სამშაბათი, 2024-04-16, 6:59 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

სოფელ ახრასში დღემდე რამდენიმე ოჯახია ჩარჩენილი
http://სოფელ ახრასში დღემდე რამდენიმე ოჯახია ჩარჩენილი 2008-08-17, 11:30 AM

შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობის დროებით თავშესაფრებში განთავსების პროცესი გრძელდება. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის შენობაში კონფლიქტის დროს დაზარალებული 500-მდე მოქალაქე განათავსეს. მათი უმეტესობა ფრონის ხეობიდან, გორიდან, სოფელი ავნევიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან არიან.

უკვე მეორე დღეა, რაც საომარი მდგომარეობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, დახმარებას ითხოვს და ხელისუფლებისგან ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ ელის ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას. დევნილი მოსახლეობა დღემდე კერძო შემოწირულობებით არსებობს, რაც საკმარისი არ არის.

სკოლის შენობაში არ არის საკმარისი ოთახები, არ დგას საწოლები, დევნილებს არ გააჩნიათ ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. მოსახლეობას მერხებზე სძინავს და კერძო შემოწირულობების იმედაა დარჩენილი. დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას და მათთან შეხვედრას ითხოვს.

ქალაქ გორიდან დევნილმა ქალბატონმა რუსუდან ბუჩუკურმა პრესა.გე-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მის 14 დღის ვაჟს, რონალდ ჩანადირს, რომელიც საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა, არსებობისთვის ელემენტარული ბავშვის საკვები და ჰიგიენური პირობები არ გააჩნია.

სკოლის შენობაში შიდა ქართლიდან დევნილი რამდენიმე მეძუძური დედა ცხოვრობს, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. გარდა ამისა, დევნილებს შორის არიან მოხუცები, რომლებიც ექიმის მეთვალყურეობას და მედიკამენტებს საჭიროებენ.

- ”ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კორესპონდენციის, განხილვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსს, ვინმე რუსლან საჯაიას შევხვდით, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა და არც ტელაფონს პასუხობსო”, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა დევნილმა.

შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას საინფორმაციო საშუალებებისგანაც ითხოვს. ერთ-ერთი დევნილის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ახრასში, დღემდე რამდენიმე ოჯახია ჩარჩენილი. ისინი სრულ ბლოკადაში იმყოფებიან და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 467 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz