პარასკევი, 2024-04-19, 10:30 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

მათიას ეორში რუსმა სამხედროებმა გორისკენ მიმავალ გზაზე ნახევარი საათით შეაჩერეს
http://მათიას ეორში რუსმა სამხედროებმა გორისკენ მიმავალ გზაზე ნახევარი საათით შეაჩერეს 2008-08-20, 11:28 PM

                  

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებების შესრულების კომიტეტის წარმომადგენელის მათიას ეორშის განცხადებით, რუსეთის ჯარის ქმედება ნამდვილი ოკუპაციაა. ეს განცხადება ეორშმა ჟურნალისტებთან იგოეთთან გააკეთა. ეორში რუსმა სამხედროებმა გორისკენ მიმავალ გზაზე, საგუშაგოსთან ნახევარი საათით შეაჩერეს. ისინი სატელეფონო საუბრებით არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა ეორშსს გორში შესვლის უფლება. 

"რუსული ჯარის ქმედება ნამდვილი ოკუპაციაა. ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაადგილდება ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე. მათ გასვლის არანაირი ნიშანი არ ეტყობათ",- განაცხადა ეორშმა და აღშფოთება გამოთქვა ისმი გამო, რომ რუსი ოკუპანტები ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
"მიუღებელია, როდესაც ქართველ ჟურნალისტებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ამას ევროპამ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. ვიმყოფები საქართველოს ტერიტორიაზე და ვხედავ, რომ რუსები გვაჩერებენ, არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. ახლა მთავარია, ამ ჯარმა საქართველოს ტერიტორია დატოვოს. 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს გვერდზე დგას",-განაცხადა ეორშმა.
მან, როდესაც რუსის ჯარს ჰყავდა საგუშაგოზე გაჩერებული, ფაქტების დოკუმენტირებისთვის ფოტოებიც გადაიღო.
მათეას ეორშისთან და კასტრიო ისლამისთან ერთად გორში საქარველოს პარლამენტის წევრები პეტრე ცისკარიშვილი, ლაშა ჟვანია და გიგი წერეთელიც გაემგზავრნენ.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 1136 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz