჩაიგდეს ხელთ და ამით აღიდგინეს “დანაკლისი”. ფოთის პორტში მყოფი 17 სამხედრო მოსამსახურე მოულოდნელად დაატყვევეს და თვალახვეულები ჯერ სენაკისკენ წაიყვანეს, ხოლო შემდეგ ზუგდიდისაკენ გადაადგილეს. 

ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი რუსული ქვედანაყოფების სარდალს, გენერალ ჩურკინსა და ქართულ მხარეს შორის დაკავებული ქართველი სამხედროების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

როგორც სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა, დაკავებული ქართველი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად რუსული მხარე დროს ითხოვს. 

ახვლედიანის თქმითვე, გავრცელებული ინფორმაცია დაკავებული ქართველი ჯარისკაცების ზუგდიდში გადაყვანის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. 

ამ ფატმა ხელისუფლების ზედა ეშელონებშიც დაბნეულობა გამოიწვია. 

- “ვერ გეტყვით, რამდენად თვლის რუსული მხარე ტყვეებად იმ 12 ადამიანს, რომლებიც დღეს ფოთში დააკავეს. იმედი მაქვს, რომ მათ ჩვეულებრივ გაათავისუფლებენ და ტყვეების სტატუსს არ მიანიჭებენ”, - აღნიშნა გივი თარგამაძემ. 

ბრიტანული გამოცემა “გარდიანის” ინფორმაციით, ოსურ ბანფორმირებებს და რუს ოკუპანტებს ცხინვალში 131 ქართველი ჰყავთ დატყვევებული. 

“გარდიანის” ჟურნალისტმა თავად იხილა მძევლები, რომლებიც ბანდიტებს ადგილობრივი ე.წ. მილიციის შენობაში ჰყავთ გამოკეტილი. 

მძევლებს შორისაა ქალები და 12 წლის გოგონა. ბანდიტები იმედოვნებენ, რომ ქართული მხარეს მძევლებს ოსი ეროვნების ტყვეებში გაუცვლიან. 

რაც შეეხება დაღუპულებსა და დაჭრილებს, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 215 ადამიანი, რომელთაგან 10 ამოუცნობია. დაჭრილია 1’469 მოქალაქე, 70 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 1’469 დაჭრილიდან 1’023 ადამიანი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან, ხოლო სტაციონარულ მკურნალობას 446 გადის. 

თარგამაძის ინფომარციით, მშვიდობიანი მოქალაქეებიდან მკურნალობას 61 დაჭრილი გადის, გარდაცვლილია 69 მშვიდობიანი მოქალაქე, საიდანაც სამი ამოუცნობია. 

შსს-ს უწყებაში დაჭრილია 209 ადამიანი, მათგან 24 სტაციონარულ მკურნალობას გადის, გარდაცვლილია 13 ადამიანი. დაკარგულები მერაბიშვილის უწყებაში არ არიან. 

თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დაღუპულია 133 ადამიანი, რომელთაგან 7 ამოუცნობია. 

დაჭრილია 1’199 ადამიანი, აქედან მკურნალობას ამჟამად 361 გადის, დაკარგული კი 70 ადამიანია. თავდაცვის სამინისტროს რიგებში დაღუპულ 133 ადამიანიდან 4 რეზერვისტია. 

რაც შეეხება ამოუცნობ ცხედრებს, თარგამაძის განცხადებით, აღებულია დნმ-ის ანალიზი და ამის შედეგად შეეცდებიან მათი ვინაობის დადგენას.

GeoNews | Переходов: 611 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

                                

ჰუმანიტარული დახმარებების გარდა, დასავლეთი საქართველოსთვის ფულადი დახმარებებეის გამოყოფაზე უკვე სერიოზულად მსჯელობს. საუბარია მილიონობით დოლარზე, ხოლო აშშ-ს კონგრესში სულაც 1-მილიარდიანი დახმარების საკითხიც განიხილება. საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, რომ საქართველომ სწრაფად დაიბრუნოს ომამდელი სახე. 


აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონგრესში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, აშშ-მ საქართველოს პირველადი დახმარების სახით მილიარდი დოლარი უნდა გამოუყოს. ბაიდენის ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, მარაკ ობამამ და ჯონ მაკკეინმა. 

სენატორ ბაიდენის თქმით, ფული საქართველოს ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება, რომლის ნაწილიც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს. სავარაუდოდ, კონგრესი კანონპროექტს უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, ხოლო თუ როდის მიიღებს თანხებს საქართველო ეს ცოტათი მოგვიანებით გაირკვევა. 

გაერო კი საქართველოსთვის 57 მილიონი დოლარის მობილიზებას ცდილობს. სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დონორებისადმი გაეროს მოწოდება-მიმართვის პრეზენტაციაზე გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში რობერტ უოთკინსმა აღნიშნა, რომ მოწოდება-მიმართვის შედეგად შემოსული თანხები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე მობილიზებულ ფინანსებს შეავსებს. 

მისი მიზანია საქართველოსთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად 57 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდეს. აღნიშნული დახმარება გათვალისწინებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 128’700 ადამიანისათვის და პროექტი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

რობერტ უოთკინსის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს წინაშე არსებული მთავარი პრობლემებიდან ყველაზე აქტუალურია კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დახმარება საკვებისა და ძირითადი სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა. 

- “ჩვენ საქართველოში არსებულ ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას კონსოლიდირებულ გეგმას წარვუდგენთ. აღნიშნული პროექტი ერთობლივი შეფასების საფუძველზე რეგულარულად განახლდება”, - აცხადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. 

გერმანია ჯერჯერობით მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით შემოიფარგლება, თუმცა მისი მასშტაბები სწრაფად იზრდება. ამჯერად ნატოს წევრი ქვევყანა დახმარებას 2 მილიონ ევრომდე ზრდის. 

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, კიდევ ერთი მილიონი ევროთი გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარება საქართველოსათვის. 

ამრიგად გერმანიის მიერ ამ მიზნით გამოყოფილმა თანხამ მთლიანობაში 2 მილიონი ევრო შეადგინა. ეს თანხა უპირატესად გერმანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ამით პირველადი საჭიროების საგნებს შეიძენენ. 

მათში იგულისხმება კარვები, საბნები, ლეიბები, სამზარეულოს მოწყობილობა, ჰიგიენისა და დამატებითი სამედიცინო დანიშნულების საგნები. 

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს რწმუნებული ჰუმანიტარული დახმარებისა და ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებში, ფონ უნგერნ-შტერნბერგი, სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტების დელეგაციასთან ერთად 20-21 აგვისტოს საქართველოს ეწვევა. 

იგი ადგილზე შეისწავლის დახმარების საჭიროებებს, იქნება ეს საგნობრივი დახმარება, თუ დახმარების ღონისძიებების გატარება, რათა საფუძველი ჩაუყაროს ახალი პროექტების დაწყებას. სავარაუდოა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს დახმარების გამოყოფას და მათი ჰუმანიტარული პაკეტი თვალშისაცემად გაიზრდება.

GeoNews | Переходов: 607 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

“                                          

ნებისმიერი სახის დავა მხარეებს შორის ამ კონვენციასთან მიმართებაში, რომელიც ვერ წყდება მოლაპარაკებებისა თუ სხვა საშუალებებით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შეიძლება გადაეცეს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს” (რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კონვენცია”, მუხლი 22.) 


საქართველოში, თითქმის 2 ათეული წლის განმავლობაში არსებულმა კონფლიქტურმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და, სამწუხაროდ, დღეს შეიქმნა იმის აუცილებლობა და წინაპირობა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა ჰააგის სასამართლოში. 

მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტად ჰააგის სასამართლოს სახით საერთაშორისო სასამართლო შექმნა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო ძალის მქონეა ყველა წევრი სახელმწიფოსათვის და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის წარმოშობისა და დიპლომატიური გზებით მოურიგებლობის შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის გზაზე. 

ჰააგის სასამართლოს წინაშე საქართველო შეეცდება დაამტკიცოს რუსეთის მიერ “რასობრივი დისკრიმინაციის ყველანაირი გამოვლინების აკრძალვის შესახებ” 1965 წლის კონვენციის მოთხოვნათა დარღვევების ფაქტები და ამ გზით მიაღწიოს რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ყველა იმ ქმედების გამო, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

საქართველო ამ პროცესით შეეცდება მსოფლიოს დაუსაბუთოს 1991 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებში რუსეთის უარყოფითი როლი, რამაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს მოსახლეობა (საქართველოს მოქალაქეები). 

არსებულმა სიტუაციამ ცხადყო, რომ მიუხედავად დემოკრატიული სახელმწიფოების აქტიური ჩარევისა და კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნისა, სიტუაციის განმუხტვა ამ დროისათვის ჯერ ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ სარჩელის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, როგორც დაუყოვნებლივ განსახორციელებელ ქმდებას მოთხოვნსა, ქვეყნისათვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის მხარისათვის კომპენსაციის დაკისრება წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების უზრუნველყოფა. 

საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ჩამოყალიბებულია შემდეგი მოთხოვნები: 
a. დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, და მოხდეს რუსული შენაერთების გაყვანა;
b. მიღებული იქნას ყველა ზომა, რათა მოხერხდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება მშვიდობიან გარემოში;
c. დაუყოვნებლივ შეწყდეს ეთნიკუარი ქართული მოსახლეობის კუთვნილი ქონების მითვისება;
d. მიღებული იქნას ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
e. 1991-94 წლებში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და მისი შედეგების გამო სრული კომპენსაცია;
f. შეწყდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით ცნობა;
g. მიეცეს საქართველოს სახელმწიფოს შესაძლებლობა, აღადგინოს კონტროლი ამ რეგიონებში;
h. რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გადაუხადოს სრული კომპენსაცია მის ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო.

თავის მხრივ, არც რუსეთი აკვირდება გულხედაკრეფილი მოვლენების განვითარებას. მართალია, მას არ მიუმართავს საერთაშორისო სასამართლოსათვის, მაგრამ პროკურატურა აქტიურად იძიებს სამხრეთ ოსეთში აგვისტოში განვითარებულ კონფლიქტში მომხდარ დანაშაულებს და არ აპირებს რეაგირების გარეშე დატოვოს არც ერთი ფაქტი. 

რუსული მხარე, ისევე, როგორც საქართველო, თავის მოქალაქეებს აქტიურად თხოვს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ქართველების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ, რათა არსებობდეს სამართლებრივი რეაგირებისათვის საკმარისი საფუძველი. (www.lenta.ru) 

უფრო მეტიც - რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურად მუშავდება მოსაზრება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საერთაშორისო ტრიბუნალისათვის გადაცემის თაობაზე. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტი კავკასიის საკითხებში სერგეი მარკედონოვი აღნიშნავს, რომ ასეთი მოსაზრებების გავრცელება ძალზე სახიფათო ტენდენციას ატარებს. 

- “მე არ მჯერა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალი გამოყენებულ იქნება სააკაშვილის მიმართ.არ არსებობს მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეების აბსოლიტური კონსენსუსი მის მონაწილეობასთან დაკავშირებით სამხეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ისევე, როგორც არ არსებობს იმ კონცეფციის ძლიერი მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი აყენებს გენოციდთან დაკავშირებით. 

ამიტომ, ალბათ მოხდება სააკაშვილის კრიტიკული შეფასება, მაგრამ ასეა თუ ისე, ტრიბუნალის წინაშე მისი წარდგენა არ მოხდება, რადგან არ არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით“, (www.lenta.ru ). 

მდგომარეობის სირთულე, არც ერთ მხარეს არ აძლევს კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობას. ფაქტია, ორივე მხარე ცდილობს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და საერთაშორისო სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ლეგიტიმური გზა საქართველოსთვის, დაუმტკიცოს მსოფლიოს მისი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტები. 

მთავარია, საქართველომ მოწინააღმდეგე მხარეზე უკეთ შეძლოს საერთაშორისო არბიტრის წინაშე საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და ფაქტების დადასტურება.

GeoNews | Переходов: 413 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-20

GeoNews | Переходов: 398 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

                                      

 ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარების განიხილვა დაასრულეს. 


მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა რუსეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა

კონდოლიზა რაისი საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს და აცხადებს, რომ ”ნატო არავის მისცემს უფლებას, ევროპაში ახალი ნაღმი დადოს”. 

კონდოლიზა რაისის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას შეისწავლის. 

- ”ნატო-საქართველოს კომისია პოლიტიკური ორგანო იქნება, რომელიც საერთო ინიციატივებზე და საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე იმუშავებს. კომისიის წევრები ასევე საქართველოს სამხედრო ძალების მდგომარეობას შეაფასებენ”, - განაცხადა კოდოლიზა რიასმა.

- ”ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერას აპირებს, რის კონტექსტშიც მოსკოვს არ მისცემს უფლებას, ამ ქვეყნის დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”. 

- ”ჩვენ საქართველოს დავეხმარებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა. ეს კომისია ასევე ზედამხედველობას გაუწევს იმას, რომ საქართველოს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლის მიზანი მიღწეულ იქნას”, - განაცხადა რაისმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღევანდელ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დოკუმენტში მკაცრად არის გაწერილი, რომ ”რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას”. 

- ”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სიტყვა უნდა შეასრულოს – საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, ცხინვალის რეგიონში კი 6 აგვისტოს სტატუს-ქვო უნდა აღდგეს”, - განაცხადა რაისმა და დასძინა, რომ ”ნატო როგორც ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს, ასევე იმ ქვეყნებს დაიცავს, რომლებიც ალიანსში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან”.

ნატოს- გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ”ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და კოსოვოს შედარების არანაირი საფუძველი არ არსებობს”. 

- ”ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და კოსოვო ერთმანეთს შევადაროთ. ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს”, - განაცხადა სხეფერმა დღეს ბრიუსლეში ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა. ”ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება” - აღნიშნა სხეფერმა. 

ჟურნალისტის კითხვას, გახდება თუ არა საქართველო საკუთარი მოუგვარებელი კონფლიქტებით ნატო-ს წევრი, სხეფერმა დადებითად უპასუხა და დაამატა, რომ ”ეს ერთ მშვენიერ დღეს მოხდება”.

GeoNews | Переходов: 507 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ამ წუთებში, როგორც ”ფაქტის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რუსმა სამხედრო ოკუპანტებმა ფოთის პორტში დატყვევებული ქართველი ჯარისკაცები, რომელთაც ხელ-ფეხი შეუკრეს და პირი აუკრეს, ”ბე-ენ-პე”-ში ჩასხეს და გეზი ზუგდიდისკენ აიღეს. 

ფოთიდან გასვლამდე რუსმა ოკუპანტებმა ”აიეტი” და საზღვაო თავდაცვის ძალების კუთვნილი ბორტი 302 ააფეთქეს. 

შეგახსენებთ: დღეს დილით, რუსული ოკუპაციური ჯარების 4 ბე-ტე-ერ-ის ტიპის ჯავშანმანქანა ფოთის პორტის ტერიტორიაზე შეიჭრა და პორტში, პორტის მუშაობის უსაფრთხოების მიზნით შეყვანილი ქართველი ჯარისკაცეები დაატყვევა. 

არსებული ინფორმაციით, ქართველ ტყვეთა რიცხვი 15-ს აღწევს. დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. დატყვევებულების გათავისუფლების მოთხოვნით ოკუპანტებთან მოლაპარაკების გამართვას სასულიოერო პირები გეგმავდნენ.

GeoNews | Переходов: 461 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

”BBC”-ის მიერ გავრცლებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანთან საზღვარის ჩაკეტვას ეხება, ”ინტერპრესნიუსმა” განმარტება სთხოვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. 

როგორც სასაზღვრო პოლიციაში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ საზღვარი ჩაიკეტა რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-აზერბაიჯანს შორის და საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს ექნებათ. 

მათივე განმარტებით, საქართველო-აზერბაიჯანის, ისევე როგორც საქართველო-სომხეთის საზღვარზე არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს

GeoNews | Переходов: 501 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის განცხადებით, ასეთი განსაცდელი საქართველოს არ ჰქონია და იგი ქართველმა ხალხმა უნდა გადაიტანოს. აღნიშნული პატრიარქმა ფერისცვალების სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ წირვა ღამისთევით ჩატარდა. მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, პარლამენტარი კობა სუბელიანი და სხვა პირები ესწრებოდნენ. 

წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან კიდევ ერთხელ განუცხადა მორწმუნეებს, რომ არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში და განსაცდელი დაითმინონ, რადგან ამის სანაცვლოდ უფალი საქართველოს უფრო მეტს მისცემს. 

- ”დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ საქართველოზე, ჩვენს მომავალზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დაამშვიდოს ჩვენი გულები და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ეს არ არის დიდი განსაცდელი ჩვენთვის, საქართველოსთვის და ეს განსაცდელი უნდა გადავიტანოთ. არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. უიმედობაში ადამიანი არ უნდა ჩავარდეს. შესაძლოა, საქართველოს ასეთი განსაცდელი არც კი ჰქონია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ განსაცდელის შემდეგ უფალი საქართველოსთვის დიდ წყალობას ამზადებს. ღმერთმა ინებოს და ღირსი გაგვხადოს ამ დიდი წყალობის მიღებისა და ფერისცვალების მადლი შეგწეოდეს თქვენ და სრულიად საქართველოს”, - ბრძანა უწმინდესმა.

GeoNews | Переходов: 526 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა დღეს საჩხერეში შესვლა კიდევ ერთხელ სცადეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საჩხერის რაიონის გამგებელმა ზეურაბ ცერცვაძემ განუცხადა. 

”დღეს, 12.00 საათისთვის სოფელ კორბოულთან პოლიციისა და მოსახლეობის პიკეტთან ერთი ჯავშანმანქანითა და სამი ავტომობილით 20-მდე რუსი სამხედრო მოვიდა. ისინი გზის გახსნას მოითხოვდნენ, თუმცა, ჩვენ ვუთახრით, რომ ქალაქში ვითარებას ქართული პოლიცია აკონტროლებს და მათი იქ შესვლის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ წავიდნენ, თუმცა, განაცხადეს, რომ კვლავ დაბრუნდებოდნენ”, - განაცხადა ზურაბ ცერცვაძემ. 

მისივე ინფორმაციით, საჩხერის ცენტრში ამ წუთებში საჩხერისა და ჭიათურის მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, რუსებმა საჩხერის რაიონში შესვლა გუშინაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

GeoNews | Переходов: 534 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-რუსეთის საბჭოს არ აუქმებს, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უწინდელი ვეღარ იქნება და სამომავლოდ რუსული მხარის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. 

- ”არ გვსურს, ამ ეტაპზე რუსეთს ნატო-სთან ურთიერთობის ყველა ხიდი დავუწვათ და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს დღესვე გადავუსვათ ხაზი, თუმცა იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც რუსულმა მხარემ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოში განახორციელა, კერძოდ, რუსეთის მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაციის პირობებში ნათელია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა უწინდელი ვერ იქნება” – განაცხადა დღეს ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. 

მისივე განმარტებით, ალიანსს არ სურს, ამ ეტაპზე ნატო-რუსეთის საბჭოს მოქმედება შეაჩეროს, თუმცა ”ვერ ხედავს, რა საკითხებზე შეიძლება, წარიმართოს საუბარი რუსულ მხარესთან მანამ, სანამ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ინიცირებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს”. 

- ”სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ალიანსს არ აქვს არანაირი სიგნალი იმისა, რომ მოსკოვს ამ ვალდებულებების შესრულება აქვს დაწყებული” – დასძინა სხეფერმა.

GeoNews | Переходов: 544 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

                               

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის უკვე ნაცადი სცენარის გამეორების მცდელობა რუსეთისათვის ამჯერად უშედეგო აღმოჩნდა. ქვეყნისათვის მძიმე მდგომარეობაში ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთობ მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენა და უახლოესი ისტორიის განმავლობაში პირველად დაანახა მსოფლიო საზოგადოებას, რომ შიდა პოლიტიკური “გარჩევებისა” და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ისინი უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მიმართ ერთნაირად კრიტიკულები არიან. 


საქართველო-რუსეთის ომის დასაწყისიდანვე, უფრო კონკრეტულად კი იმ წუთიდან, როცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე რუსის ტანკი შემოვიდა, მოსკოვის რეალური ზრახვები გამოაშკარავდა. 

თურმე ნუ იტყვით და, რუსეთს “აგრესორი ქართველების” მიერ დაჩაგრული ოსი სეპარატისტების ბედი კი არ აწუხებთ, არამედ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონთ და მისი თანამდებობიდან გადაყენება სურთ. უფრო კონკრეტულად კი - შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა. 

ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ყველა ოპოზიციურ პარტიას გააჩნია, თუმცა, ამჯერად დუმილს ამჯობინებენ, ხოლო რუსეთის სამხედრო აგრესიასთან გამკლავებაში პრეზიდენტ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაგეჩილაძემ ამ დღეებში გამართულ ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო მოარული ხმები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების არსებობის შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთი ვეღარ ეღირსება ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას. 

- “ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც გავილაშქრე რუსეთის სურვილის წინააღმდეგ საქართველოში დაეყენებინა თავისი კაცი. დღეს ყველა ჩვენგანის საზრუნავია, რაც შეიძლება მალე გავიდნენ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯერ კიდევ არ დასრულებულ ქართულ-რუსულ ომთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები მკვეთრად გამოთქვა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა. 

მისი თქმით, ომის შემდეგ ქართული საზოგადოების მხრიდან აუცილებლად დაისმება კითხვები, თუ როგორ და რატომ დაიწყო ეს ომი(?) და როგორც “დედა და რიგითი მოქალაქე” ამ კითხვების ხელისუფლებისათვის დასმას თავადაც აპირებს. 

- “დღეს, როგორც არასდროს ერთობა უმნიშვნელოვანესია და მიუღებელია ხელისუფლების ცვლილებაზე ლაპრაკი მაშინ, როდესაც ამას მეზობელი სახელმწიფო ითხოვს”, - განაცხადა ერთ-ერთი ქართული სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ. 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველო-რუსეთის 6 აგვისტოს დაწყებული ომი აუცილებლად გახდება მსჯელობის საგანი და ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს იმის მოლოდიმი, რომ ეს თემა დაიფარება. 

მისი თქმით, არსებულ მძიმე ვითარებაში ოპოზიციურმა პარტიებმა დუმილის პოზიცია აიღეს და ამით თავი აარიდეს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისათვის ტაშის კვრის საბაბი აქვს. 

- “ეს დუმილი კარგად ახასიათებს ქართულ ოპოზიციურ ისტებლიშმენტს”, - განუცხადა პრესა.გე-ს საყვარელიძემ. 

მისივე თქმით, ქვეყანაში წარმოქმნილ პრობლემებზე უპირველესად პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. დემოკრატიის სირთულე კი ყოველთვის მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური პლურალიზმი არ გადაიზარდოს ქვეყნის სისუსტეში და თავდაუცველობაში. 

- “თუ საომარი მდგომარეობის მიუხედავად დემოკრატიის რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, მაშინ აზრთა სხვადასხვაობას უნდა შევეგუოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მივიღებთ საკმაოდ მძიმე სურათს. ჩვევაში გადავა მტრების სახლში ძებნა და დემოკრატიას ავტომატურად გადავეჩვევით. ასეთი სირთულის წინაშე ის ქვეყნები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებსაც საომარ ვითარებაში უწევთ ყოფნა და ამავდროულად დემოკრატიის განვითარება”, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

GeoNews | Переходов: 465 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

მიხეილ სააკაშვილი 
                                    საქართველოს პრეზიდენტი

                                              (2004 წლიდან)

                                       

დაიბადა - 1967 წლის 21 დეკემბერს, ქ. თბილისში

განათლება
1984 — ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 
1992 — წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 
1993 — მიიღო სტრასბურგის (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. 
1994 — ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი. ხსენებული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ის სწავლობდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სტიპენდიანტი. 
1995-1996 — სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 

სამსახურებრივი საქმიანობა
სხვადასხვა დროს მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში (ოსლო), ნიუ-იორკის ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაში. 
1995—1999 — საქართველოს პარლამენტის წევრი 
1995—1998 — საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე 
1998—1999 — საპარლამენტო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე 
2000, 24 იანვარი — აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე — პრეზიდენტად. 
2000, 12 ოქტომბერი — დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 
2001, სექტემბერი — ე. შევარდნაძის პოლიტიკური კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად გადადგა მინისტრის თანამდებობიდან. ჩამოაყალიბა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 
2001, 21 ოქტომბერი — როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩეულ იქნა ქ. თბილისის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად. 
2002 — არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ. 
2003 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად, მისი თაოსნობით საქართველოში დაიწყო მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რაც დასრულდა 23 ნოემბრის მშვიდობიანი რევოლუციით (რომელიც მსოფლიოში ცნობილია „საქართველოს ვარდების რევოლუციის“ სახელით) და ე. შევარდნაძის და მისი რეჟიმის გადადგომით. 
2004, 4 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 96,27 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2004 წლის 25 იანვარს. 
2007, 8 ნოემბერი — საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აუწყა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში 1 კვირის განმავლობაში განვითარებული მოვნელებით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნულია 5 იანვარს. 
2008, 5 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 53,47 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2008 წლის 20 იანვარს. 

სხვადასხვა 
2004 — საქართველოს პრეზიდენტი დაჯილდოვდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან „წლის ევროპელი“-ს ყოველწლიური პრემიით. 
2005 — დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე


GeoNews | Переходов: 495 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

                               

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ცხინვალში მათი შუამდგომლობით გაიმართება და მასზე ძირითადი თემა კრიზისიდან გამოსავლის ძებნა იქნება. მანამდე მან განაცხადა, რომ "თუ მოვლენები უარესი სცენარით განვითარდება, რუსეთი საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას, იყოს ინდეფერენტული, რადგან იქ რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ".

GeoNews | Переходов: 415 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-19

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz