ოთხშაბათი, 2024-04-24, 12:20 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

მოსკოველი ქართველების გასაჭირი 10:20 | 20.08.2008
http://მოსკოველი ქართველების გასაჭირი 10:20 | 20.08.2008 2008-08-20, 11:31 PM

                   

მოსკოვის, რუსი ქალების ამბებისა და იქაური თავგადასავლების მოსმენისგან უფროსი ასაკის ბიძაკაცებისგან, ალბათ, ბევრს გამოგჭედებიათ ყურები. ახალგაზრდების უმრავლესობას უფროსი ასაკის ხალხის მიერ მოყოლილი “საგმირო საქმეები” ხშირად მოგონილი ჰგონიათ და ეს ბუნებრივიცაა. 21-ე საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარადაა, შეცვლილია დამოკიდებულებები, შეხედულებები და თვითონ მოსკოვიც სულ სხვა ქალაქია. ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის ომია. საქართველოს “დიდი ძმის” წინააღმდეგ ამდენი არასოდეს გაუბედავს. იმის გასარკვევად, დღეს რა ხდება ერთ დროს ქართველებისთვის საყვარელ ქალაქში, შევეცადეთ ტელეფონის, პირადი კონტაქტებისა და ინტერნეტის საშუალებით გამოგვერკვია. ჩვენი გაზეთის მკითხველებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება 21-ე საუკუნის მოსკოვური შთაბეჭდილებები და ქართველის თვალით დანახული მოსკოვური “სტუმარ-მასპინძლობა”. მას შემდეგ, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა, კავკასიელებს და მეტადრე ქართველებს რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ. ამ ქვეყანაში ქართველის ცხოვრება დღითიდღე აუტანელი და სახიფათო ხდება, ამ და სხვა ბევრ საკითხზე ჩვენი თანამემამულეები მეტ-ნაკლებად გულახდილად საუბრობენ. 


ლაშა კიკალიშვილი. 25 წლის: “მოსკოვში იმედებით აღსავსე გავემგზავრე: ევროპის უდიდესი ქალაქი, კარგი სამუშაო პირობები, კეთილმოწყობილი ყოფა, ლამაზი გოგონები... პირველად ყველაფერი კარგად აეწყო, სამსახურიც ვიშოვე კვების დარგში.

ერთი კვირა თბილისის ჩვევებს ვებრძოდი. მახსოვს, დილიდან წამომხტარი, ყველანაირ ჭურჭელს წყლით ავავსებდი, ღამით გაზს ვკეტავდი. ვინმეს რომ ვენახე, გიჟი ვეგონებოდი, მაგრამ ცხელ წყალსა და კომფორტს მალე ეჩვევი, ხოლო შეურაცხყოფასა და დამცირებას _ ვერასოდეს...

მოსკოვში კავკასიელების მიმართ დამოკიდებულება ძალზე უარყოფითია - მილიცია გაჩერებს ქუჩაში, მეტროში... პასპორტში იყურება - მხოლოდ გვარი აინტერესებს. - ქართველი ხარ? ლაპარაკის გარეშე - განყოფილებაში, ტყავს გაგაძრობენ, თუ რეგისტრაცია არ გაქვს. ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც მიდის საქმე.

ერთი მაგალითი: მეტროდან გამოსვლისას ქართველი მამაკაცი, რომელიც ოდნავ ნასვამი იყო, მილიციამ დააკავა. თუმცა, იქვე, რამდენიმე ადგილობრივი ლოთი და ბომჟი მიდი-მოდიოდა. წაიყვანეს გამოსაფხიზლებელში, ცივი შხაპი შეასხეს, წაართვეს ფული, მობილური და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს”.

ნუგზარი, 29 წლის: “ერთხელ მეტროში შემოიჭრა რუსი ფაშისტების საკმაოდ დიდი ჯგუფი. ყვირილით: “როსსია ტოლკო დლია რუსსკიხ! “ვონ იზ როსსიი”, - მიადგნენ ერთ შავგვრემან კაცს (ეტყობოდა, კავკასიელი იყო) და ცემით კინაღამ სიკვდილის პირას მიიყვანეს. არც ერთ მგზავრს რეაგირება არ მოუხდენია. მხოლოდ ერთმა თავი გამოიჩინა და რადიომოწყობილობით მემანქანეს დაუკავშირდა. სადგურში მილიციის ნარიადი დახვდათ. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არც იმის თქმა მინდა, რომ ყველა ასეთია” 

მალხაზ გოგოლაძე, მოსკოვში მცხოვრები თბილისელი სტუდენტი: “ახალგაზრდა რუსებს ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ. მაგრამ აქვთ ერთი, დამღუპველი თვისება - ალკოჰოლიზმი. ზოგი 10-12 წლის ასაკიდან და ზევით, განურჩევლად სქესისა, უკვე ალკოჰოლიზმით მოწამლულია. შობადობის მაჩვენებლებიც კატასტროფულად ვარდება. 

მოსკოვში უამრავი მოხუცია, გაცილებით მეტი, ვიდრე - ახალგაზრდები. ადრე, რუსეთში, ჩვენს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება იყო. მარტო ომის საკითხმა არ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა. ერთ შემთხვევას გიამბობთ:

ქალაქის ცენტრში, სადაც დღისით ხალხმრავლობაა, მომიახლოვდა 7-8 წლის მათხოვარი ბიჭი და ხელი გამომიშვირა. რომ შევხედე, მაშინვე თბილისელი ბოშა მაწანწალები წარმომიდგნენ თვალწინ. სადაური ხარ? - ვკითხე და იცით, რა მიპასუხა? - ია გრუზინ! აქედან გამომდინარე, ქართველების გარეგნობაზე საკმაოდ მცდარი წარმოდგენა აქვთ. თუ ქართველი ხარ, ტარაკანივით შავი უნდა იყო, დიდი ცხვირით, გაუპარსავი, ჯაგარივით უხეში თმით და ა.შ.

საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა. მოსკოვის მთავრობამ გასცა პირდაპირი განკარგულება: “ოსობოე ვნიმანიე ნა ლიც კავკაზსკოი ნაციონალნოსტი!” თვით მოსახლეობაც ძალიან დამფრთხალია. მე და ჩემი მეგობარი სალაროს რიგში ვიდექით, ქართულად ვლაპარაკობდით და რაღაცაზე ორჯერ ვახსენეთ ომი. უცებ შევიტყვეთ, რომ ჩვენს გარშემო აღარავინ დგას და ხალხმა მეორე ჯიხურისკენ გადაინაცვლა... 

გავიცინებდი, სატირალი რომ არ ყოფილიყო. ისე, რომ იცოდეთ, არც ისე ბევრი ქართველია რუსეთში. მეტწილად, აფხაზეთიდან დევნილები მოღვაწეობენ და საკმაოდ კარგადაც”.

სოსო თარგამაძე, რუსეთში მცხოვრები, ბიზნესმენი: “შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ბევრი ქართველი რუსეთში სამუშაოს რომ ვერ შოულობს, ცდილობს, კრიმინალური გზით იშოვოს ფული. მართალია, ყველა ასე არ იქცევა, მაგრამ მიახლოებით 50%-მა ასეთი გზა აირჩია. მე შეიძლება ვცდები, მაგრამ იქ, სადაც ვცხოვრობ (მეც რუსეთში ვარ, ოღონდ, არა მოსკოვში, სხვა ქალაქში) ასეა... წარმოიდგინეთ, საქართველოში რუსები რომ ჩამოვიდნენ და ყაჩაღობა დაიწყონ, ქართველები მოითმენენ? მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველებს მაინც უმეტესობა პატივს სცემს....”

დათო თოდუა, უმუშევარი: “ჩემთვისაც არაა უცხო რუსი და მოსკოვური სიტუაცია, დიდხანს ვსწავლობდი და ვმუშაობდი იქ. იცით, რუსს ჩვენ გულზე რომ არ ვეხატებით, ხშირად ჩვენი ბრალია (თუ რატომ, ამაზე საუბარი არ ღირს), უბრალოდ, აქვთ ამის მიზეზი. თითოეული თქვენგანი დაფიქრდეს და თქვას, რა ასოციაცია ან გრძნობა ეუფლება “რუსის” ხსენებაზე? ოღონდ, პოლიტიკასა და ისტორიულ გამოცდილებას თავი დავანებოთ. რა გასაკვირია, თუკი რუსებიც იგივეს ფიქრობენ ჩვენზე და სულაც აღარ მოსწონთ, მათ ქალებს რომ ვაბამთ. ეს ადრე იყო, როცა ქართველ კაცებს რუსეთში დიდი გასავალი ჰქონდათ, ახლა კი, ჩვენზე არავინ გიჟდება”.

თათული 23 წლის, სტუდენტი: “წინა წელს მოსკოვში ერთი ბიჭი გავიცანი დისკოთეკაზე. თავისუფლად ვლაპარაკობ რუსულად და ვერ შემატყო, ქართველი რომ ვიყავი. ერთმანეთი მოგვეწონა და რაღაცაზე, “ქართველები ასეთები ვართ-თქო”, ვახსენე. ბიჭს სახე წაეშალა და საკმაოდ უხეშად მითხრა: “ა პოჩემუ ტი სკრივალა?” ამის შემდეგ ადგა, მეორე მაგიდასთან გადაჯდა ძმაკაცებთან და თან ჩემსკენ ახედებდა. თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი და წამოვედი. რას ვიზამთ, ასეთი სიტუაციაა..” 

პაპუნა გიორგაძე: “ჰო, ეს სიტუაცია თითქმის ჩვეულებრივია, მე ბევრი ქართველი მინახავს ჩამოსული რუსეთიდან და მაგათაც ასეთივე ისტორიები მოუყოლიათ, მაგრამ ისეთებიც მინახავს, რომლებიც აღფრთოვანებულები ჩამოსულან, ისე უყვართ ქართველებიო... მაგრამ ერთი ნათელია, როგორც ბატონმა სოსომ თქვა, ეს ჩვენი ხალხის ბრალიცაა! მაგრამ მაგათი გაგებაც შეიძლება.

რაც შეეხება მოსკოვს, იქ ბევრს არა მარტო კავკასიელები არ მოსწონს, არამედ ყველა, ვინც მოსკოვში არ ცხოვრობს! ჩემი ნაცნობი რუსი მიყვებოდა, ქართველები ჩვენთან ისეთ ადამიანებად ითვლებიან, რომლებიც სექსზე არიან დაფეთებულები და ამის გამო, საქართველოში დატოვებულ ოჯახებსაც კი ივიწყებენო. რა უნდა მეთქვა? განა ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა რუსი ნაშის გამო ქართველ კაცს თავის შვილებთან დაბრუნება არც კი გახსენებია?!”

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 1289 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz