სამშაბათი, 2024-04-23, 10:49 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

ოკუპანტები ხაშურში დაბანაკდნენ
http://ოკუპანტები ხაშურში დაბანაკდნენ 2008-08-17, 11:32 AM

რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი ხაშურის ტერიტორიაზე არის შემჩნეული. როგორც ”პრესა.გე”-ს კორესპონდენტი ხაშურიდან გადმოგვცემს, ქალაქის გზაგასაყარზე, ცენტრში 3 რუსული ტანკი და ერთი სამხედრო ”ურალი” არის განლაგებული.

ხაშურში განლაგებულ რუს ჯარისკაცთა ოდენობა 20-30 ერთეულია. ქალაქში სიწყნარეა და ამ დროისთვის არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

- ”რაღაცა გაუფუჭდათ და ისინი ამჟამად ამ ტანკის შეკეთებით არიან დაკავებულნი. ვიღაც სამხედრო პირები ცენტრალურ მოედანზე მდგომი ”სახალხო ბანკის” შენობის თავზე შევნიშნე. არ ვიცი, შეიძლება სნაიპერები არიან. ქალაქში სიწყნარეა. პანიკას ადგილი არა აქვს, თუმცა დაძაბულობა იგრძნობა”, - გვატყობინებს კორესპონდენტი ხაშურის ავტოსადგურის ტერიტორიიდან.

ტრანსპორტი ხაშურიდან დასავლეთის მიმართულებით არ მოძრაობს. როგორც გაირკვა, დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მატარებლით შეიძლება, რომელიც მოგვიანებით შეასრულებს რეისს.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაუმოწმებელი მონაცემებით, გუშინ ღამე რუსეთის ჯარის 50 ტანკი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ასევე, რუსული ტანკები დგანან ჩუმათელთან და რიკოთთან. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის გადამოწმება სამწუხაროდ ჯერ ვერ ხერხდება.

პრესა.გე-ს კორესპონდენტი გაესაუბრა ერთ-ერთ რუს ჯარიკაცს: ”ჩვენ გვიბრძანეს აქ ყოფნა. არანაირი ბრძანება ბრძანება ჯერ არ მიგვიღია. აქ დარჩენა გვიბრძანეს”.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 424 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz