ხუთშაბათი, 2024-04-18, 2:28 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

თურქეთმა შავ ზღვაში შეერთებული შტატების გემები შეუშვა, რომელთაც საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარება მოაქვთ
http://თურქეთმა შავ ზღვაში შეერთებული შტატების გემები შეუშვა, რომელთაც საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარება მოაქვთ 2008-08-21, 5:54 PM
ბი-ბი-სი იტყობინება, რომ ოთხშაბათს ანკარამ ბოსფორის სრუტის გავლით, შავ ზღვაში სამი ამერიკული გემი შეუშვა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მოაქვს საქართველოსთვის. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ლაპარაკია ორ გემსა და ერთ სანაპირო დაცვის კატერზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ეს გემები არაა ის მცურავი ჰოსპიტლები, რომელის გატარებასაც შავ ზღვაზე ვაშინგტონი ადრე სთხოვდა თურქეთს. 

მაშინ ანკარამ უარი იმით დაასაბუთა, რომ გემების გაბარიტები სრუტეში შესვლის დროს საფრთხეს შეუქმნიდა სხვა გემების მოძრაობას. 

ვუდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ანკარასთან შავი ზღვის გზით საქართველოსათვის ჰუმანიტარული ტვირთების ტრანზიტის შესახებ. 

აქამდე, ვაშინგტონის დახმარება საქართველოსთვის მხოლოდ საჰაერო გზით ხორციელდებოდა.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 1060 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz