პარასკევი, 2024-04-19, 4:42 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

რუსი ოკუპანტების მიერ მძიმედ დაჭრილი გორის ანძის თანამშრომლები თბილისში გადმოიყვანეს
http://რუსი ოკუპანტების მიერ მძიმედ დაჭრილი გორის ანძის თანამშრომლები თბილისში გადმოიყვანეს 2008-08-18, 10:29 PM
რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ შპს ”საქართველოს ტელე-რადიოცენტრის” მძიმედ დაჭრილი სამი თანამშრომელი თბილისში გადმოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ტელე-რადიოცენტრის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი დეკანოსიძემ განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, 10 აგვისტოს დილით ანძის სამი თანამშრომელი რუსმა ჯარისკაცებმა მძიმედ დაჭრეს, ერთი კი მანქანაში ჩაცხრილეს. ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა შტურმით აიღეს გორის სატელევიზიო ანძა. 

ანძის დაჭრილი თანამშრომლები, რომელთაგან ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა სოფელ ახალდაბაში სახლის პირობებში მკურნალობდნენ. მათი გადმოყვანა თბილისში ვერ ხერხდებოდა. 

შემთხვევა 10 აგვისტოს დილით, გორთან მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომლები გორის ანძიდან ბრუნდებოდნენ.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 384 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz