სამშაბათი, 2024-04-23, 11:27 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

უნდა გამოვიძიოთ, ეხმარებოდა თუ არა ვინმე რუსეთს ამ დაბომბვებში”
http://უნდა გამოვიძიოთ, ეხმარებოდა თუ არა ვინმე რუსეთს ამ დაბომბვებში” 2008-08-18, 6:04 PM
ნაციონალების” “რუხ კარდინალად” მონათლული ლევან რამიშვილი გამწვავებულ ქართულ-რუსულ კონფლიქტში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს. თუმცა, “ვერსიასთან” საუბრისას, ცალსახად პროამერიკული განწყობით, ბევრ მინიშნებას აკეთებს დასავლეთის უმოქმედობაზე და მიიჩნევს, რომ აგრესორი ქვეყნის ნაბიჯებს ევროპის რამდენიმე ლიდერი საქართველოზე ბევრად მოუმზადებელი შეხვდა. 

რამდენად მოსალოდნელი იყო რუსეთისგან ამგვარი აგრესია? 
- ვფიქრობ, ეს სიურპრიზი არ ყოფილა არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს რუსეთის ისტორიაზე და, განსაკუთრებით მის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაზე, ხელმძღვანელობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, სიურპრიზი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ლიდერისთვის. 

მაშინ რატომ შეხვდა საქართველო ასეთი მოუმზადებელი მეზობელი ქვეყნის აგრესიას? 
- მე მგონია, საქართველო, მაინც, საბოლოო ჯამში, მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ რაღაც დონეზე მოეგერიებინა ეს შემოტევა. ამის შედეგია, რომ რუსეთმა საკუთარი ბლიც-კრიგი ბოლომდე ვერ განახორციელა, ვერ მოახერხა, თბილისის თავზე წითელი დროშა აეფრიალებინა. ანუ, ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა იქამდე გაეწია წინააღმდეგობა რუსეთისთვის, სანამ დანარჩენი მსოფლიო გამოფხიზლდებოდა, რეალისტურად შეხედავდა, რა ხდება კავკასიაში და დაიწყებდა ადექვატურ მოქმედებას.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 443 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz