შაბათი, 2024-04-27, 5:04 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

თბილისსა და სოხუმში არ არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ნება”
http://თბილისსა და სოხუმში არ არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ნება” 2008-08-18, 6:24 PM
რაინერ შტინერი, გერმანიის ფედერაციულ-დემოკრატიული პარტიის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და ნატოს საპარლამენტო კრების წევრი ამ ცოტა ხნის წინ სტუმრობდა საქართველოსა და აფხაზეთს. “გერმანულ ტალღასთან” ინტერვიუში იგი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

- ბატონო შტინერ, რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი თბილისსა და სოხუმში? 

რაინერ შტინერი: ევროკავშირს და გერმანიას სურთ კონფლიქტის მონაწილეებს აჩვენონ, რომ ჩვენგან ექნებათ მხარდაჭერა, თუ მუშაობა წარიმართება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ და იმ პირობებში, როცა მილიტარიზება და შეიარაღების ზრდა ხდება ორივე მხრიდან, რაც არა მარტო სიტყვიერად, საქმითაც გამოიხატება, მაშინ ეს მხარდაჭერა ბუნებრივია აღარ იქნება. ევროკავშირმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ რეგიონის დაახლოება ევროპასთან და ნატოსთან იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ აჩვენებენ ეს ქვეყნები, რამდენად მზად არიან იცხოვრონ კარგი მეზობლური ურთიერთობებით, რაც ევროპულ კონცეფციას შეესაბამება. სამწუხაროდ, ამგვარი მზაობისგან ჯერ საკმაოდ შორია.

- და არსებობს კი ნება, მშვიდობიანად მოგვარდეს კონფლიქტი?

- ეს ნება არც ერთი მხარისგან არ იგრძნობა, არც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან და არც იმ საუბრებიდან, რომელიც მე სოხუმში, აფხაზეთში მქონდა. ისინი მყარად დგანან თავიანთ პოზიციებზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე საკუთარ თავს უყურებს, როგორც ვიღაცის წარმომადგენელს და ჯერათ, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მოხდება მესამეს მიერ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველოს ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეიმედებათ, აფხაზებს კი რუსეთის. ეს ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელი სიტუაციაა.

-ამ შემთხვევაში უიმედოა საქართველოს შანსი დაუახლოვდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს?

- ვერ ვიტყვი, რომ უიმედოა, მე ვთვლი რომ ეს პრობლემატურია. ვხედავ, რომ საქმისადმი მიდგომა ნატოს ფარგლებში უფრო მარტივი გახდა. ვცდილობ თავშეკავებული ვიყო, რადგანაც ვფიქრობ, ჩვენ, გერმანელებმა უნდა დავსვათ კითხვა, ახალი კანდიდატის შემოსვლით ალიანსში გაძლიერდება თუ არა ჩვენი ინტერესები, გაიზრდება თუ არა ჩვენი უსაფრთხოება, და თავად ალიანსი გაძლიერდება თუ შესუსტდება ახალი წევრის მიღებით. ეს არის უპირველესი კრიტერიუმები. შემდეგი შეიძლება იყოს: რას ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნისათვის ალიანსში შესვლა ან არ შესვლა? მე პირადად ამასაც გავითვალისწინებდი, ასევე გასათვალისწინებელია, თუ რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება რეგიონში კონკრეტული ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. ჩემი აზრით ჯერ-ჯერობით ჩვენ შორს ვართ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღოთ.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 334 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz