პარასკევი, 2024-04-19, 1:47 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-რუსეთის საბჭოს არ აუქმებს, თუმცა ვალდებულებების შესრულებამდე მოსკოვთან მოლაპარაკებებს წყვეტს
http://ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-რუსეთის საბჭოს არ აუქმებს, თუმცა ვალდებულებების შესრულებამდე მოსკოვთან მოლაპარაკებებს წყვეტს 2008-08-19, 6:11 PM
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-რუსეთის საბჭოს არ აუქმებს, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უწინდელი ვეღარ იქნება და სამომავლოდ რუსული მხარის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. 

- ”არ გვსურს, ამ ეტაპზე რუსეთს ნატო-სთან ურთიერთობის ყველა ხიდი დავუწვათ და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს დღესვე გადავუსვათ ხაზი, თუმცა იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც რუსულმა მხარემ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოში განახორციელა, კერძოდ, რუსეთის მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაციის პირობებში ნათელია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა უწინდელი ვერ იქნება” – განაცხადა დღეს ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. 

მისივე განმარტებით, ალიანსს არ სურს, ამ ეტაპზე ნატო-რუსეთის საბჭოს მოქმედება შეაჩეროს, თუმცა ”ვერ ხედავს, რა საკითხებზე შეიძლება, წარიმართოს საუბარი რუსულ მხარესთან მანამ, სანამ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ინიცირებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს”. 

- ”სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ალიანსს არ აქვს არანაირი სიგნალი იმისა, რომ მოსკოვს ამ ვალდებულებების შესრულება აქვს დაწყებული” – დასძინა სხეფერმა.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 544 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz