სამშაბათი, 2024-04-23, 2:03 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქართული ხიდი “გაიდება”
http://სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქართული ხიდი “გაიდება” 2008-08-21, 11:04 AM

                                    

    საომარი მდგომარების მიუხედავად, საქართველოს სასიცოცხლო მაგისტრალებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუშაობას არ წყვეტს საკმაოდ დაზიანებული ფოთის პორტი, რკინიგზის დაზიანებული ხიდს კი სამი სახელმწიფო ერთობლივი ძალებით აღადგენს. აღსანიშნავია, რომ ორი მტრულად განწყობილი ქვეყანა - აზერბაიჯანი და სომხეთი - ჩანგრეულმა ქართულმა ხიდმა ერთმანეთს დააკავიშირა. 


რუსული სამხედრო ტექნიკა ფოთში კვლავ გამოჩნდა. ორი ჯავშანტრანსპორტიორი და “ურალის” მარკის სამი სატვირთო ავტომანქანა განლაგდა მე-7 კილომეტრზე მდებარე წყალგამყოფ ხიდთან. 

ტერიტორიაზე მისვლის უფლებას ჟურნალისტებს არ აძლევენ. 

რუს ოკუპანტებს საგუშაგოს მოწყობა სურთ, რადგან ადგილი, რომელიც მათ დაიკავეს, სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებს შორის მდებარეობს. 

არსებული ინფორმაციით, ისინი ფოთიდან ჰუმანიტარული ტვირთების გასვლის გაკონტროლებას ცდილობენ. ტვირთი კი მათგან არაერთგზის გაძარცვული პორტიდან შემოდის, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობას. 

- “ფოთის პორტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ნორმალურად ფუნქციონირებს”, - განაცხდა ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ახალაძემ. 

მისი თქმით, ჯერჯერობით ზარალის დათვლა ნაადრევია, რადგან პორტი ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს, რათა ნავსადგურის ფუნქციობა არ შეჩერდეს. 

როგორც ირკვევა პირდაპირი ეკონომიკური ზარალი უშუალოდ კომერციულ პორტში დიდი არ არის, სამხედრო პორტი კი სერიოზულადაა დაზიანებული. როგორც ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, მთავარი საკითხი ახლა რკინიგზის აღდგენაა, რათა შემოსული ტვირთები შეფეხების გარეშე გადაიზიდოს. 

- “ჯერჯერობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის სამხედრო გემები კვლავ ფოთის აკვატორიაში დგანან. ისინი ითხოვენ ნებართვებს პორტში შემოსული გემებიდან, თუმცა სერიოზული პრობლემა, რომ რომელიმე გემის შემოსვლისთვის ნებართვა არ მიეცათ, არ ყოფილა”, - აღნიშნა ახალაძემ. 

კასპთან რკინიგზის დაზიანებული ხიდის აღდგენაზე კი სამუშაოები აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა როდის გაიხსნება სარკინიგზო მაგისტრალი, მან ვერ დააკონკრეტა. 

- “უნდა აღინიშნოს, რომ ნანგრევებისგან სამუშაო ადგილის გათავისუფლებამ გამოიწვია დაზიანებები ხიდის ბურჯებში. საპროექტო სამუშაოებს ვაწარმოებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სამუშაოების დასრულების ვადა ამან არ უნდა გააჭიანუროს”, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ხიდის აღდგენაში ქართულ მხარეს შესაბამისი მასალითა და ცოცხალი ძალით აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზა ეხმარება. ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ერთმანეთთან ქართულმა რკინიგზამ დააკავშირა. 

- “რაც შეეხება ზარალს, ფინანსური ზარალი ორი ნაწილისგან შედგება - ეს არის პირდაპირი ხარჯები, რომელიც აღდგენაზე იქნება გაწეული და ყოველდღიურად ტვირთების გაუტარებლობის შედეგად მიუღებული შემოსავალი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, დაახლოებით, 20 მლნ ლარი”, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ჯერჯერობით რისი აღდგენაც მოხერხდება, ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენია. თუმცა, სტრატეგიული მილსადენი დაზიანებული არც ყოფილა, უბრალოდ, შეჩერებული იყო ნავთობის გადაქაჩვა. როგორც ჩანს, უკვე ეს პრობლემაც აღმოფხვრილია და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება აღდგა. 

კომპანია “ბოტას ინტერნეიშენელ ლიმიტედის” წარმომადგენლის ჰუსეინ საგირის ინფორმაციით, ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ მხოლოდ ტესტურ რეჟიმში მიმიდინარეობს და თუ უახლოეს დღეებში პრობლემები არ შეიქმნა, მილსადენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

ნავთობსადენმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსი ოკუპანტები მილსადენს ლიკვიდაციით დაემუქრნენ.


კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 1174 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz