ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:24 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

დევიდ მილიბენდი: ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის საქციელი საერთაშორისო პრინციპების დარღვევა იყო
http://დევიდ მილიბენდი: ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის საქციელი საერთაშორისო პრინციპების დარღვევა იყო 2008-08-20, 9:10 PM
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მილიბენდის განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის საქციელი საერთაშორისო პრინციპების დარღვევა იყო. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოში სამი მიზეზით იმყოფება - საქართველოს მხარდაჭერა, ნატოს მინისტერლიაზე დაფიქსირებული პოზიციის მხარდაჭერა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვა. 

- ”მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო პრინციპების ჩანაცვლება ძალით არ შეიძლება. ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული”, - განაცხადა მილიბენდმა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ პრინციპეის დარღვევა ხდებოდა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნატოს მინისტერიალის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მინისტერიალი იყო ერთსულოვანი თავის პოზიციაში რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში დაგმო. მან რუსეთს მკაცრად მოუწოდა საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთს და ევროგაერთიანებას მადლობა გადაუხადა მკვეთრი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული კომისია უფრო გააღრმავებს ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებს. მისივე თქმით, ეს კომისია დააახლოებს საქართველოს ნატო-სთან. 

- ”იმედია, ეს კომისია ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში ხელს შუწყობს. ცოტა ხნის წინ სარკოზის ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ დისკუსია ჰქონდა მედვედევთან და განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მედვედევს ჯარის გაყვანის თაობაზე”,-აღნიშნა პრეზიდენტმა. 

სააკაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ ადგილს იკავებს, არამედ საქართველოს მთავრობის დაუძლურებას ცდილობს. მისი განცხადებით, რუსეთი საქართველოში დამოუკიდებლობის იდეის დანგრევას ცდილობს. 

- ”ისინი ვერ შეძლებენ გამარჯვების მოპოვებას. მოსახლეობა სოლიდარულია. ჟურნალისტები, ექიმები და მთლიანად მოსახლეობა სოლიდარულია. საქართველოში განხორციელდა ოკუპაცია. ხალხმა თავისი სულისკვეთებით აჩვენა, რომ პროვოკაციას არ წამოეგება. რუსები ცდილობენ საქართველოში სამოქალაქო უწესრიგობა იყოს. ჩვენ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გავაგრძელებთ. რუსეთს ვპირდებით, რომ საქართველო არ დანებდება. იმგვარ პირობებს შევქმნით, რომ მათ გასვლის გარდა აღარაფერი დარჩებათ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამას მშვიდობიანი და არა ძალადობრივი ფორმით განახორციელებენ. 

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორ ბაიდენთან მის საუბარსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბაიდენმა საქართველოსთვის დახმარების ერთ მილიარდიანი გეგმა წარადგინა. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველადი გეგმა და ამერიკა საქართველოს აღორძინებას და რეკონსტრუქციას მომავალში უფრო ძლიერად დაეხმარება.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 1288 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz