პარასკევი, 2024-04-19, 1:54 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

რუსული მხარის მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენაში საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი დაეხმარება
http://რუსული მხარის მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენაში საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი დაეხმარება 2008-08-18, 6:07 PM
რუსული მხარის მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენაში საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი დაეხმარება  
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენით სამუშაოებში ქართულ მხარეს სომხეთი და აზერბეიჯანი დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან სამშენებლო მასალებით დატვირთული მატარებელი უკვე შემოვიდა, ხოლო ერევნიდან სპეცმატარებელს, რომელიც ასევე სამშენებლო მასალებს ჩამოიტანს, თბილისში დღეს ელოდებიან. როგორც "პირველს" საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა განუცხადა, ერევნიდან სულ 5 სატვირთო ვაგონი სამშენებლო მასალა ჩამოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტვირთი სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას წარმოადგენს, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დანგრეული სარკინიგზო ხიდისა და გორში რამდენიმე ობიექტის მშენებლობას მოხმარდება. თბილისში ტვირთს ქართულ-სომხური ასოციაციის თავმჯდომარე, პარლამენტარი ვლადიმერ ბადალიანი ჩამოჰყვება. 

 

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 395 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz