ხუთშაბათი, 2024-04-25, 7:44 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

რუსულმა ჯარმა დღეს საჩხერეში შესვლა კიდევ ერთხელ სცადა
http://რუსულმა ჯარმა დღეს საჩხერეში შესვლა კიდევ ერთხელ სცადა 2008-08-19, 6:12 PM
რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა დღეს საჩხერეში შესვლა კიდევ ერთხელ სცადეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საჩხერის რაიონის გამგებელმა ზეურაბ ცერცვაძემ განუცხადა. 

”დღეს, 12.00 საათისთვის სოფელ კორბოულთან პოლიციისა და მოსახლეობის პიკეტთან ერთი ჯავშანმანქანითა და სამი ავტომობილით 20-მდე რუსი სამხედრო მოვიდა. ისინი გზის გახსნას მოითხოვდნენ, თუმცა, ჩვენ ვუთახრით, რომ ქალაქში ვითარებას ქართული პოლიცია აკონტროლებს და მათი იქ შესვლის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ წავიდნენ, თუმცა, განაცხადეს, რომ კვლავ დაბრუნდებოდნენ”, - განაცხადა ზურაბ ცერცვაძემ. 

მისივე ინფორმაციით, საჩხერის ცენტრში ამ წუთებში საჩხერისა და ჭიათურის მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, რუსებმა საჩხერის რაიონში შესვლა გუშინაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 534 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz