ხუთშაბათი, 2024-04-25, 9:44 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

საპარლამენტო უმრავლესობამ ”ახალი ამბები” მოისმინა
http://საპარლამენტო უმრავლესობამ ”ახალი ამბები” მოისმინა 2008-08-21, 10:36 AM

-               

“ქართველები დღეს არა მარტო თქვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისა და მეზობელი ქვეყნების თავისუფლებისათვის,” - საპარლამეტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცახადა ამერიკელმა კონგრესმენმა ლიბერმანმა, რომელიც ქართულ-რუსული პრობლემის გამო თავის კოლეგა გრემთან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 


შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. მან თავის საპარლამენტო უმრავლესობას ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლისათვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ პრეზიდენტთან განიხილეს ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის მიმდინარეობა, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება და დეტალურად ისაუბრეს იმ ჰუმანიტარულ დახმარებებთან დაკავშირებით, რომელიც “მეგობარი ქვეყნები გვიგზავნიან.” 

შეხვედრაზე ასევე, საუბარი იყო რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აუცილებლობაზეც, თუმცა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტარებს პრეზიდენტისაგან ახალი ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრაზე მოხდა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისის აღების გეგმა რუსეთს რეალურად ჰქონდა შემუშავებული, მაგრამ ჩაეშალათ. მისივე თქმით, ამ გეგმის შესახებ მან გაიგო საფრანგეთის პრეზიდენტ ნოკოლა სარკოზისაგან. 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში იგი რუსეთის მხრიდან მუდმივად იღებდა მუქარას და მისგან მოითხოვდნენ საქართველოდან წასულიყო. 

- “ბოლომდე ვიბრძოლებთ, ქართველმა ხალხმა ამ დღეებში დიდი სიმტკიიცე გამოიჩინა და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. რუსეთი ვეღარ შეძლებს საქართველოდან პრეზიდენტების გაძევებას”, - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი და ქართულ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ბევრად მეტს ააშენებს და ქვეყანა უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე ოკუპაციამდე იყო. 

მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის მომავალი სწორედ საქართველოში წყდება. 

პრეზიდენტთან გამართული შხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტარებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესების შესახებ ხელისუფლებას ქართული საზოგადოება სრულად ჰყავს ინფორმირებული იმით, რა ინფორმაციასაც თავად ხელისუფლება ამჟამად ფლობს. 

- “პრესას არაფერს ვუმალავთ. რაც თქვენ იცით, ის ვიცით ჩვენც და ველოდებით როდის გაიყვანს რუსეთი თავის ჯარებს ქვეყნის ტერიტორიიდან”, - ამბობს დარჩიაშვილი. მისივე თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის ერთიანობა, რაც ქართული საზოგადოების ყველა სფეროში არსებობს. 

რაც შეეხება თბილისის აღების გეგმას, შოთა მალაშხიას თქმით, მსგავსი გეგმა რომ რეალურად არსებობდა, ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კუშნერისაგანაც შეიტყო, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ “მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე საქართველოს მთავრობას”. 

- “ჩვენი ქყეყნისთვის მოყენებული ზარალი რუსეთს ძვირი დაუჯდება. მოსკოვი არ ელოდა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება ამ სიტუაციაში საქართველოს დაუჭერდა მხარს,” - ამბობს მალაშხია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არსებული სამხედრო მდგომარეობის გამო, შესაძლებელია პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობაში მუშაობა 22 აგვისტოს შემდეგ, კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელოს. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, პარლამენტისათვის მუშაობის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მოსმენილი არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი ჯარები ჯერ კიდევ არ ტოვებენ ქავეყნის ტერიტორიას. 

“მატყუარა მედვედევს თუ დავუჯერებთ, რუსულმა ჯარებმა საქართველოდან გასვლა უკვე დაიწყეს. მათ ჰქონდათ თბილისში შემოსვლის გეგმა და არ გამოუვიდათ, ახლა აღარ აქვთ გასვლის გეგმა და არ იციან რა ქნან,” - აცხადებს მალაშხია. 

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დღეს უკვე აღარ სვამს კითხვას, თუ ვინ დაიწყო ეს ომი, რადგან ყველასათვის ნათელია - ომი დაიწყო რუსეთმა და “რაც უფრო გაუგრძელდება რუსეთს აქ ყოფნა, მით უარესია მათთვის, უკვე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2014 წლის ოლიმპიადის სოჭში გამართვის საკითხი.” 

პარლამენტარი პავლე კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არ იციან, როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან. 

- “ვიცით, რომ ნელი ტემპებით უკვე დაწყებულია რუსეთის ჯარის გარკვეული ნაწილების გასვლა, თუმცა უფრო აქტიურად ეს პროცესი ხვალიდან დაწყება”, - აცხადებს კუბლაშვილი და ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა გუშინ ნატოში გამართულ სხდომაზე გაავრცელა.


კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 1070 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz