პარასკევი, 2024-04-26, 2:54 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

დასავლეთ საქართველო კვლავ იბომბება
http://დასავლეთ საქართველო კვლავ იბომბება 2008-08-18, 8:35 PM

რუსი ოკუპანტები საქართველოს დატოვებას არ ჩქარობენ. მედვედევის დანაპირები და ხელმოწერილი დოკუმენტი ჯერჯერობით, ისეთივე ფიქცია აღმოჩნდა, როგორც მისი პრეზიდენტობა რუსეთში.


დღევანდელი დღე, რუსის ჯარის საქართველოში ბოგინის, თითქოს, დასასრულის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სხვაგვარია. დღეს დილით რუსებმა ბორჯომის დალაშქვრა განიზრახეს, რაც არ გამოუვიდათ და უკან, გორი ხაშურის მიმართულებით გაბრუნდნენ. 

არსებული ინფორმაციით, 58-ე არმიის ნაწილი ვლადიკავკასისკენ დაიძრა, მაგრამ რუსი ოკუპანტების ალყაში კვლავაც რჩება დასავლეთ საქართველო. 

დღეს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის აფეთქება მოხდა სენაკის ძველ აეროპორტში, რომელიც დიდი ხანია არ მოქმედებს. რადიო თავისუფლების ზუგდიდის ფილიალის კორესპოდენტის გერონტი ყალიჩავას მიერ პრესა.გე-სთვის მოწვდილი ინფორმაციის თანახმად, აფეთქებები რამდენიმე საათის განმავლობაში, ყოველ 10 წუთში მიმდინარეობს.

- ”ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, აფეთქებების ხმა ისევ ისმის. როგორც ჩანს, რუსებს ეს ტერიტორია დანაღმული ჰქონდათ და მათ აფეთქებენ. შესაძლოა აფეთქებები ტანკებიდანაც ხდება. ყოველ შემთხვევაში, საჰაერო შეტევები არ განხორციელებულა. ჯერჯერობით, დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს”.

სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, რუსებმა ტერიტორიაზე დარჩენილი ჭურვები და სხვა სამხედრო მასალა ააფეთქეს, რომლის გატანაც თან ვერ მოახერხეს. აფეთქების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული და ამიტომ, პანიკა არ შექმნილა.

ამ დროისთვის, ფოთშიც სიმშვიდეა, თუმცა რუს ოკუპანტებს ჩვეულებისთვის არც ამჯერად უღალატნიათ და დღეს, ქალაქი კიდევ ერთხელ მოინახულეს. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ წურწუმიას თქმით, დილით რუსები ნაბადის სამხედრო ბაზაზე მივიდნენ. აღნიშნული ბაზა, საბჭოთა დროს ერთ-ერთი ძლიერ ბაზად ითვლებოდა, მაგრამ ამჟამად იგი დანგრეულია. 

-”როგორც ჩანს რუსები საბჭოთა რუკებით სარგებლობენ და რაც ამ რუკაზეა აღნიშნული იმ ბაზებს სტუმრობენ. როდესაც ნაბადის ბაზაზე მივიდნენ, იქაურობა დაათვალიერეს, დაასურათეს და რამდენიმე საათში ტერიტორია დატოვეს. იმის მიუხედავად, რომ მარადიორობის და ძარცვის ფაქტებს თითქმის ყოველდღე ვუყურებდით, დღეს მაინც არ მოველოდით რუსი სამხედროების ქალაქში გამოჩენას”, - ამბობს წურწუმია.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 319 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz