პარასკევი, 2024-04-26, 5:24 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

რუსები წინ მოიწევენ
http://რუსები წინ მოიწევენ 2008-08-13, 11:05 AM

საქართველო-რუსეთის ომის მთავარი მოვლენები 11 აგვისტოს განვითარდა, როდესაც ოკუპანტებმა ქართულ არმიაზე მასირებული შეტევა წამოიწყეს. გაარღვიეს ცხინვალისა და ზუგდიდის დაცვითი რკალი და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ბლოკადა მოახდინეს.

პარალელურად, ფოთის პორტს მოადგა ორი რუსული სადესანტო გემი, საიდანაც ჩამოყვანილმა ტანკებმა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოსულ მძიიმე ტექნიკასთან ერთად, 1000 ერთეული შეადგინა.

ამ დროს საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო დოკუმენტის თანახმად, ქართული ჯარის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონებიდან უკვე გამოსული იყო და რუსებმა ფაქტობრივად უპრობლემოდ დაიკავეს ქალაქები: გორი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და ქარელი.

რუსული ჯარის ნაწილმა დასავლეთ საქართველოს ნახევარი გაიარა და შეუერთდა გორში ბაზირებულ ნაწილებს. 11 აგვისტოს ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს ღამის 2 საათისათვის თბილისში შემოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ისინი იმ მომენტში თითქოს უკვე მცხეთასთან იდგენენ, მაგრამ ჩვენმა ინფორმატორებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და გაირკვა, რომ რუსები ძირითადად კასპის, გორის და ქარელის მაგისტრალებზე და ხიდებზე იყვნენ გამაგრებულნი და წინ გადაადგილებას არ აპირებდნენ.

ღამით თბილისის დიდი ნაწილი პანიკამ მოიცვა და ბევრი ცდილობდა ქალაქიდან თიანეთისა და კახეთისაკენ გაღწევას. ამის გამო, თბილისის გზებზე საცობებიც შეიქმნა, მაგრამ დაახლოებით ღამის 3 საათისათვის ეს პანიკა თანდათან ჩაცხრა

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 405 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz