პარასკევი, 2024-04-26, 6:05 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

რუსეთი საქართველოდან სამხედრო ნაწილებს 18 აგვისტოდან გაიყვანს
http://რუსეთი საქართველოდან სამხედრო ნაწილებს 18 აგვისტოდან გაიყვანს 2008-08-19, 11:46 AM
რუსეთი საქართველოდან სამხედრო ნაწილებს 18 აგვისტოდან გაიყვანს. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ რუსეთის პრეზიდენტის საიტზე "კრემლინ.რუ" გამოქვეყნდა.
საიტის ცნობით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გუშინ ტელეფონით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების ექვსპუნქტიანი დოკუმენტის პრაქტიკულ ამოქმედებაზე ისაუბრეს. "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქართული მხარისგან მისი სამხედრო ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, ყაზარმებში, უპირობო დაბრუნების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მედვედევმა ასევე სარკოზის განუცხადა, რომ 18 აგვისტოდან რუსეთი საქართველოდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას დაიწყებს, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ზონაში დამატებით იქნა შეყვანილი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო",-აღნიშნულია კრემლის ოფიციალურ საიტზე.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 504 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz