ხუთშაბათი, 2024-04-25, 2:56 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

50 რუსმა სამხედრო ოკუპანტმა 21 წლის ქართველი გოგონა გააუპატიურა
http://50 რუსმა სამხედრო ოკუპანტმა 21 წლის ქართველი გოგონა გააუპატიურა 2008-08-18, 8:36 PM
გორისა და ცხინვალის რეგიონებიდან 200 ათასი დევნილია რეგისტრირებული. დევნილების უმეტესობა თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებშია შესახლებული. თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში 273 დევნილი ცხოვრობს. ისტორიები, რომლებიც მათ “ფაქტს” უამბეს, რუსი სამხედრო ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ქართველთა გენოციდის უტყუარი მასალებია. 

ელენე გელაშვილი, 21 წლის, დევნილი ნიქოზიდან: - ცხინვალში სროლები რომ დაიწყო, ყველა “პადვლებში” ვიმალებოდით... ჩემს სახლს ბომბი არ დასცემია, მაგრამ ყველა მხრიდან მკვდრები და დაჭრილები მოჰყავდათ. იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ფეხით წავედით გორისკენ. გზაში კაცი შეგვხვდა, რომელსაც ოჯახი “მარშუტკით” მიჰყავდა გორში და ჩვენც ავედით მანქანაში. 

ახალგაზრდა გოგოებს გვითხრეს, თავზე ჩადრი დაიფარეთ და ბებრებს დაემსგავსეთ, თორემ ის რუსები და ოსები ყველგან არიან, ტრანსპორტს აჩერებენ და თუ გოგო მოეწონათ, მიჰყავთო. ყველა მაშინვე :დავბერდით”, მაგრამ ჩემმა დაქალმა, მარიმ თქვა, რა სისულელეა, ვინ უნდა წაგვიყვანოს? სიბერე თავის დროზეც მეყოფაო. ვეხვეწეთ, მაგრამ გაჯიუტდა... 

კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ 30-მდე შეიარაღებულმა რუსმა გაგვაჩერა. ერთმა გამხდარმა ჯარისკაცმა თავი შემოყო “მარშუტკაში”. მარი სკამს ეფარებოდა, მაგრამ იმ დამპალმა მაშინვე დაინახა და გარეთ გაათრია. მანქანაში სულ სამი კაცი იყო და სამივეს ავტომატის კონდახები ურტყეს. მერე, მძღოლს ანიშნა, გზა განაგრძეო. არ დამავიწყდება მარის გაფითრებული სახე... 

ორი დღის მერე, გორში ვიყავით და თბილისისკენ ვაპირებდით წამოსვლას, როცა თქვეს, ჯარისკაცებს ნაწამები ახალგაზრდა გოგო მოჰყავთო. ფერი დავკარგე... თუმცა, ვიფიქრე, იქნებ მართლა მარია და ცოცხალი მაინც გადარჩა-მეთქი. ჯარისკაცებს გავყევი და რომ დავინახე, კინაღამ ცუდად გავხდი... ძლივს ვიცანი მარი... სულ დასისხლიანებული და გაწეწილი იყო. თურმე, ცხინვალის რომელიღაც სოფელში წაუყვანიათ და 50-მდე კაცს გაუუპატიურებია. მერე, აწამეს, დანით დასერეს და დაასახიჩრეს. მარი მხოლოდ ერთს გაიძახოდა, მომკალით, მადლი ქენითო... 

ალეკო გულიაშვილი, 75 წლის, დევნილი სოფელ ერედვიდან: - ძალიან მიჭირს ამ ამბის მოყოლა, მაგრამ უნდა მოვყვე, რომ ყველამ დაინახოს, როგორი არაადამიანები და სადისტები არიან რუსები... განსაჯეთ, აზრი აქვს თუ არა ჩემს სიცოცხლეს... 

ჩემი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ეს ტკივილი ტყუპმა შვილმა გადამატანინა. შვილიშვილების გაზრდაც მარტოს მომიწია. ეს უსახელო ომი რომ დაიწყო, ჩემი შვილიშვილი ანი 17 წლის იყო, ლევანი - 15-ის. ლევანი ჩემს თვალწინ გახლიჩა ბომბმა, ტანი ცალკე ეგდო და ფეხები - ცალკე. ანა კი დაიჭირეს კაცის მკვლელმა “სალდათებმა” და სახლში შეათრიეს. მესმოდა მისი წივილ-კივილი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ნაცემი და დაბეჟილი ვეგდე მიწაზე... 

იმ დამპლებმა ბავშვის გაუპატიურება არ იკმარეს და უთხრეს, გაიქეცი, 10 წამში თუ გაგვასწრებ, თავისუფალი იქნებიო. დაბნეული და ატირებული ბავშვი გაიქცა... არამზადებმა სამამდე დაითვალეს და ყველამ ერთად ესროლა... ჩემი საწყალი შვილიშვილი მოცელილივით დაეცა...

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 374 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz