ხუთშაბათი, 2024-04-25, 2:42 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

რუსები ცეცხლითა და ხანძრით გვებრძვიან
http://რუსები ცეცხლითა და ხანძრით გვებრძვიან 2008-08-21, 10:38 AM

                        

რუსები ტყეების გადაწვას ახალი ენერგიით შეუდგენენ. როგორც კი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარი ჩაქრა, ოკუპანტებმა სხვა ადგილებზე მიიტანეს იერიში. საქართველოს უნიკალური მწვანე საფარი განადგურების პირასაა. მარტო ბორჯომის ტყეების “აღდგენას” 50 წელი დასჭირდება. 


20 აგვისტოს საღომოს ატენის ხეობაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ატენის ხეობა გორის რაიონში მდებარეობს, რუსებს ცეცხლგამჩენი ჭურვების ჩამოყრა სულაც არ დასჭირვებიათ. მათ ხანძრის გაჩენა ხელდახელ მოახერხეს. 

სანაცვლოდ, ტყეების დაბომბვის მეთოდი რუსმა ოკუპანტებმა კიკეთში გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიკეთის უნიკალურ ტყეებში ხანძარი უკვე გაჩაღებულია, მისი ჩაქრობა კი ჯერ ვერ ხერხდება. 

ცეცხლის გაჩენის საშიშროება გაჩნდა თბილისშიც. ზოოპარკის მახლობლად, ვარაზისხევში ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა გავიდა. ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე ბალახს ეკიდა.ხანძრის მიზეზები უცნობია, თუმცა დივერსიული აქტი ამ შემთხვევაშიც გამორიცხული არ არის. 

ტყის მასივს ცეცხლი უკიდია სოფელ ხიხანი-შაუმიანის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მარნეულის რაიონში, ცეცხლი უკვე რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა მოდებული. მარნეულის რაიონის გამგებლის ზაზა დეკანოიძის თქმით, ცეცხლის ლოკალიზებას ამ დროისთვის ადგილობრივი ძალებით ახდენენ. საქმეში ჩაერთო მარნეულისა და ბოლნისის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები, ასევე - ადგილობრივი მოსახლეობა. 

ხანძარი მოდებულია ტყის მასივზე, რომელიც დასახლებული პუნქტიდან სულ 600 მეტრით არის მოშორებული. თუმცა, როგორც რაიონის გამგებელი ზაზა დეკანოიძე აცხადებს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში რამდენიმედღიანი შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა მიუვალ ადგილებზე კვლავ რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა. ხანძრის ჩაქრობა იქ მექანიკური საშუალებებით ხდება. 

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, კვლავ ელოდებიან სპეციალურ ვერტმფრენებს თურქეთიდან. მისივე ვარაუდით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, ხვალისთვის მოხერხდება. 

მინისტრის განცხადებით, ხანძარი ნაკრძალის მიკროკლიმატზე უარყოფითად აისახება. არსებული ინფორმაციით, უკვე დამწვარია 300 ჰექტრამდე ტერიტორია. 

- “რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილი ჭურვების უმეტოსობა რამდენიმე საათის დაგვიანებით მოდის მოქმედებაში, რაც ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესს აფერხებს”, - განმარტა მინისტრმა. 

ღვალაძის ვარაუდით, ტყე-პარკისთვის მიყენებული ზარალი იმდენად დიდია, რომ მის აღდგენას სავარაუდოდ, 50 წელი დასჭირდება. ჯერჯერობით ზარალი თანხობრივად დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 845 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz